უმე-ს იერარქი «ერისკაცებზე»: მორწმუნეებს არ სურთ პასიური მაყურებლების როლი

ალექსანდრიისა და სვეტლოვოდსკის მთავარეპისკოპოსი ბოგოლეპი. ფოტო: alexandria-eparhia.org.ua

ერისკაცები უკვე არ ეგუებიან პასიური მრევლის როლს და მზად არიან მიიღონ აქტიური მონაწილეობა ღვთისა და ეკლესიის მსახურებაში, და ამ ინიციატივას აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი. ასეთი კომენტარი გაუკეთა მჟკ-სთან ინტერვიუში უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ალექსანდრიისა და სვიატლოვოდსკის მთავარეპისკოპოსმა ბოგოლეპმა, უკრაინაში ახლადშექმნილი გაერთიანება «Миряне»-ს შექმნას, რომელიც მორწმუნეებს მოუწოდებს საკუთარი რწმენის, ტრადიციული ფასეულობების, უფლებებისა და ეკლესიის დაცვისაკენ.

«ჩვენ ვცხოვრობთ ძალზედ საინტერესო პერიოდში, როდესაც შესაძლებელია უყურო თუ როგორ იცვლება სამყარო და საზოგადოება, – აღნიშნა იერარქმა. – როგორც წესი, ცვლილებებს არც ისე დადებითად ვუყურებთ, მითუმეტეს თუ საქმე ეხება ეკლესიას. მაგრამ ვფიქრობ, უნდა ვისწავლოთ ყველა ნეგატივს, პრობლემას და ცვლილებებს დავაკვირდეთ და აღმოვაჩინოთ დადებითი მხარეები ჩვენს მსოფმხედველობაში. ეს ეხება ეკლესიის ცხოვრებაში გაერთიანება ,,ერისკაცის ‘’ მონაწილეობას. საკითხი რა თქმა უნდა ახალი არ არის, მაგრამ, დამეთანხმებით, საკმაოდ თვალშისაცემია და, რაც მთავარია, ამ პრობლემის ობიექტური ცვლილებები ხდება ჩვენს თვალწინ».

ვლადიკა ბოგოლეპმა განაცხადა, რომ ჩვენს დროში საერო პირები აღარ ეთანხმებიან პასიური მსმენელისა და "რელიგიური მსახურების" მომხმარებელთა როლს და მზად არიან აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ღვთისა და ეკლესიის მსახურებაში. უფრო მეტიც, მან დაამატა, რომ ეს ნათლობის დროს მოცემული აღთქმების ნამდვილი შესრულებაა.

,,ადამიანი, რომელმაც საიდუმლოდ მიიღო ღვთიური სიყვარულის ნიჭი, თავადაც ივსება ამ სიყვარულით და ცდილობს გადასცეს იგი სხვებს. ეს მოწმობა (ღმერთის მოქმედების შესახებ, სიყვარულის, თავისუფლებისა და მშვიდობის ცხოვრების გამოცდილების შესახებ) არის საერო მსახურების შინაარსი.

დღეს, ერისკაცები,- არიან განათლებული, პასუხისმგებელი და კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს განეკუთვნებიან. ეს უკრაინისთვის სრულიად ახალი რეალობაა, რაც ორ რამეზე მეტყველებს. პირველი, ეკლესიის გარემოს სტრუქტურა და ხარისხი უკეთესობისკენ იცვლება. მეორე, საზოგადოება უკრაინაში უფრო გახსნილი ხდება, ”- აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მისი აზრით, პროექტი ,,ერისკაცები’’, რომელშიც ერთიანდებიან ჟურნალისტები, პუბლიცისტები, ინტელექტუალები, მეცნიერები და რიგითი ადამიანები, რომლებსაც "გული შესტკივათ" თავიანთ ეკლესიაზე და მზად არიან კანონის ფარგლებში დაიცვან საკუთარი უფლებები - მაგალითია ისეთი აქტიური მორწმუნეებისა, რომლებიც გაერთიანდნენ თავიანთი რწმენისა და ზნეობრივი ღირებულებების დასაცავად.

«ერისკაცებს აქვთ თავიანთი უპირატესობები: ისინი უფრო თავისუფლები არიან საკუთარი ცხოვრების მოწყობაში, მათ ურთიერთობისათვის ბევრად უფრო დიდი არეალი აქვთ – ოჯახში, სამსახურში, სწავლის პერიოდში, დასვენების დროს, ტრანსპორტში, მაღზიაშიც კი. ეს მათი ინიციატივის  ახლებურად მოწოდების შესაძლებლობას ბადებს. ამრიგად მათ ხმას დიდი მნიშველობა აქვს», – აღნიშნა მან.

ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საჭიროა მათ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ და მივცეთ შსაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ისეთ საერთო საქმეში, ხაზი გაუსვა ვლადიკამ.

«მნიშვნელოვანია რომ ,,ერისკაცებმა’’ თავი საჭიროდ და დაცულად იგრძნონ, იგრძნონ მხარდაჭერა და დახმარება როგორც თავიანთი სულიერი დებისა და ძმებისგან, ასევე მღვდელმსახურებისგანმითუმეტეს თუ ყველას შესაძლებლობა და ნიჭი ავსებს ერთმანეთს. საჭიროა ერისკაცსა და მღვდელმსახურს შორის ურთიერთობის ფორმის განახლება. ერთის მხრივ მღვდელმსახურებმა მხარი უნდა დაუჭირონ ერისკაცებს, მეტი ნდობა გამოუცხადონ მათ, იმის გათვალისწინებით, რა პასუხისმგებლობის აღება შეუძლია ადამიანს, მეორეს მხრივ, ერის კაცებმა ხელი უნდა შეუწყონ საეკლესიო და სასულიერი ცხოვრების ინტენსიურ აღორძინებას.

ვფიქრობ ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ ჩვენი ერისკაცები , მიჰყვებიან ,,რწმენის სწავლებას’’. ეს მათ დაეხმარება ეს მათ დაეხმარება უფრო ღრმად ჩასწვდნენ ეკლესიის ტრადიციის სულისკვეთებას და მნიშვნელობას, შიგრძნონ მისი ერთობა, მიიღონ გამოცდილება და ძალა მასში თავიანთი მსახურებისათვის”, - შეაჯამა ალექსანდრიისა და სვეტლოვოდსკის მთავარეპისკოპოსმა ბოგოლეპმა.

ადრე მჯკ წერდა, «Миряне» მოუწოდებს მორწმუნეებს მოვიდნენ 15 ივნისს 10:00 საათზე უმაღლეს რადასთან თავიანთი უფლებების დასაცავად.

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.