ახლა იქმნება „ნეომართლმადიდებლობა“, ეკლესიის რწმენისთვის უცხო, - მიტ.ანტონი
Митрополит Антоний. Фото: facebook.com/MitropolitAntoniy
უკრაინაში საეკლესიო სიტუაცია არა მხოლოდ უმე-ს გადარჩენის საკითხია, არამედ მთელს მსოფლიოში სიტუაციის კატალიზატორი, როცა ეკლესია ცდილობს „ნეომართლმადიდებლობის“ თავს მოხვევას, განაცხადა უმე-ს საქმეთა მმართველმა ბორისპოლისა და ბროვარიის მიტროპოლიტმა ანტონიმ (პაკანიჩმა) «Перший незалежний» არხთან ინტერვიუში.
მეუფე ანტონის სიტყვებით, მართლმადიდებელი რწმენისადმი ერთგულება ყოველთვის ეხმარებოდა უკრაინელებს შეენარჩუნებინათ თავიანთი იდენტურობა, მაგრამ ამჟამად ამ ერთგულებაზე არის დამოკიდებული სიტუაცია მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში.
„ამჟამად მართლმადიდებლურ სამყაროში ვხედავთ ტენდენციას, როცა იცვლება კანონიკური სამართლის, დისციპლინური ცხოვრებისა და უკვე საერთოდ რწმენის პრინციპები - იმისთვის, რომ აქცენტები იქნედ გადატანილი , -აღნიშნა მიტროპოლიტმა. ვიტყოდი კიდეც, რომ იქმნება ერთგვარი ახალი, „ნეომართლმადიდებლობა“, რომელიც საერთოდ უცნობია მართლმადიდებლური ეკლესიისთვის.
ამიტომაც, მართლმადიდებელი უკრაინისთვის ეს უკვე არის არა მხოლოდ ჩვენი, როგორც უკრაინაში მართლმადიდებელი ადამიანების გადარჩენის საქმე - ჩვენ ახლა წარმოვადგენთ ზოგადად მართლმადიდებლურ სამყაროში სიტუაციის კატალიზატორს“.
ბევრი შეჰუყურებს უკრაინას, თუ როგორ განვითარდება საეკლესიო სიტუაცია, ხაზი გაუსვა უმე-ს საქმეთა მმართველმა.
„ჩვენი ხალხი, მადლობა ღმერთს, უმეტესად არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული და ის ამას ადასტურებს „თავისი ფეხებით“, რადგანაც ისინი მოდიან ტაძრებში, ათასობით, ასიათასობით მონაწილეობენ ლიტანიობაში, - თქვა მან. სწორედ ეს არის მტკიცება [უმე-ს მხარდაჭერის] - იმ სოცგამოკითხვების საპირისპიროდ, რომლებიც ხელოვნურად იქმნება - შეკვეთილი სოცგამოკითხვები, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ ჩვენი საზოგადოება, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია რაოდენობრივად მცირდება, რომ არ არიან ჩვენი მომხრეები.
და აი, ტაძარი, ღვთისმსახურება, ლიტანიობა მოწმობს ჭეშმარიტ ვითარებას საეკლესიო ველში, უკრაინის მართლმადიდებლობაში: უკრაინელების, ეკლესიური ადამიანების უმრავლესობა არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი“.
როგორც ადრე მჟკ წერდა, მიტროპოლიტმა ანტონიმ ისაუბრა უმე-ს მრევლის, ეპისკოპოსებისა და მონასტრების რაოდენობაზე.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.