პატრიარქი პორფირი ჭეშმარიტი მწყემსი და მაგალითია მრევლისთვის,-ეპის. ვიქტორი
პატრიარქი პორფირი. ფოტო: mitropolija.com
სერბეთის პატრიარქი პორფირი - კიდევ ერთი ნამდვილი მწყემსია, რომელიც ღმერთმა აჩუქა თავის მიწიერ ეკლესიას. ამაზე კიევის მიტროპოლიის ვიკარმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) დაწერა საიტის "მე- კორესპოდენტი" -ს საკუთარ საავტორო ბლოგზე .
ამის დამამტკიცებლად იერარქი თვლის სიტუაციას ცეტინში, სადაც "პატრიოტები" და "ნაციონალისტები" ცდილობდნენ ხელი შეეშლათ ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიის ახლადარჩეული მეთაურის ინტრონიზაციისათვის. მან განმარტა, რომ თუ ისინი მიაღწევდნენ ინტრონიზაციის გადატანას ჩერნოგორიის მთავარი სიწმინდიდან ცეტინის მონასტერში, პოდგორიცაში, მაშინ მოგვიანებით შეძლებდნენ გამოეცხადებინათ მისი არალეგიტიმურობა.
ხელისუფლება არწმუნებდა პატრიარქ პორფირის, რომ პოდგორიცა- ეს საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მისი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა, და "სახელმწიფოს ხელმძღვანელობისა და სამართალდამცველების არგუმენტები ჟღერდა საკმაოდ დამაჯერებლად", აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
მაგრამ, მისი სიტყვებით, "ნამდვილი მწყემსი თავის სამწყსოსგან არასდროს არ გარბის. პირიქით, "კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის"(იოანე 10:11) .
"ზუსტად ასე მოიქცა პატრიარქი პორფირი- საფრთხის მიუხედავად, მან გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს იქ, სადაც მას ელიან, და უნდა გააკეთოს ის, რაც მისი ვალია ღმერთისა და მორწმუნე ხალხის წინაშე,-დაწერა უმე-ს იერარქმა. - ამიტომ სერბეთის პატრიარქი მაინც მივიდა ცეტინის მონასტერში, სადაც უხელმძღვანელა საღვთო ლიტურგიას, რომლის დროსაც ჩატარდა მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაცია".
პატრიარქი მაინც ჩავიდოდა ცეტინში, თუნდაც იქ არ ყოფილიყვნენ სამართალდაცველები, და დაეცვათ ის სახელმწიფოს ინიციატივით, და არა მისი პირადით, განმარტა ბარიშევსკის ეპისკოპოსმა.
"მისი საქციელი- ეს მისაბაძი მაგალითია. ჩვენს ცხოვრებაში ხომ ხშირად დგება მომენტები, როდესაც საჭიროა გავაკეთოთ არჩევანი- გარემოებებს დავემორჩილოთ და დავნებდეთ თუ მაინც შევასრულოთ ჩვენი მისია, არაფრის მიუხედავად ?
პატრიარქ პორფირის საქციელნა ნათლად აჩვენა, რომ ის ნამდვილ მწყემსია თავისი სამწყსოსთვის.ჩერნოგორიის ყოველმა მცხოვრებმა დაინახა, რომ სერბეთის ეკლესიის წინამძღვარი წუხს არა საკუთარ თავზე, ატარებს არა საკუთარ ინტერესებს, არამედ ზრუნავს ეკლესიაზე და პირველ რიგში აყენებს წმინდა წერილის აღსრულებას.
აშკარაა, რომ მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაცია- არის ეკლესიის ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება და ამ სამყაროს ძალებზე ქრისტეს გამარჯვების ნათელი მაგალითი. ჩვენ გულწრფელად ვხარობთ, რომ ღმერთმა თავის მიწიერ ეკლესიას აჩუქა კიდევ ერთი ნამდვილი მწყემსი-პატრიარქი პორფირი, და ვიმედოვნებთ, რომ ის შემდგომშიც იქნება შთამაგონებელი მაგალითი მილიონობით მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის!",-დაასკვნა ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა .
შეგახსენებთ, 2021 წლის 5 სექტემბერს სმე ცეტინის მონასტერში ჩატარდა ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტის იოანიკეს ინტრონიზაცია. აღშფოთებული რადიკალების გამო პატრიარქი პორფირი და მიტროპოლიის ახლადარჩეული მეთაური იძულებული გახდნენ ცეტინამდე ვერტმფრენით მისულიყვნენ, ხოლო ჩერნოგორიის პოლიცია ფარებით იცავდა იერარქებს სნაიპერებისგან.
ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას
1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.
გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი
„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.
ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.
უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა
პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.
რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.