კრასნოსელკაში მეუ-ს გამარჯვებაზე ლაპარაკი ნაადრევია, - ა. ბახოვი

დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua

სექტემბერს მოხდა უმე-ს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის რეიდერული მიტაცება, ნაადრევია. ამის შესახებ მჟკ-თან კომენტარში თქვა უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსმა, დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა. 

მან გაიხსენა, რომ სოფელ კრასნოსელკის უმე-ს რელიგიური გაერთიანებას სასამართლოში დავა ჰქონდა მეუ-ში ძალით გადარეგისტრირების თაობაზე, რაც ვინიცკის საოლქო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით განახორციელეს სტანდართული სქემით  . 

იურისტის სიტყვებით, ამ პროცესში მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს წინასწარგანსაზღვრული ხასიათი ჰქონდა, „ვინაიდან ჩვენ არაერთხელ შევხებივართ იმას, რომ ჩვენს განცხადებებში ეძებენ შეცდომებს, რომ ისინი არ მიიღონ განსახილველად. მაგალითად, უმაღლესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად რელიგიური გაერთიანების საკასაციო საჩივარი“. 

 „მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე რელიგიურ გაერთიანებას ჯერ არ ამოეწურა რეიდერული მიტაცებისგან დამცავი საშუალებები და ამ საქმეში წერტილი დასმული არ არის. არსებობს  მექანიზმები, რომლებიც გაერთიანებას საშუალებას აძლევენ დაიცვან  თავიანთი უფლებები მომავალში“, - განმარტა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა. 

რამდენადაც ცნობილია, დაამატა იურიდიული განყოფილების უფროსმა, უმე-ს კრასნოსელკის გაერთიანება აპირებს გააგრძელოს ბრძოლა თავისი უფლებებისთვის, ხოლო მეუ-ს მომხრეთა გამარჯვებაზე ლაპარაკი ნაადრევია. 

მან აგრეთვე დააზუსტა, რომ სასამართლოში წყდებოდა საკითხი გაერთიანების უკანონო გადარეგისტრირების შესახებ და არა საკუთრებისა და ტაძრით სარგებლობის უფლებაზე. რა საბუთების საფუძველზე შევიდნენ იქ მეუ-ს წარმომადგენლები - ცნობილი არ არის, „მაგრამ ნათელია, რომ ტაძარი მათ არ ეკუთვნით“.

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს მეუ-ს მომხრეებმა მიიტაცეს იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი კრასნოსელკაში, რომელიც მანამდე პოლიციის მიერ იყო დალუქული. მეორე დღეს განხეთქილების მონაწილეებმე იქ „სამადლობელო პარაკლისი“ გადაიხადეს და ამტკიცებდნენ, რომ შევიდნენ ტაძარში „ყველა სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებების საფუძველზე“.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.