“ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ ჩვენი ეკლესიის დასაცავად“
ვასილი მაკაროვსკი ლიტანიობაზე კიევში. ფოტო: В. Макаровского
ცოტა ხნის წინ მჟკ-ზე გამოჩნდა ახალი ამბავი, რომ უმე-ს მრევლი გაერთიანდა ორგანიზაციაში თავიანთი რწმენისა და ფასეულობების დასაცავად. ამ საზოგადოებრივ კავშირს ეწოდება „ერისკაცები“. მართლმადიდებელმა იურისტებმა, „ერისკაცების“ წევრებმა, უკვე მოასწრეს ეკლესიის დასაცავად კანონპროექტის შედგენა, რომელთა გადაცემაც იგეგმება სახალხო დეპუტატებისთვის. ამისათვის ისინი მოუწოდებენ ყველა მართლმადიდებელ მორწმუნეს 15 ივნისს უმაღლეს რადასთან შეიკრიბონ. რა ინიციატივაა ეს, რა მიზნებს და ამოცანებს ისახავს მიზნად, გადავწყვიტეთ გავარკვიოთ „ერისკაცების“ ოს ხელმძღვანელთან ვასილი მაკაროვსკისთან.
- ვასილი, რატომ ეწოდება ორგანიზაციას „ერისკაცები“?
- ყველაფერი მარტივადაა. თუ არის ეკლესიის დასი, შესაბამისად, არსებობს მრევლი. უმე-ს 12500-ზე მეტი მრევლი ჰყავს. და ყველა ადამიანი, რომელიც ამ ტაძრებს სტუმრობს, ყველა ჩვენთაგანი არის ერისკაცები.
- გასაგებია, რომ ყველა მორწმუნე არის ერისკაცი. რატომ შეიქმნა რაიმე განსაკუთრებული ორგანიზაცია?
- იმისთვის, რომ გვჭირდება რათა შეიცვალოს ცხოვრება ჩვენს ირგვლივ. რას ვხედავთ ბოლო დროს? ეკლესიის განადგურების დაჟინებული მცდელობები, მისი მორწმუნეების დისკრიმინაცია, ტრადიციული ოჯახის თანდათანობითი რღვევა, ჩვენი ხალხისთვის მიუღებელი იდეოლოგიის დამკვიდრება და კიდევ ბევრი რამ. დროა გავერთიანდეთ და ამას რამე დავუპირისპიროთ. სინამდვილეში ძალიან ბევრნი ვართ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ჩუმად და პასიურად ვართ. ცოტა ხნის წინ შევხვდი მამა ალექსანდრე კლიმენკოს და მომეწონა მისი ფორმულირება, რომ უმე-ს მორწმუნეები - ესაა „მდუმარე უმრავლესობა“, რომელიც აქტიურად რეაგირებს მოვლენებზე, მაგრამ მათზე გავლენის მოახდენა არ შეუძლია. და აი, „ერისკაცები“ სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ არა უბრალოდ ჩუმად გამოხატო აღშფოთება სამზარეულოში, არამედ რამეს შეცვლის შესაძლებლობა გქონდეს. საჭიროა ადამიანებმა ირწმუნონ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარ ქვეყანაში მოვლენების მსვლელობაზე გავლენის მოხდენა. და არა უბრალოდ, ირწმუნონ, არამეც მიეცეთ შესაძლებლობა. თუ ჩვენ ერთმანეთს ყურს დავუგდებთ, თუ გავერთიანდებით და დავიწყებთ მოქმედებას, ჩვენი ცხოვრება სხვაგვარი გახდება.
სტრუქტურის შექმნა, რომელიც ყველა მორწმუნეს გააერთიანებდა.
- და თუ უფრო დავკონკრეტდებით? როგორ შეუძლია უბრალო მრევლს სადღაც შორს გავლენა მოახდინოს მოვლენების განვითარებაზე საკუთარ ქვეყანაში?
- გავლენის შესაძლებლობები კონკრეტულია. ჩვენ ვგეგმავთ მთელს უკრაინაში განშტოებული სტრუქტურის შექმნას, რომელიც ყველა მორწმუნეს გააერთიანებდა. მასში შეიძლება შეიქმნას ან ხელი მოეწეროს პეტიციას, მოხდეს შეტყობინება დისკრიმინაციაზე, შუღლის გაღვივებაზე და რეალური დაცვის მიღება, ადმინისტრაციაში ან პოლიციაში წერილის დაწერა, კონკრეტული თემისთვის შემოწირულობა, რომელსაც წაართვეს ტაძარი და იმის დანახვა, თუ რაზე წავიდა ფული და ბევრი რამ
რეგიონებში ადამიანები გაიგებენ ერთმანეთზე, მიიღებენ ინფორმაციას, იურიდიულ მხარდაჭერას, დახმარებას, თუ ეს დასჭირდებათ. შეიქმნება ურთიერთდახმარებისა და საქველმოქმედო პროექტების რეალიზაციის ფონდები.
ასევე ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მართლმადიდებლების ერთმანეთთან ურთიერთობისთვის. ჩვენ ვგეგმავთ სოციალური ქსელის შექმნას, რომელიც სტრუქტურულად იმეორებს ეპარქიულ მოწყობას. იქ შესაძლებელი იქნება სასარგებლო ინფორმაციის პოვნა რწმენაზე, მრავალფეროვანი მართლმადიდებელი კონტენტის მოძიება და ა.შ. როცა ჩვენი საიტი ამუშავდება, შესაძლებელი იქნება უფრო დეტალურად საუბარი. ჯერჯერობით კი წინასწარ ნუ ვისაუბრებთ.
სინამდვილეში ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვართ მდუმარენი და პასიურები.
- და მაინც, რა არის ორგანიზაციის მთავარი ამოცანები?
-პირველ რიგში, ესაა ეკლესიის დაცვა ხელისუფლებისა და რადიკალების მხრიდან დისკრიმინაციისგან, რომელთაც „სულიერად ასაზრდოებენ“ განხეთქილებაში მყოფები. შემდეგ - ტრადიციული ოჯახის დაცვა, რომელიც შექმნილია კაცისა და ქალის მიერ, ბავშვების დაცვა, ლგბტ-სა და გენდერის ანტიქრისტიანული იდეოლოგიის დანერგვისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ბრძოლა აბორტებთან. ასევე მართლმადიდებლების გაერთიანება ერთიან საზოგადოებაში, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა.
განსაკუთრებით მსურს ხაზი გავუსვა განათლების როლს. ჩვენს ლოგოტიპში „ერისკაცები“ პირველი ასო გამოსახულია გადაშლილი წიგნის სახით. ეს შემთხვევითი როდია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება: ზოგადი ცოდნა მართლმადიდებელი რწმენის თაობაზე და ინფორმაციაზე იმაზე, თუ რა ხდება ირგვლივ. რისთვის? რათა ვიცოდეთ, რა საფრთხეები გვემუქრება და როგორ უნდა დაუპირისპირდე ამ საფრთხეებს. სწორედ ამიტომ ჩვენი დევიზია: „ცოდნიდან მოქმედებისკენ“.
- რამდენადაც მივხვდი, ამჟამად ჩვენი ქმედებები უნდა იყოს მიმართული ეკლესიის დასაცავად. რამე კონკრეტულს უკვე აკეთებთ?
-დიახ, ერისკაცმა-იურისტებმა უკვე მოამზადეს ორი კანონპროექტი იმ კანონებში ცვლილებების შესატანად, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენი ეკლესიის ნორმალურ ცხოვრებას. 15 ივნისს ჩვენ უმაღლეს რადასთან მივალთ, რათა ეს დოკუმენტები სახალხო დეპუტატებს გადავცეთ.
- რაზეა ეს კანონპროექტები?
- პირველი მიმართულია იმაზე, რომ გააუქმოს უმე-ს სახელის ძალადობრივი გადარქმევა რმეუ-დ. როგორც იცით, პოროშენკომ, თავის საპრეზიდენტო კამპანიაში აქცენტი გააკეთა რა „віру“, ღია ბრძოლა გამოუცხადა კანონიკურ ეკლესიას. მეუ-ს წარმოქმნიდან რამოდენიმე დღის შემდეგ მან ხელი მოაწერა ცვლილებებს 2662-VIII კანონში, რომელიც ავალდებულებს უმე-ს სახელი გადაირქვას. ამჟამად, ეს საკითხი განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს კანონი არ მოქმედებს სრული ძალით, მაგრამ ეს, როგორც ვხვდებით, დროებითია. ამასთან, ახლაც კი უმე-ს არ შეუძლია ახალი თემის რეგისტრაცია, ახალი წინამძღვრების დანიშვნა და ა.შ. არ გააჩნია ჩვენს არმიაში კაპელანების ყოლის უფლება. და ეს იმასთან, რომ წვევამდებლთა და უშძ-ს კონტრაქტორების უდიდესი უმრავლესობა სწორედ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეა.
მეორე კანონპრექტი მოწოდებული ცვლილებები შეიტანოს 2673- VIII კანონში, რომლის „წყალობითაც“ მოხდა უმე-ს თემის მეუ-დ უკანონო ხელახალი რეგისტრაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვსურს, რომ კანონმდებლობიდან ამოიღონ ანტისაეკლესიო ნორმები.
- ვიცით, რომ ბევრს განზრახული აქვს თქვენი მხარდაჭერა. თუმცა, საკითხი შემდეგშია - გაგაჩნიათ კურთხევა თქვენს საქმიანობაზე? და როგორ გესახებათ ურთიერთდამოკიდებულება სამღვდელოების ხელმძღვანელებთან?
-რასაკვირველია, კურთხევა გვაქვს. ჩვენ ვიყავით უნეტარეს ონუფრისთან და მან ჩვენი ინიციატივა დალოცა. ამასთან, წინამძღოლმა გვითხრა, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციას („ერისკაცები“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა) სწორედ რომ მეტი ინსტრუმენტი გააჩნია ხელისუფლებასთან ურთიერთქმედებისთვის. უმე-ს, როგორც ეკლესიას, ამ დრომდე არ გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი (ასეთი სტატუსი გააჩნია თითოელს ცალკე მისი თემიდან,- რედ.) და არ შეუძლია საუბარი ხელისუფლებასთან, როგორც ერთიან ორგანიზაციას.
ჩვენ ვიყავით უნეტარეს ონუფრისთან და მან ჩვენი ინიციატივა დალოცა.
რეგიონებში ჩვენ გვექნება ურთიერთდამოკიდებულება მმართველ მღვდელმთავრებთან, დავეხმარებით მათ იმ საკითხების გადაჭრაში, რომელთაც ერისკაცები უფრო მარტივად წყვეტენ.
უნდა დაკავდნენ თუ არა მორწმუნეები ეკლესიის საქმეებით?
- ხშირად მართლმადიდებლებს შორის არის აზრი, რომ საეკლესიო საქმეები და პრობლემები უშუალოდ მღვდლებისა და მღვდელმთავრების საქმეა. თითქოს, ისინი უფრო კომპეტენტურები არიან და საერთოდაც- რატომ უნდა ჩაერიონ მორწმუნეები ყველა ამ საკითხში?
- იცით, ბოლო ხანებში მორწმუნეებს შორის ჩამოყალიბდა რაღაც პასიურ-სამომხმარებლო დამოკიდებულება ეკლესიის, თემის, სამღვდელოების მიმართ. იცით, მე ვესწრები წირვას, ვაბარებ აღსარებას, ვეზიარები და მივდივარ სახლში. და მადლობაც კი უნდა მითხრათ თითქოს ამისთვის. რა ხდება იქ ტაძარში, მრევლის უმრავლესობას არ აინტერესებს. დაე, ამით მამაოები დაინტერსდნენ, ეს მათი საქმეა. ასე არ უნდა იყოს. საეკლესიო საქმეები მხოლოდ მღვდლების, კლირიკოსების და რამოდენიმე აქტიური ბებოს საქმე როდია. ეს არასწორია. ეკლესია ეს არაა ადამიანები სტიქარებში, ეკლესია - თემია. უფრო მეტიც, ეს თემია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სადაც ყველა უნდა იყოს ერთ ოჯახად, ზეციური მომავალი საზოგადოების ნაწილად.
შეხედეთ სოფლებს, სადაც მიტაცებები მოხდა ან არის მიტაცების საფრთხე. იქ, სადაც მეუ-ს მომხრეები ცდილობენ ტაძრების მიტაცებას (მაგალითად, ჩერნოვიცკის ოლქში), ადამიანები ახორციელებენ ტაძარში ოცდაოთხსაათიან მორიგეობას. სოფლებში, სადაც ტაძარი მაინც მიიტაცეს, მრევლი ეძებს ფულს, ყიდულობს მიწას და აგებს ახალ ტაძარს. ხშირად საკუთარი ხელებით აგებენ: ასხამენ ფუნდამენტს, აწვდიან აგურებს და ა.შ. აკეთებენ იმას, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა კვალიფიკაციის გარეშე.
ეკლესია ეს არაა ადამიანები სტიქარებში, ეკლესია - თემია. უფრო მეტიც, ეს თემია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სადაც ყველა უნდა იყოს ერთ ოჯახად, ზეციური მომავალი საზოგადოების ნაწილად.
ეს ნიშნავს იმას, რომ ერისკაცები „ერევიან სხვის საქმეებში“ და ასეთი პრობლემებით მხოლოდ მღვდლები უნდა დაკავდნენ? რასაკვირველია, არა. ისინი აკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ ნამდვილი ქრისტიანული თემის წევრებმა. ეს მღვდლების ტვირთი როდია, ეს ტვირთი ყველა მრევლის მხრებზეა. ეს ნორმალურია, ასეთი უნდა იყოს კიდეც „ჯანსაღი ადამიანის“ თემი.
- თქვენ ამბობთ: „ჩვენ ვიყავით უნეტარესთან, „ჩვენ ავაგებთ“, შეგიძლიათ დააზუსტოთ, ვინ ხართ „თქვენ“? ჯერჯერობით მხოლოდ ვასილი მაკაროვსკი ჩანს.
- ჟურნალისტებს ყოველთვის ხმამაღალი სახელები უნდათ (იცინის)... თუმცა, ჩვენს შორის არ არიან ვარსკვლავები. ვარსკვლავი არაა ვასილი მაკაროვსკიც. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ეკლესიის ინტერესებით და ისინი არსაიდან მოვიდნენ. „ერისკაცები“ დაფუძნებულია წმინდა მთავარ ვლადიმირის საძმოს მიერ, რომელიც შეიქმნა უნეტარესის ლოცვა-კურთხევით და აქტიურად მოქმედებს უკვე თითქმის ხუთი წელია. ეს საძმო დაკავებულია საგანმანათლებლო საქმიანობით, ტრადიციული ოჯახის დაცვით. მაგალითად, მამა ალექსანდრე კლიმენკოს საგანმანათლებლო ტური უკრაინის გარშემო ოჯახისა და ტრადიციული ფასეულობების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ ქადაგებით ორგანიზებული იყო სწორედ ამ საძმოს მიერ. ასევე საძმოს მიერ იყო შექმნილი მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირი, რომლის იურისტებიც აქტიურ საქმიანობას ეწევიან ეკლესიის დაცვის თაობაზე. მაგალითად, სიტუაცია ზოლოჩევში, სადაც ხელისუფლებამ თავი მიანება უმე-ს თემის დევნას - დიდწილად მაკ-ის იურისტების დამსახურებაა.
2014 წელს, უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, საძმოს მიერ დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „ფავორი“, რომლის დახმარებითაც უმე-ს თემებისთვის, რომელთაც ტაძრები წაართვეს, უკვე 37 ახალი ეკლესიაა აგებული. ერთი სიტყვით, „ერისკაცებს“ შორის არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ სამუშაოს ეწევიან ეკლესიის სასარგებლოდ.
მორწმუნეები უნდა გახდნენ ერთიანი საძმო, ერთად ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია.
- კარგია, მაგრამ რაა საჭირო „ერისკაცების“ წევრობისთვის?
-თუ თქვენ ხართ ეკლესიური მართლმადიდებელი ქრისტიანი, უკვე შეგიძლიათ თავი „ერისკაცად“ ჩათვალოთ. იმისათვის, რომ აქტიურ ჯგუფში გაწევრიანდეთ, საჭიროა საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის სტანდარტული პროცედურის გავლა.
მთლიანობაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოტაა კვირაობით რომელიმე უახლოეს ტაძარში წირვაზე დასწრება. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ შენ ეკლესიის დიდი ორგანიზმის -ქრისტეს სხეულის ნაწილი ხარ. თუ ადამიანს ემუქრება საფრთხე ან ავადმყოფობა, მას მხოლოდ თავი, გული ან ორგანიზმის სხვა ცალკეული ნაწილი ვერ დაუპირისპირდება. გახსოვდეთ მოციქულ პავლეს სიტყვები, რომ არ შეუძლია ფეხს საუბარი, რომ ის არ ეკუთვნის სხეულს, რადგან ის ხელი არაა? რას ამბობს საბოლოოდ მოციქული? „და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება. ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს“ (1 კორ.12, 26).
ამიტომაც, თუ თავს ქრისტიანად თვლი, ეკლესიას უნდა დაეხმარო. მითუმეტეს, რომ ამჟამად მას შენი დახმარება სჭირდება.
თუ თავს ქრისტიანად თვლი, უნდა დაეხმარო ეკლესიას, მას შენი დახმარება სჭირდება.
- მიტროპოლიტმა ავგუსტინემ, საუბრობს რა თქვენს ორგანიზაციაზე, ისტორიული პარალელები გაავლო XVI-XVII საუკუნეების საძმოებთან, როცა ერისკაცები იცავდნენ ეკლესიას უნიათების ექსპანსიისგან და ძალადობრივი გაკათოლიკებისგან. რამე კავშირს ხედავთ აქ?
-ერთმნიშვნელოვნად, მეუფემ ძალიან ზუსტად შენიშნა. უნიის დანერგვის დრო და თანამედროვეობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს და პირველ რიგში, - ეკლესიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაში. მაშინაც და ახლაც ხელისუფლება მასზე უძლიერეს ზეწოლას ახორციელებს და აიძულებს სამღვდელოებას „საჭირო“ ქმედებებისკენ. მუქარები, დაშინება და პირდაპირი ძალადობაც კი - აი, მეთოდები, რომლითაც მაშინ რეჩი პოსპოლიტას ხელისუფლება „მუშაობდა“ ეკლესიის მღვდელმთავრებთან. და იმ სიტუაციაში ერისკაცების საძმოების როლი საკუთარი ეკლესიის დასაცავად შეუძლებელია გადაფასდეს.
მაგალითად, ზაპოროჟიის კაზაკობა სრული შემადგენლობით გეტმან პეტრე საგაიდაჩნის მეთაურობით იყო კიევის შობის საძმოს წევრი, რისი წყალობითაც მართლმადიდებლები ინარჩუნებდნენ თავიანთ ტაძრებს. დიდი ხანი უნიატებისგან თავის ტაძრებს იცავდა ლუცკის საძმო. ყველაზე პირველი თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ლვოვის საძმო.
თანამედროვეობაზე დაბრუნებისას, შემიძლია დავამატო, რომ უმე-ს ყველა მორწმუნე უნდა გახდეს ერთი, ერთიანი საძმო. ამასთან, ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია.
- თქვენ ახლა შეგიძლიათ მიმართოთ მჟკ-ს აუდიტორიას. რისი თქმა გინდათ?
- პირველი სურვილი - ნუ გეშინიათ. ცოტა ხნის წინ შევხვდი შესანიშნავ ქირურგს, ამჟამად კი უმე-ს მღვდელს მამა როსტისლავ ვალიხნოვსკის. მან ასეთი სიტყვები მითხრა: „თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ძვირფასია ჩვენი მომავალი, და რასაკვირველია, სასულიეროც, თუ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენ უნდა დავიცვათ ის სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან მივიღეთ. ამ მომენტს შეიძლება ვუწოდოთ ჭეშმარიტების მომენტი“.
მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს - მოციქულ იაკობის სიტყვები: „ რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე“ (იაკ.2, 26).
ამჟამად ჭეშმარიტების მომენტია. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ და ერთად დავდგეთ საკუთარი ეკლესიის, ოჯახის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?