წინამძღვარმა ორდენით დააჯილდოვა უმე-ს დევნილი თემის მღვდელმსახური პტიჩიეში

დეკანოზი ნიკოლაი სისონიუკი. ფოტო: rivne.church.ua

დეკანოზ ნიკოლაი სისონიუკს, როვენსკის ოლქის სოფელ პტიჩიეში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  თემის წინამძღვარს  გადასცეს საეკლესიო ჯილდო-წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ორდენი. ამაზე იუწყება უმე-ს როვენსკის ეპარქიის პრეს-სამსახური.

როვენსკისა და ოსროჟსკის მიტროპოლიტ ბართლომეს შუამდგომლობით, კიევისა და სრულიად უკრაინის უმე-ს წინამძღვარმა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ დააჯილდოვა მამა ნიკოლაი  წმინდა მიძინების თემში მისი მოღვაწეობის 50-წლისთავის აღსანიშნავად.

1971 წლის 30 ივლისს ვოლინსკისა და როვენსკის არქიეპისკოპოსმა დამიანემ ოდესის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა მღვდელი ნიკოლაი სისონიუკი გააგზავნა მსახურებაზე სოფელ პტიჩიეს  მიძინების ტაძარში, სადაც ის მსახურობს  დღევანდლამდე.

2021 წლის 12 აგვისტოს იუბილესთან დაკავშირებით მიძინების თემის დროებით ტაძარში მთავარუხუცესმა, დეკანოზმა ნიკოლაი კირიჩენკომ, თვით იუბილარმა და მობრძანებულმა სამღვდელოებამ აღავლინეს საღმრთო ლიტურგია.

სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ საღმვდელოებამ და მორწმუნეებმა მოულოცეს მამა ნიკოლაის და უსურვეს მას შემდგომშიც დარჩეს  ქრისტეს ეკლესიის ერთგული და თავდადებული  მსახური.

2015 წელს სოფელ პტიჩიეში განხორციელდა დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში პირველი რელიგიური დარბევა, რომელიც მოაწყვეს უმე (კ) კს "მარჯვენა სექტორის" წარმომადგენლებმა. მორწმუნეები რამდენიმე წელი იცავდნენ თავის ტაძარს, მაგრამ 2019 წლის 4 აპრილს მეუ-ს რეიდერებმა დალუქული ეკლესიის კარებზე ბოქლომები ჩამოხსნეს და მიითვისეს  ის. უმე-ს ერგულებმა მოიგეს ყველა სასამართლო, მაგრამ მაინც გახდნენ იძულებული თავიდან ავტოფარეხში ელოცათ, ხოლო შემდგომ კეთილმოწყობილ სახლში.

 მრავალწლიანი ზემოქმედების მიუხედავად, უმე-ს თემი პტიჩიეში შენარჩუნდა და  კანონიკური ეკლესიის ერთგული დარჩა. მისი ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლაი სისონიუკი, პენსიაზე გასვლის შემდეგ სამრევლოს მსახურებაში დარჩა.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.