ფანარიონის მეთაური იმათთან არის,ვინც ყველა კანონს არღვევს-უმე-ს წინამძღვარი

დეკანოზი გრიგორი სტადნიკი ლიტანიობაზე კიევში. ფოტო: скриншот видео «Перший Козацький»

სამწუხაროდ, პატრიარქი ბართლომე არის იმ "მღვდლებთან", რომლებიც არღვევენ ეკლესიის, მორალისა  და სახელმწიფოს კანონებს. ამაზე როვენსკის ოლქის სოფელ პტიჩიეს  მიძინების უმე-ს მიტაცებული ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გრიგორი სტადნიკმა, ფანარიონის მეთაურის რეზიდენციასთან კიევში ლოცვითი დგომის მონაწილემ უთხრა კომენტარში  «Перший Козацький»-ს.

მღვდლის სიტყვებით, რომლის თემი უკვე მეექვსე წელია იტანჯება ეკლესიური რეიდერობით, მორწმუნეები ჩამოვიდნენ კიევში, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ ერთგულება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღვრის, უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის მიმართ, ასევე "მიეტანათ პატრიარქისათვის, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს მსოფლიო პატრიარქს, რომ ის, ე.წ. მეუ-ს აღიარებით, დიდ შეცდომას უშვებს და მოაქვს ბევრი უბედურება ჩვენს უკრაინულ მიწაზე".

თუმცა მართლმადიდებლები მაინც ვერ დაელოდნენ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მათთან მისულიყო და გაეცა პასუხები მათ კითხვებზე, აღნიშნა მ. გრიგორიმ.

"როდესაც ჩვენს სოფელში მიიტაცეს ტაძარი, უმე (კ) კს -ს მაშინდელმა წარმომადგენელმა იგორ ზაგრებალნიმ გვითხრა ასეთი სიტყვები: "გქონდეთ თქვენი დედა-ეკლესია, თქვენი სამართალი და კანონები",-მოყვა დევნილი თემის წინამძღვარმა პტიჩიედან. ე.ი. ადამიანი, რომელიც თავს მღვდელს უწოდებს, დაარღვია ეკლესიური კანონი, მორალის  კანონი  და სახელმწიფო კანონი და არაფრად არ მიიჩნევს მათ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს მსოფლიო პატრიარქი შეუერთდა ამ ადამიანთა ჯგუფს".

სასულიერო პირის აზრით, უმე-ს მორწმუნეები შეგროვდებიან მუდმივად, რათა დაადასტურონ თავისი რწმენა, "და თუ საჭირო იქნება, დადგებიან ბოლომდე".

მან შეახსენა, რომ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლება უკვე ცდილობდა შეექმნა თავისი "ჯიბის ეკლესია", როგორც ეს დღეს ხდება, "მაგრამ ეკლესიის ერთ-ერთმა მამამ თქვა:   'მოწამეთა სისხლი-ქრისტიანთა თესლია".

"ჩვენ ვართ ნაყოფი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გვაჩუქეს თავისი რწმენა. ვიმედოვნებთ, შევინარჩუნებთ რწმენას და გადავცემთ ჩვენს შვილებს".- თქვა დეკანოზმა გრიგორი სტადნიკმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უნეტარესი ონუფრი მივიდა მრევლთან, რომლებიც ატარებენ ლოცვით დგომას ფანარიონის მეთაურის რეზიდენციასთან კიევში.

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.