წინამძღვარმა ლავრაში წლის სააღდგომო პერიოდის ბოლო წირვა ჩაატარა

მისი უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე და მორწმუნეები კიევ-პეჩერის ლავრაში 2024 წლის 9 ივნისს. ფოტო: news.church.ua

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  წინამძღვარმა, უნეტარესმა ონუფრიმ კიევ-პეჩორის ლავრაში 2024 წლის 9 ივნისს ჩაატარა სააღდგომო პერიოდის ბოლო კვირის საღვთო ლიტურგია, იუწყება სავანის საიტი.

ღირსი აღაპი პეჩორელის სახელობის ტაძარში მსახურებისას წინამძღვართან ერთად იმსახურეს: უმე-ს საქმეთა მაართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა, ირპენის ეპისკოპოსმა ლავრმა, ბოროდიანსკის ეპისკოპოსმა მარკმა, მონასტრის საძმომ და სტუმრებმა არქიმანდრიტ ილარიონის მეთაურობით.

სახარების წაკითხვის შემდეგ მეუფემ მიმართა მრევლს ქადაგებით, რომელშიც ისაუბრა მაცხოვრის მოქმედების სიმბოლურ მნიშვნელობაზე, როდესაც მან განკურნა ბრმად დაბადებული ადამიანი.

„როგორც წმინდა სახარება მოგვითხრობს,უფალმა „მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას“ (იოან.9:6), რის შემდეგაც უბრძანა წყლით დაბანა. ამით იესო ქრისტემ შეგვახსენა მიწიერი თიხისაგან ადამიანის შექმნის ღვთიური აქტი“,- თქვა უნეტარესმა.

 მან დაამატა, რომ თუ ჩვენ გვინდა, ჩვენი ლოცვა  იქნეს შესმენილი, ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ ღმერთს და აღვასრულებდეთ მის ნებას.

„დაე შეგვეწიოს უფალი, ძვირფასო ძმებო და დებო, განვლოთ ჩვენი ცხოვრება ღვთიური კანონებით, და მაშინ ჩვენი რწმენა და ლოცვა იქნება ძლიერი, და არ იქნება ყველა სიძნელე ცხოვრების გზაზე   ფატალური, და ადამიანი მას გაივლის მსუბუქად, როგორც გემი გადის პატარა ტალღებზე“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა ონუფრიმ.

ლიტურგიის დროს შესრულდა ორი ქიროტონია. პრესვიტერად ხელდასხმულ იქნა იეროდიაკონი ფეოდოსი(კოსტიუჩიკი), კიევის სასულიერო სემინარიის  მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი. იეროდიაკონი გახდა კიევ-პეჩორის ლავრაში მოღვაწე ბერი დიონისე (ანდრიუკი).

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე ონუფრიმ   ყველა მორწმუნეს კვირა დღე მოულოცა.

ტაძარში წირვა ჩატარდა ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელზე. ღვთისმსახურება აღასრულა კიევ-პეჩორის ლავრის არქიმანდრიტმა ანტონმა მონასტრის სასულიერო პირებთან ერთად.

ღვთისმსახურების დროს განსაკუთრებული ლოცვა აღევლინა, რათა  დამყარდეს მშვიდობა და დადგეს სიწყნარე ჩვენს უკრაინულ მიწაზე და განგვშორდეს ყოველი მტერი და ეშმაკი, ასევე ღვთის მიერ კურთხეული იყოს, ვინც მიიღოს ისინი, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი სახლები.

როგორც მჟკ წერდა, მაისის ბოლოს კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ ერთი თვის შემდეგ უმე-ს ბონაზვნებს  ლავრიდან  

ძალით გაიყვანენ.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.