მიტროპოლიტი არსენი საგამოძიებო იზოლატორში დატოვეს

მიტროპოლიტი არსენი სასამართლო დარბაზში. ფოტო: Перший козацький

7 ივნისს დნეპრში ოქტომბრის რაიონულ სასამართლოში განიხილავდნენ წმინდა მთის ლავრის მიტროპოლიტ არსენის (იაკოვნეკო) საქმეს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გამო, იუწყება მონასტრის პრეს-სამსახური.

სასამართლოში მეუფის მხარდასაჭერად უმე-ს მრევლი მივიდა. უმაღლესი რადის 10 დეპუტატი სხვადასხვა ფრაქციიდან აგრეთვე მზად იყო, რომ წმინდა მთის ლავრის ნაცვლის თავდებები ყოფილიყვნენ, მათ სასამართლოს შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.

მიტროპოლიტმა არსენმა კვლავ არ სცნო თავი დამნაშავედ იმაში, რომ ის ქადაგების დროს ბლოკპოსტების ადგილმდებარეობას ასაჯაროვებდა, რითაც შეეძლო ესარგებლა მტერს.

„მე ტაძარში მყოფ ხალხს ლოცვას ვთხოვდი, რომ სიტუაცია ბლოკპოსტებზე განმუხტულიყო და მომლოცველები, რომლებსაც არ უშვებდნენ, დღესასწაულზე მოხვედრილიყვნენ“, - თქვა ლავრის ნაცვალმა.

მან ისაუბრა წმინდა მთის ლავრის როლზე უკრაინის ისტორიისთვის.

„წმინდა მთის ლავრა უკრაინის ერთობის სიმბოლოა, - ხაზი გაუსვა მეუფე არსენმა. - ჩვენთან ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები მოდიან, აგრეთვე დასავლეთიდანაც, მაგალითად ბუკოვინიდან. მე კი უკრაინის ღალატში მადანაშაულებენ. ლოცვის გარდა, ჩვენთან სოციალური საქმიანობაც წარმოებს. ლავრის კმაყოფაზე ახლა 100 პენსიონერი იმყოფება. 2015 წ. ლავრაშო 1000 ლტოლვილი იყო, აქედან - 470 ბავშვი და 74 პარალიზებული იყო. ყოველდღიურად 3-5 ათას ადამიანს ვკვებავდით, ფაქტიურად, მაშინ სახელმწიფოს ფუნქციები ვიტვირთეთ“.

„ყველა ბრალდება ჩემ წინააღმდეგ უსაფუძვლოა და გაოგნებული ვარ“, - დაასრულა უმე-ს იერარქმა.

მღვდელმთავრის ადვოკატები სასამართლოს მიტროპოლიტ არსენის თავდებში გაშვებას ან მისთვის გირაოს შეფარდებას თხოვდნენ. სასამართლომ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა, მეუფე 2024 წ. 22 ივნისამდე საგამოძიებო იზოლატორში რჩება, გირაოს შეტანის უფლების გარეშე.

როგორც მჟკ იუწყებოდა, წმინდა მთის მიძინების ლავრის ნაცვალი, მიტროპოლიტი არსენი (იაკოვენკო) აქამდე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება, რადგან მის საქმეზე გრძელდება მტკიცებულებათა ბაზის შეგროვება და ახალი ექსპერტიზები ინიშნება.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.

რუმინეთის ეკლესია კათოლიკეებთან აღდგომის ერთობლივი აღნიშვნის წინააღმდეგია

რუმინეთის ეკლესიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ინიციატივა აღდგომის თარიღთან დაკავშირებით შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მართლმადიდებლური საბჭოს ფარგლებში.

ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრმა გაათავისუფლა ხარკოვის ეპარქიის უმე-ის მონასტრის წინამძღვარი

არქიმანდრიტი ბოგდანი უკვე მონასტერშია.

რომის პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, რომ დააწესონ აღდგომის აღნიშვნის ერთიანი თარიღი

2025 წელს აღდგომის აღნიშვნის თარიღი ემთხვევა მართლმადიდებლებს, კათოლიკებს და უნიატებს.