უმე-ში თვლიან, რომ სოციოლოგიას თხზავენ ბართლომეს ვიზიტისთვის

უმე-ს სპიკერი დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი. ფოტო: скриншот/YouTube-канал «Миряне»

შეკვეთილ სოციოლოგიურ ფონს ქმნიან სპეციალურად კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ვიზიტისათვის. ამის შესახებ უმე-ს სპიკერმა ნიკოლაი დანილევიჩმა კომენტარი გააკეთა თავის ტელეგრამ არხზე, როდესაც საუბრობდა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (კსსი) მიერ გამოქვეყნებულ ციფრებზე.

კსსი- ის კვლევის თანახმად, გასული წლის განმავლობაში უკრაინელების რიცხვი, რომლებიც თავს მართლმადიდებლად თვლიან და რომლებიც "გაიგივებული არიან" მეუ- სთან, გაიზარდა 10% -ით და ახლა 58% -ს შეადგენს (ხოლო გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ისინი ეკუთვნიან უმე-ს). ასევე, წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, უკრაინელების უმრავლესობა (57%) დადებითად აფასებს ფანარის ხელმძღვანელის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს. გამოკითხვას, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 25 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, ესწრებოდა 1003 რესპონდენტი უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან, გარდა ყირიმისა და დონბასის არაკონტროლირებადი ტერიტორიებისა.

დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩის აზრით , «ამ სოციოლოგიას სპეციალურად ქმნიან კონსტანტინოპოლის პატრიარქის ვიზიტის წინ».

«ანუ, სინამდვილეში, ამ ხერხით ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, ტელეფონიდან  1300  ადამიანის გამოკითხვით და წარმოაჩენენ, როგორც უკრაინელი მოსახლეობის პოზიციას », – დააკონკრეტა უმე-ს სპიკერმა.

მღვდელმსახურმა აღნიშნა, რომ მეუ-ს 7 ათასი მრევლი ჰყავს მხოლოდ ქაღალდზე, ამასთან რეალურად – დაახლოებით 3,5-4 ათასი, «საკითხავია ამდენიც თუ მოგროვდება». რაც შეეხება რეალურ განსხვავებას მეუ-სა და უმე-ს მრევლს შორის, შეგიძლიათ იხილოთ ლიტანიობაზე.

«თუ უმე-ს ჰყავს – 12500, მათ კი - 7000, მაშინ ეს არის უმე-ს მრევლის ნახევარზე მეტი. მაგრამ ლიტანიობა ამტკიცებს საწინააღმდეგოს, მათ ჰყავთ არა ორჯერ ნაკლები მრევლი (უმე-სტან შედარებით), არამედ 10 ჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები. ხოლო ამა წელს ,, მეუ-მ’’, რომ არ შერცხვენილიყო თავისი მრევლის მიზერული რაოდენობით, საერთოდ გააუქმა ლიტანიობა თავადი ვლადიმირის დღესასწაულზე.

რა გაეწყობა. ეს სწორი გზა არის. პოროშენკო უკვე არ არის, რომ შეკრიბოს სახელმწიფო მოხელეები, წაიყვანოს ისინი კიევში და გამოაცხადოს ამ კონფესიის წევრებად. დრო იცვლება. მათ მხოლოდ პროცენტების გაბერვა და შეკვეთილი სოციოლოგიით ცხოვრებაღა დარჩათ. ვირტუალური რეალობის შექმნა. მაგრამ ჯვარით მსვლელობაზე პროცენტებით ვერ გამოხვალ, იქ რეალური ადამიანებია საჭირო. ასეთები კი მათ ძალიან ცოტა ჰყავთ», – დაასკვნა დეკანოზმა ნიკოლაი დანილოვიჩმა.

შეგახსენებთ, ადრე უკრაინელმა პოლიტოლოგმა განმარტა, რატომ განსხვავდება ასე ერთმანეთისგან  უმე-სა და მეუ-ს ლიტანიობა.

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.