უმე-ს მრევლი თავისი რწმენისა და ღირებულებების დასაცავად გაერთიანდა
უმე-ს ჯვარით მსვლელობა კიევში. ფოტო: СПЖ
უკრაინაში გაჩნდა საზოგადოებრივი კავშირი «Миряне» - მაშტაბური პროექტი, რომელიც მოწოდებულია გააერთიანოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მორწმუნეები, ვისაც ქვეყნისა და ეკლესიის მომავალი აღელვებს.
„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ხშირად ნათელი იდეების უკან საბაზისო ადამიანური მოთხოვნებისა და ღირებულებების დამახინჯების ბნელი ზრახვები იმალება. ტრადიციული უკრაინული კულტურისთვის უცხო დასავლური იდეოლოგია, გენდერულ უთანასწორობასთან და ნებისმიერ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საბაბით, თავს გვახვევს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ერთსქესიანთა ქორწინებისა და ტოტალური სქესობრივი აღვირახსნილობის მიღებას. ჩვენ დეტალურად და გასაგებად ავუხსნით, როგორ ხდება ეს და რისგან უნდა დავიცვათ თავი და ახლობლები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევთავაზებთ საინფორმაციო ალტერნატივას საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ინიციატივებით.
ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცებს, გვსურს ჩვენი მშვიდობის, ოჯახების, ჩვენი შვილების დაცვა ამ უზნეობის ვაკქანალიისა და სულიერი გახრწნისგან. და უნდა დავიცვათ კიდევაც! როგორ? ძალიან მარტივად: გაერთიანებით და აქტიური პოზიციის დაკავებით - ჩვენი რწმენის, ღირებულებებისა და ეკლესიის დასაცავად. თუ ეს სიტყვები თქვენს გულებში გამოხმაურებას პოვებენ, გელოდებით!“ - ნათქვამია პროექტ «Миряне»-ს პუბლიკაციაში Facebook-გვერდზე.
ინტერნეტ-პლატფორმა «Миряне» განვითარდება მთელი რიგი მიმართულებებით:
- განათლება: მართლმადიდებლური რწმენის შესახებ ცოდნის მიღებისა და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებთან წვდომის შესაძლებლობა მოხერხებულ და ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ჩვეულ ფორმატში - უფროსებისთვის და ბავშვებისთვის; ონლაინ-კურსები, ვებინარები, სამეცნიერო ლიტერატურასთან წვდომა (ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ისტორია, რიტორიკა, სჯულის კანონი და ღვთისმეტყველება საუკეთესო პედაგოგებისგან).
- შემოქმედება: მრავალმხრივი ვიდეო-კონტენტის შექმნა, რომელიც უპასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს: „ვინ ვართ და საითკენ მივემართებით?“; მძაფრი სოციალური თემების გაშუქება, თემატური ღონისძიებების შექმნა და ორგანიზება.
- მნიშვნელოვანი სიახლეები: ქვეყნისა და მსოფლიოს საზოგადოებრივი და საეკლესიო ცხოვრების ერისკაცებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პროცესების ოპერატიული ინფორმირება.
- უფლებებისა და ღირებულებების დაცვა: სადღეღამისო საკოორდინაციო ცენტრი, სადაც მორწმუნეები ერთობლივი ძალებით დაიცავენ თავიანთ უფლებებს, საზოგადოებაში და სახელმწიფოში ყველა დონეზე ცვლილებების მიღწევა, ადგილობრივიდან ზოგად-ნაციონალურამდე.
- გადაუდებელი იურუდიული დახმარება ერისკაცებისთვის და მღვდლებისთვის: მოქმედებათა ალგორითმების მოხერხებული კატალოგი და ოფიციალური დოკუმენტების ფორმები ტიპური სიტუაციებისთვის, ტექსტური ონლაინ-კონსულტაციის „კითხვა-პასუხის“ სამსახური, კომპლექსური დახმარება რთულ სიტუაციებში.
პროექტის ინიციატორი და საზოგადოებრივი გაერთიანების «Миряне» -ს ხელმძღვანელი, ჟურნალისტი და მართლმადიდებელი მორწმუნე ვასილი მაკაროვსკი თხოვს ყველა თანამოაზრეს, რომ შეუერთდნენ და თავიანთი იდეები გაუზიარონ.
„არ არის აუცილებელი ჟურნალისტობა იმისთვის, რომ დაინახო, რა ხდება ჩვენი ეკლესიის გარშემო, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები იგონებენ ახალ-ახალ ტყუილებს ჩვენს ეკლესიაზე, ლაფს ასხამენ მას, ქმნიან ანტიეკლესიურ კანონებს. <...> ამაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ სამზარეულოში ან ვწეროთ ღვარძლიანი პოსტები ფეისბუქში, მაგრამ დრო არ არის, რომ რაღაც შევცვალოთ? ჩვენ მომავალზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ, ჩვენი შვილების მომავალზე, სანამ ამას ვინმე სხვა გააკეთებს.
პროექტი "Миряне" გააერთიანებს უკრაინის ყველა აქტიურ მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მზად არის დაიცვას თავისი რწმენა, ღირებულებები და მომავალი. შემოგვიერთდით, ჩაერთეთ მუშაობაში თქვენი იდეებითა და მონაწილეობით. ზოგი თვლის, რომ ჩვენ არ ვარსებობთ ან უბრალოდ გვძინავს. მოდით ვაჩვენოთ, რომ ისინი ცდებიან. გავიღვიძოთ!“ - ხაზი გაუსვა ვასილი მაკაროვსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.
ყველას, ვინც დაინტერესდა პროექტით, ვეპატიჟებით ხელის მოსაწერად სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, Telegram) «Миряне»-ს გვერდებზე, აგრეთვე გააზიარონ იდეები ტელეფონზე +380684009759 или e-mail: info@mirane.org.
"Миряне" არა მარტო online-პროექტია. ეს არა მარტო სოცქსელების გვერდები და მესენჯერების არხებია. "Миряне" - ეს ჩვენ ვართ. თუ ეს სიტყვები გამოხმაურებას პოულობენ თქვენს გულებში, გელოდებით! დაგვირეკეთ, მოგვწერეთ, გამიგვიგზავნეთ იდეები, შემოგვიერთდით. ველოდებით აქტივისტებს!“ - მოუწოდებს საზოგადოებრივი კავშირი "Миряне".
ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას
1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.
გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი
„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.
ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.
უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა
პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.
რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.