უმე-ს მორწმუნეებს მოუწოდებენ, რომ აღიარონ თავისი რწმენა ბართლომეს წინაშე
უმე-ს მორწმუნეები უმაღლეს რადასთან, 15.06.21. ფოტო: t.me/upc_news
სამოქალაქო კავშირი «Миряне» (ერისკაცები) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მოუწოდებს 2021 წლის 21 აგვისტოს 9:00 მოვიდნენ კიევში უმაღლესი რადის შენობასთან, რომ ერთად ილოცონ განხეთქილების დაძლევაზე და პატრიარქ ბართლომეს შეხვდნენ.
„კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უნდა გაიგოს, რომ მის წარმოდგენას უკრაინის საეკლესიო სიტუაციაზე არაფერი საერთო არ აქვს რეალურ სინამდვილესთან. ჩვენ ვართ უკრაინელები უკრაინული პასპორტებით და არა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში, „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტები“ ან მარგინალური „არარსებული ეკლესია“, როგორც ის გვიწოდებს. ჩვენ უზარმაზარი კანონიკური ეკლესია ვართ, რომელიც უკვე 1033 წელია ჩვენს მიწაზე დგას. ჩვენი წინამძღოლი კიევისა და სრულიად უკრაინის კანონიერი მიტროპოლიტი ონოფრეა და არა „რუსეთის იერარქი უკრაინაში“, - ხაზი გაუსვეს «Миряне»-მ თავის тг-არხზე.
ჩამოსვლას თხოვენ განსაკუთრებით იმ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ვისაც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა და რადიკალებმა ძალით წაართვეს ტაძრები.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები თვლიან, რომ საეკლესიო რეიდერობისგან დაზარალებულ მრევლთან ურთიერთობა „პატრიარქ ბართლომესთვის განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იქნება“.
თუ ფანარის მეთაური არ გადაწყვეტს შეხვედრას, ეს „თვალსაჩინო პასუხი იქნება. ჩვენთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მილიონობით მართლმადიდებლისთვის და მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვისაც“.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა შეხვედრის მოთხოვნის წერილით მიმართეს პატრიარქ ბართლომეს მისი უკრაინაში ჩამოსვლის შემთხვევაში.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.