უმე-ს იერარქები, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ მოქალაქეობა, შეიძლება გაიწვიონ ქვეყნიდან,-მასმედია

უკრაინის პასპორტი. ფოტო: Корреспондент

გამომცემლობა  სტრანა თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებსა და იერარქებს, რომელთა წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არაერთხელ შესთავაზეს დათანხმდნენ გაცვლაზე რფ-ში.

"მაგრამ უმე-ს პოზიცია ამ საკითხზე  ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია- გაცვლაზე არ თანხმდებიან. პირველ რიგში ეკლესიის მსახურები უკრაინელი პატრიოტები არიან, და მათ არ უნდათ რუსეთში გამგზავრება. მეორე რიგში, ასეთი გაცვლა პრეცედენტს შექმნის და გახსნის პანდორას ყუთს- დაიწყება უმე-ს მღვდლების  მასიური დაჭერები და ციხეებში ჩაყრა გაცვლითი ფონდის შესავსებად. ჩემთვის არაა  ცნობილი, იძლეოდა თუ არა იონათანი თანხმობას გაცვლაზე. მაგრამ არსებობს სქემა, რომლის მიხედვით თანხმობა საჭირო არ არის.  საუბარია ადამიანის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, რის შემდეგაც მას უკრაინიდან გააგდებენ",-აღნიშნავს სტრანას წყარო.

 შეგახსენებთ, რო 2023 წელს ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ჩამოართვა მოქალაქეობა  დონეცკის, ყირიმის, რომენის ეპარქიების, ასევე ოდესის და ჩერნოვიცისა და ბუკოვინის უმე-ს წარმომადგენლებს.

უმე-ს მღვდელმსახურთა სია, რომლებსაც ჩამოერთვა მოქალაქეობა:

ელეცკი ანატოლი ივანეს ძე- ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი;

ანიცოი სერგეი ლეონიდეს ძე - ტულჩინის ეპარქიის ვიკარი, ლადიჟინის ეპისკოპოსი სერგი;

ვინიჩენკო ვლადიმერ სემიონის ძე- ნოვოაზოვის აქრიეპისკოპოსი ბარსონოფი (დონეცკის ეპარქია);

გრადომსკი ვიქტორ ანატოლის ძე - დეკანოზი ვიქტორი, ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარი (ოდესის ეპარქია);

დონენკო ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე - ვიკარი ეპისკოპოსი, იალტის ეპისკოპოსი ნესტორი;

ეგორენკო ვალენტინ ვლადიმირის ძე - ჩერნოვიცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი მელეთი;

მასლენნიკოვი ალექსეი ალექსანდრეს ძე- რომენისა და ბურინის მიტროპოლიტი იოსები(რომენის ეპარქია);

სერედნი ივან პეტრეს ძე- დნეპროპეტროვსკისა და პავლოგრადის მიტროპოლიტი ირინეოსი;

სკობიოლა ანდრეი პეტრეს ძე- ვოლნოვახის არქიეპისკოპოსი ამბროსი, დონეცკის ეპარქიის ვიკარი;

ტარანოვი ალექსანდრე ბორისის ძე- როვენკოვისა და სცერდლოვსკის არქიეპიოსკოპოსი არკადი;

შვეცი როსტისლავ ფილიპეს ძე- სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტი ლაზარე;

შინკარევი ვიქტორ სერგის ძე- კონსტანტინოვის არქიეპისკოპოსი პაისი;

იაკოვენკო იგრ თეოდორეს ძე- სვიატიგორსკის მიტროპოლიტი არსენი, დონეცკის ეპარქიის ვიკარი, სვიატო-უსპენსკის ლავრის წმინამძღვრის მოადგილე.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მიტროპოლიტმა იოანათანმა ისაუბრა რფ-ში მეუფის გაცვლაზე .

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.