პოლონეთის ეკლესიის დელეგაციამ ხოლმის ხატის ათონის ასლი ლუცკში ჩამოაბრძანა

ლოცვა ხოლმის ღვთისმშობლის ხატის წინ. ფოტო: facebook протоиерея Владимира Литвенчука

22 ივლისს პოლონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ლიუბლინისა და ხოლმსკის არქიეპისკოპოსის აბელის (პოპლავსკი) ლოცვა-კურთხევით, პოლონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა და მომლოცველებმა ლუცკში ხოლმის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩამოაბრძანეს, რომელიც ათონის წმინდა მთაზე წმინდა ნიკოლოზის კელიაში არის დაწერილი, იუწყება Facebook-ზე ვოლინსკის ხატის მუზეუმის პრეს-სამსახური. 

სტუმრები ეწვივნენ ვოლინსკის ხატის მუზეუმს ლუცკში, სადაც დაცულია ხოლმის ღვთისმშობლის ძველი სასწაულმოქმედი ხატი. 

ამ დღეს ძველი ქრისტიანული ხოლმის ღვთისმშობლის ხატის წინ  შესრულდა დაუჯდომელი ლოცვა პარაკლისით, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა, პარაკლისს ორივე ქვეყნის მორწმუნეები და საზოგადოება «Холмщина»-ს წევრები ესწრებოდნენ.

მოვლენის ფოტოები Facebook-ის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვოლინსკის ეპარქიის კლირიკოსმა, ქალაქ ლუცკის ხარების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ვლადიმერ ლიტვენჩუკმა. 

რელიქვიის ათონის ასლი დაცული იქნება ქ. ხოლმის (პოლონეთი) იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში.

ხოლმის ღვთისმშობლის ხატს თაყვანს სცემენ როგორც სასწაულმოქმედს მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები, განსაკუთრებით კი დასავლეთ უკრაინაში. XX საუკუნეში ხატი დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ დაცული და გამობრძანებული იყო 2000 წელს. ის დაცულია ლუცკში ვოლინსკის ხატის მუზეუმში.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა გაიხსენა, რომ შუშაზე სასწაულებრივად გამოისახა ღვთისმშობლის ხატი.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.