ვიშგოროდში ტაძრის მიტაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მეუ უმიზნებს მიწას
დიდმოწამე პანტელეიმონის ტაძრის მრევლმა ერთხმად დაადასტურა უმე-ს და მიტროპოლიტი ონოფრეს ერთგულება. ფოტო: t.me/dozor_kozak1
მეუ-ს წარმომადგენლების მიერ უმე-ს ვიშგოროდის პანტელეიმონის სახელობის ტაძრის მიტაცების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შეაჩერეს თავიანთი ცდები. თუმცა, როგორც ტელეგრამ-არხ „დოზორ“-თან თავის კომენტარში აღნიშნა სამრევლოს წინამძღვარმა დეკანოზმა დიონისე დენისენკომ, მეუ-ს მღვდლებმა მოახდინეს ტაძრის ირგვლივ მდებარე მიწის უკანონო გადაფორმება.
2024 წლის 21 და 24 თებერვალს, მეუ-ს წარმომადგენლებმა სცადეს ეკლესიის მიტაცება, თუმცა მორწმუნეებმა შეძლეს სიწმინდის დაცვა. მეუ-ს კლირიკების ჯგუფმა ვიტალი კლოსის მეთაურობით ჩამოგლიჯეს ბოქლომები ღვთის სახლში და ყოველმხრივ ცდილობდნენ დაეკავათ ტაძარი.
თავისი სიწმინდის დასაცავად ყოველთვის მოდიოდნენ სამღვდელოება და მრევლი, მათ შესძლეს დაეცვათ თავისი ტაძარი დამპყრო0ბლებისაგან. მეუ-ს კლირიკებმა დროებით შეაჩერეს ტაძრის წართმევა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ მათ უკანონოდ გააფორმეს ტაძრის მიწა.
დაწვრილებით იმაზე, თუ რა ხდება ახლა ვიშგოროდში, ყვება უმე-ს პანტელეიმონის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი დიონისე დენისენკო.
მღვდელმა აღნიშნა, რომ მეუ-ში იმედი მისცეს დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ განახორციელონ არავითარი უკანონო ქმედება სანამ მიმდინარეობს საგამოძიებო განხილვა. მან დიალოგის დაწყების მოწოდებით მიმართა პროვოკაციის წამომწყებს, მეუ-ს კლირიკს. „გელოდებით მშვიდობით და სიყვარულით , მაგრამ არა დილის 5 საათზე ძალაყინებითა და ხრახნისებით“,-თქვა მ.დიონისემ.
როგორც მჟკ წერდა, 21 თებერვალს იური ბოლშაკოვმა ადრე დილით მოჭრა პანტელეიმონის ტაძრის ბოქლომები. თავისი მოქმედება მან მაშინ იმით ახსნა, რომ მას „არ ეძინებოდა“ და „უნდოდა ელოცა“. ასევე ადრე ცნობილი გახდა, რომ უმე-ს ტაძრის თავდამსხმელი ვიშგოროდში უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის შემოწირული მანქანებით ვაჭრობდა.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.