მეუ-ს კლირიკოსს, რომელიც აღვივებდა ზიზღს უმე-ს მიმართ, სასამართლოში უჩივლეს
ალექსეი ივანოვი. ფოტო: Скриншот видео Союз
2024 წლის 11 ოქტომბერს კიევ-პეჩორის ლავრის წარმომადგენლებმა შეიტანეს განცხადება კიევისა და კიევის ოლქის უუს-ს საგამოძიებო სამმართველოში. განცხადება ეხება მეუ-ს კლირიკოსს ალექსეი ივანოვს, რომელსაც ადანაშაულებენ რუსული აგრესიის გამართლებასა და რელიგიური შუღლის გაღვივებაში. ამის შესახებ იტყობინება ლავრის ადვოკატი, დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი.
განცხადების თანახმად, 2024 წლის 6 ოქტომბერს ივანოვი გამოვიდა პროვოკაციული განცხადებით სოფელ ნოვოსელკის უკრაინის მართლმაიდებელი ეკლესიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში. გამოსვლის დროს მან მორწმუნეებს და უმე-ს წარმომადგენლებს „ხალხის მტრები“ უწოდა და უმე-ს მიმართ ზიზღს აღვივებდა.
„ჩვენ ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმოებს ომი არა მარტო რუსეთთან, როგორც მტერთან, რომელმაც ომი გაგვიჩაღა, არამედ რუსეთთან, რომელიც ჩვენს სახლში მრავალრიცხოვნად არის წარმოდგენილი და, რაც მთავარია... მერე, შესაძლოა, თქვენ უფრო კარგად გამიცნობთ, ცალკე, ან სხვაგვარად, შესაძლოა, რამე მოგიყვეთ კიდევაც, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, თუ რა არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მთელი თავისი გამოვლინებებით. უკრაინის, ეგრეთ წოდებული მართლმადიდებელი ეკლესია, ასე ვთქვათ, მოსკოვის, როგორც მას უწოდებენ, ონოფრეს ხელმძღვანელობით - ისინი მთელი მსოფლიოს კაცობრიობის დაუძინებელი მტრები არიან“.
ამრიგად, ივანოვმა განაცხადა, რომ მტრული ძალები არა მარტო ქვეყნის გარეთ, არამედ მის შიგნით არიან და ის სწორედ უმე-ს წარმომადგენლებს გულისხმობდა, რაც შეიძლება განიხილებოდეს როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის წარმოდგენის მცდელობა, როგორც შიდა სამოქალაქო კონფლიქტისა. ამასთან დაკავშირებით მისი ქმედებები განიხილება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 436-2 სტ. 1 ნაწ.-ით (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლება, მისი სამართლებრივად აღიარება და უარყოფა).
გარდა ამისა, მისი სიტყვები შეიცავს რელიგიური მტრობის და ზიზღის გაღვივებას, რაც კვალიფიცირდება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161 სტ. 1 ნაწ.-ით (განზრახ ქმედებები, მიმართული რელიგიური მტრობის გაღვივებაზე და მოქალაქეთა გრძნობების შეურაცხყოფა მათი რელიგიური შეხედულებების საფუძველზე). ივანოვი აშკარად შეურაცხყოფას აყენებდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმონადგენლებს და მათ „კაცობრიობის დაუძინებელ მტრებს“ უწოდებდა.
ნიშანდობლივია, რომ ალექსეი ივანოვი ცოტა ხნის წინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი იყო. პუბლიკაციები და ინტერვიუები მისი მონაწილეობით ადასტურებენ მის კავშირს რმე-სთან, თუმცა გაუგებარია, რა გარემოებებში აღმოჩნდა ის სოფელ ნოვოსელკის ტაძარში და როგორ გადავიდა მეუ-ს რიგებში. კიევ-პეჩორის ლავრის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ მისი ქმედებები მიმართულია უკრაინაში სოციალური და რელიგიური სიტუაციის დესტაბილიზაციაზე სამხედრო ვითარების პირობებში.
ლავრის ადვოკატები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ივანოვის ქმედებების შემდგომი გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების მოლოდინში არიან.
როგროც მჟკ იუწყებოდა, ს. ნოვოსელკის უმე-ს ღვთისმშობლის შობის მიტაცებულ ტაძარში აქტივისტთა წინაშე, რომლებიც მიტაცებაში მონაწილეობდნენ, მეუ-ს კლირიკოსი გამოვიდა. მიმართვის დროს მან „შიდა მტერთან“ ბრძოლისკენ მოუწოდა, რომელშიც უმე-ს მორწმუნეებს და სამღვდელოებას გულისხმობდა.
ნიკოლოზობის დღესასწაულზე პრაღაში სატანისტური შოუ გაიმართება
შემზარავი არსებები საჩუქრების დარიგების ნაცვლად ბავშვებს შეაშინებენ.
19 ნოემბერს, უმე-ის ოდესის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ილოცებენ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის
უმე აღავლენს ლოცვას ოდესის დაბომბვის შედეგად ყველა დაღუპულთა და დაშავებულთათვის.
მიტროპოლიტმა ევლოგიიმ მიუსამძიმრა სუმის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს
სუმის ეპარქიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში განსაკუთრებული პარაკლისი აღევლინება.
Kyipride-მა ბოდიში მოიხადა თარიღის არჩევისთვის და გადადო ლგბტ ფესტივალი
ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს კრიტიკა გოლდომორის ხსოვნის დღეს მათი ღონისძიების გამართვის გამო.
ნოვოსელკაში უცნობმა პირებმა კვლავ გაქურდეს უმე-ის საეკლესიო სახლი
სოფელში უმე-ის მორწმუნეებს სისტემატიურად დევნიან.
პირველად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოიყენება სასულიერო სივრცეში
ინოვაცია დაეხმარება მათ, ვინც ვერ ახერხებს ვატიკანში ჩამოსვლას წმინდა პეტრეს ბაზილიკის დასათვალიერებლად.