სვიატოგორსკის საძმო: ბრალდება მიტროპოლიტ არსენის წინააღმდეგ- ხელოვნურია
მიტროპოლიტი არსენი მონასტრის ძმებთან ერთად. ფოტო: facebook.com/svlavra
სვიატოგორსკის ლავრის საძმო თვლის, რომ უუს-ის მიერ მიტროპოლიტ არსენის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ხელოვნური და გამოგონილია.
მიმართვა, რომელც გამოქვეყნებულია სავანის საიტზე, ნათქვამია, რომ უუ-ს მიერ გაჩენილ ეჭვებს "ამართლებენ იმით, რომ 2023 წ. სექტემბერში მეუფემ ტაძარში ქადაგების დროს მორწმუნეებს თითქოს მოუყვა ლავრის მახლობლად განლაგებულის უკრაინის შეიარაღებული ძალების ბლოკპოსტების შესახებ და ამგვარად სამხედრო ხასიათის ინფორმაცია გაავრცელა".
თუმცა, წერს საძმო, "დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ბრალდება არის გამოგონილი და უსაფუძვლო, რამდენადაც არავითარი სამხედრო ხასიათის ინფორმაცია მეუფეს არ გაუვრცელებია, რაც დასტურდება მრავალი მნიშვნელოვანი მტკიცებულებით".
მიმართვაში ნათქვანია, რომ 2024 წ. 24-დან -25 აპრილის ღამეს ქალაქ დნეპრის ოქტომბრის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და შეუფარდა მიტროპოლიტ არსენის აღკვეთის სახით პატიმრობა 60 დღის ვადით. დაცვის შუამდგომლობა სახლში პატიმრობასა და ფულადი გირაოს გამოყენებაზე სასამართლომ არ მიიღო. დაახლოებით ღამის სამ საათზე, სასამართლოს შენობიდან მეუფე გადაყვანილ იქნა დნეპროვის პენიტენციალურ დაწესებულებაში".
საჭიროა აღვნიშნოთ, წერს საძმო, რომ "უკრაინის კონსტიტუციის 62 მუხ. თანახმად, პირი ითვლება უდანაშაულოდ და არ ექვემდებარება სისხლისსამართლის სასჯელს, სანამ მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება და არ დადგინდება სასამართლოს ბრალდების განაჩენით".
სავანეში დარწმუნებული არიან, " რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება პატიმრობის სახით, მათ შორის გირაოს შეფარდების ალტერნატივის გარეშე, არ შეესაბამება ეჭვმიტანილის პიროვნების ინკრიმინირებული დანაშაულის გარემოებებს, და მითითებს არაჰუმანურ მოპყრობაზე პატივსაცემი და თანაც სუსტი ჯანმთელობის მქონე ადამიანის მიმართ".
"მიტროპოლიტი არსენი იტანჯება მძიმე დააადებებით და ამიტომ საჭიროებს მუდმივ სამედეცინო მეთვალყურეობასა და მკურნალობას, რომლის უზრუნველყოფაც პენიტენციალურ დაწესებულებაში შეუძლებელია",-ამბობენ ლავრაში.
სავანის ბერების აზრით, "მეუფის პატიმრობა არის ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევა და მიმართულია მიტროპოლიტ არსენის იძულებით მოშორებაზე სვიატოგორსკის ლავრის წინამძღვრის მორჩილის შემსრულებლობიდან და მის იზოლირებას, რომელიც წარმოადგენს ერთ- ერთ მთავარ სასულიერო ცენტრს უკრაინაში".
სვიატოგორსკის ლავრის საძმო ლოცვებით ეხმარება მიტროპოლიტ არსენის, ელოდება მისი პატიმრობიდან მალე განთავისუფლებას, ხოლო ბრალდებას მეუფის მისამართით თვლის ხელოვნურად და გამოგონილად.
"მიუხედავად სავანის მასშტაბური დანგრევისა, მეუფე არსენის მხარდაჭერით ლავრაში დღესდღეობით ტარდება საღვთო მსახურება, მონასტრის საძმო ყოველდღე ეწევა თავის მონაზვნურ გმირობას. ასევე ლავრაში მისი სრული უზრუნველყოფით ცხოვრობს ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი საცხოვრებელი საომარი მოქმედებების შედეგად",-გაიხსენეს ლავრაში
ბერებმა დაწერეს, რომ "მიტროპოლიტი არსენი წარმოადგენს ლავრის გულს, ურომლისოდაც შეუძლებელია წარმოიდგინო სვიატოგორსკის სავანე ".
"ყველა ჩვენთაგანისათვის, რომლებიც ვცხოვრობთ ლავრაში, მეუფე არსენი შეუცვლელი სულიერი მოძღვარი, ადმინისტრატორი და მლოცველია. ამიტომ მეუფის იზოლირება ყველა ჩვენგანისათვის მძიმე დარტყმაა",- დაწერილია საძმოს მიმართვაში.
ადრე მჟკ წერდა, რომ საერთაშორისო უფლბადამცველთა ალიანსი "ეკლესია ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ითხოვდა სვიატოგორსკის მეუფის არსენის პატიმრობიდან გათავისუფლებას, აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის უცხოელი წევრები მზად არიან თავდებად დაუდგნენ იერარქს.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.