ვ.კოცაბა: ათონის მთის მონასტერთა უმრავლესობა მეუ-ს აღიარების წინააღმდეგია
ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: seraphim.com.ua
კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსმა, ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის telegram-გვერდზე განაცხადა, რომ ათონის მთის მონატერთა უმრავლესობა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების წინააღმდეგ გამოდის.
მისი სიტყვებით, ამის შესახებ ათონის ბერები უყვებოდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველებს, რომლებიც ათონზე იმყოფებოდნენ.
„კარაკალის, თილოთეის, კონსტამონიტის, პანტელეიმონის, ჰილანდარის, ზოგრაფის დოჰიარის მონასტრები კატეგორიულად გამოდიან უკრაინის განხეთქილების აღიარების წინააღმდეგ. კერძო საუბრისას, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების წინააღმდეგ აზრი გამოთქვა აგრეთვე ვატოპედის მონასტრის იღუმენმა ეფრემმმა. იგივე პოზოციაზეა ათონის მონასტერთა და სავანეთა პრაქტიკული უმრავლესობა“, - დაწერა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
„საინტერესოა, რომ სიმონპეტრეს მონასტრის ბერებთან საუბრისას, რომლის იღუმენი მხარს უჭერს უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ასეთი სიტყვები გაიგეს: „ჩვენ თქვენი გვესმის, მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგოთ’. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმონპეტრეს ბერებმა ისინი მიახვედრეს, რომ გარკვეული გარემოებების მძევლები არიან, ამიტომ მათი „სიმპატიები“ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნაკარნახევია სწორედ ასეთი გარემოებებით და არა საკუთარი მოსაზრებებით“, - დაამატა მან.
ეპისკოპოსმა ვიქტორმა აღნიშნა, რომ ათონის მონასტრებში, კელიებში ან სავანეებში ყოფნის აუცილებელ პირობას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობა წარმოადგენს, ამასთანავე ათონის ბერთა უმრავლესობა ძალიან უკმაყოფილოა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა წმინდა მთაზე ყოფნის შესაძლო პერსპექტივის გამო და ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეს არ დაუშვან.
„მაგალითად, კონსტამონიტის იღუმენი უარს ამბობს გასცეს დოკუმენტები უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა სახელზე, ხოლო კელიაში, რომელიც განთავსებულია უშუალოდ წმინდა ანას სავანესთან ახლოს, ჩვენს მომლოცველებს პირდაპირ ჰკითხეს, რომელ მიტროპოლიტს იხსენიებენ ისინი ღვთისმსახურების დროს. უნეტარესი ონოფრეს სახელის გაგებაზე, ბერებმა განაცხადეს, რომ ის ერთადერთი და კანონიკური მიტროპოლიტია კიევის, უკრაინის ეკლესიის წინამძღოლი“, - აღნიშნა მან.
ეპისკოპოსმა ვიქტორმა დაამატა, რომ საბერძნეთის სამღვდელოებისა და ერისკაცთა უმრავლესობა მკაცრად აკრიტიკებს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას.
„საბერძნეთის მორწმუნეთა შორის უფრო მეტია ისეთი, ვინც შეცდომად თვლის ამ გადაწყვეტილებას. სწორედ ასეთმა პოზიციამ, როგორც ამბობენ ათონზე, გამოიწვია ის, რომ რუსეთის გაქრისტიანების 1033 წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმზე ელადის ეკლესიამ არ გააგზავნა კიევში თავისი წარმომადგენელი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მოწვევით“, - დაამატა მან.
„ცხადია, რომ ამ გზით, რომლითაც წავიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე, დრო კი არ კურნავს ამ ჭრილობას, არამედ მხოლოდ აღრმავებს მას. იმიტომ რომ, განკურნება შესაძლებელია მხოლოდ კრებითი გადაწყვეტილებით. მანამდე, სანამ ფანარზე ამას არ მიხვდებიან, მართლმადიდებელი ეკლესია იზარალებს განხეთქილების გამო“, - დაასკვნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ეპისკოპოსმა ვიქტორმა განაცხადა, რომ დიდი ლიტანიობა - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დღეა.
ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას
1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.
გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი
„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.
ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.
უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა
პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.
რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.