უმე-სთან ბრძოლა უკრაინის სახელმწიფოებრიობასთან ბრძოლაა, -საქმეთა მმართველი

მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: скриншот YouTube-канала Анатолия Шария

ძალები, რომლებიც ებრძვიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას, სინამდვილეში უკრაინის სახელმწოფოებრიობას ებრძვიან. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) თქვა ანატოლი შარიას YouTube-არხის კომენტარში.

იერარქმა აღნიშნა, რომ დიდმა  ლიტანიობამ, რომელიც გაიმართა კიევში 27 ივლისს რუსეთია გაქრისტიანების 1033 წლისთავთან დაკავშირებით,  ასი ათასობით ადამიანი შეკრიბა უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. განსაკუთრებით სასიხარულო ახალგაზრდობის დიდი რაოდენობა იყო. 

„სხვადასხვა ტერიტორიების წარმონადგენლები იყვნენ - აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთის, სამხრეთის. ესე იგი ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინელი ხალხის ერთადერთი ეკლესიაა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს აერთიანებს. და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, გაუგებარია ის ძალები, რომლებიც ჩვენს ეკლესიას ებრძვიან. იმიტომ რომ სინამდვილეში ისინი, ვინც უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიას  ებრძვიან, უკრაინის სახელმწიფოებრიობას ებრძვიან“, - თქვა მან. 

იერარქის სიტყვებით, ლიტანიობის მთავარი იდეა მართლამადიდებლობისადმი ერთგულების შენარჩუნებაა, ეს კი უკრაინელი ხალხის იდენტობის, უკრაინული ნაციონალობის სინონიმია. 

„იმიტომ რომ, თუ ჩვენ გადავხედავთ ისტორიას, მრავალი პერიოდის განმავლობაში, როდესაც უკრაინის ნაწილები სხვადასხვა სახელმწიფო წარმონაქმნებში მიდიოდა, მთავარი ბრძოლა სწორედ მართლმადიდებლობასთან იყო, მისი ასიმილირებისთვის,  უნიატებად ან კიდევ სხვა რამეებად გადაქცევისთვის. ხალხი აღშფოთდა, მათ თავიანთი ფესვები გაიხსენეს, თავად ვლადიმერის არჩევანი და თავს იცავდნენ, როგორც ამ არჩევანის წარმომადგენლები და მემკვიდრეები“, - განმარტა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა.  

მანამდე მიტროპოლიტმა ანტონმა განმარტა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთია ეკლესიაა უკრაინაში, რომელიც წმინდა თავად ვლადიმერის მემკვიდრეა.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.