პოჩაევოს ლავრაში მუშაობა დაიწყო უმე-ს მონაზონთა ყრილობამ

უმე-ს მონაზვნების ყრილობა პოჩაევის ლავრაში. ფოტო: t.me/MykolayDanylevych

2021 წლის 21 ივლისს პოჩაევოს წმინდა მიძინების ლავრაში თავისი მუშაობა უკრაინის დაიწყო მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზონთა ყრილობამ. ყრილობაზე თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა უმე-ს სპიკერმა დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა.

მისი სიტყვებით, ს ულ ყრილობაზე სამასამდე მონაწილეა, რომელთა შორის ბევრი მღვდელმა პირველად დაინახა:"ერთია, როდესაც კითხულობ სტატისტიკას, სხვა საქმეა, როდესაც რეალურად ხედავ ამდენ ბერსა და მონაზონს -და ეს მხოლოდ იღუმენები და იღუმენიებია (და არა ყველა ბერი, რომლებიც უმე-ში დაახლოებით 5000 -ია), ძალიან ბევრს მათ შორის პირველად ვხედავ".

"შესანიშნავი ატმოსფეროა, მონაზვნური. ეს რას ნიშნავს? წყნარი, მშვიდი, გულითადი ატმოსფერო. ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე იღუმენები და იღუმენიები არაფორმალურად ურთიერთობენ ერთმანეთში, მაგრამ არა ხმამაღლა. არაა ხმაური და აურზაური, როგორც ეს ხდება კონფერენციებზე, სადაც შეკრებილია სამასი მონაწილე. ცოტა უცნაურია, რომ ამდენი მონაწილეა და არ არის ჩვეული ხმაური. მე ნამყოფი ვარ მრავალ კონფერენციაზე და ვიცი, ეს როგორ ხდება , ამიტომ ვაქცევ ყურადღებას ასეთ დეტალებს",- დაწერა დეკანოზმა ნიკოლაიმ.

 მან თქვა, რომ ყრილობის სხდომა გაიმართა პოჩაევოს ლავრის მიძინების ტაძარში, რადგანაც სამების ტაძარში, სადაც ჩვეულებრივ ტარდება მსგავსი ღონისძიებები, მონაწილეები არ დაეტეოდა.

"ყურადღებას იპყრობს ბერების სახე. განსაკუთრებით უფროსი ასაკის ბერების სახე. სუფთა, ნათელი სახეები, რომელზეც აღბეჭდილია ჩუმი სიხარულის , სულიერი სიმშვიდის ანარეკლი, და, მე ვიტყოდი, მარადიულობის შარავანდედი. ვერ გადავუღე სურათები, რადგანაც რაღაცნაირად მეუხერხულა. შესანიშნავია, რომ ასეთი კონფერენცია ტარდება", დაასკვნა უმე-ს სპიკერმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ უმე ითვლის 255 სამონაზვნო სავანეს, სადაც  მოღვაწეობს 4548 მონაზონი.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.