კიევის პატრიარქი რომთან და ფანართან ერთობაში უნდა იყოს, - დრაბინკო
მარცხნიდან – მარჯვნივ: სვიატოსლავ შევჩუკი, კლავდიო გუჯეროტი, ალექსანდრე (დრაბინკო) და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: odnarodyna.org
უმე-ს ყოფილმა მიტროპოლიტმა ალექსანდრემ (დრაბინკო) განაცხადა, რომ კიევის პატრიარქის არჩევა აუცილებელია რომის კათოლიკურ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ერთად.
ამის შესახებ დრაბინკო ყვებოდა თავის მოხსენებაში „უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ეკუმენისტური კონცეფცია - მართლმადიდებლური რეფლექსია“, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ექს-მიტროპოლიტის სიტყვებით, „ადგილობრივი კიევის ეკლესიის“ სხვადასხვა იურისდიქციებად დაყოფილი „ეკლეზიოსოფური“ იდეა „საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება“.
მისი აზრით, ეს იდეა „აპელირებს მიტროპოლიტ პეტრე მოგილას მცდელობებისადმი „გააერთიანოს რუსეთი რუსეთთან“ და გვაბრუნებს კონსტანტინე ოსტროჟსკის ჩანაფიქრთან კიევის პატრიარქის არჩევანთან დაკავშირებით, რომელიც ურთიერთობაში იქნება როგორც რომთან, ასევე კონსტანტინოპოლთან, ამით ის გააერთიანებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს“.
დრაბინკომ ხაზი გაუსვა, რომ „საყოველთაო სახალხო ერთობის გარეშე და მისიონერობის დაცემის პირობებში, შერიგებისკენ და დაახლოვებისკენ სწრაფვის მცდელობა უკვე ცოტას არ ნიშნავს“, რადგან „მსგავსი დისკუსიები საჭიროა მართლმადიდებლების ყურადღების მისაქცევად პრობლემისადმი, რომელიც ამგვარად დაბრუნდება განსახილველი თემების რიცხვში“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა: უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ „საპატრიარქოს“ წარმატებით მოსაწყობად უნდა მიაღწიოს ახალ დონეს და მაშინ ის ხელს გაუწვდის მართლმადიდებელ ძმებს ერთობისთვის.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.