რმე-ში ჩაატარებენ კონფერენციას ეკლესიის ერთობისა და პირველობის საკითხში

მაცხოვრის საკატედრო ტაძარი მოსკოვში, სადაც ჩატარდება კონფერენცია. ფოტო: planetofhotels.com

16 სექტემბერს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძრის სერგიევის დარბაზში ჩატარდება კონფერენცია "მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთიანობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე", იუწყებიან რმე-ს ოფიციალურ საიტზე.

ფორუმის ორგანიზატორებად და პარტნიორებად გამოვიდნენ სინოდის საღვთისმეტყველო სწავლების  კომისია, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილება,წმინდა კირილისა და მეფოდის სახელობის  საერთო საეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა.

ფორუმის ინიციატორები ამბობენ, რომ მისი მიზანია შეიქმნას საღვთისმეტყველო განხილვების სადისკუსიო სივრცე  ისეთ საკითხებზე, რომლებსაც შეხება აქვთ ეკლესიის ბუნებასთან და მოწყობასთან: პირველობა, ეკლესიური ერთიანობა, ავტოკეფალიის მინიჭების თანმიმდევრობა. ფორუმის მონაწილეებს შორის არიან არამარტო რმე-ს წარმომადგენლები, არამედ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და კლირიკები, ასევე სტუმრები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან.

კონფერენციას გახსნის უწმინდესი პატრიარქი კირილი, ხოლო პლენარული მოხსენებით გამოვა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარე, ვოლოკამსკის მიტროპოლიტი ილარიონი.

წამოჭრილ თემას  პლენარულ სხდომებზე განიხილავენ ორი დღე, 16 და 17 სექტემბერს. კონფერენციის ჩატარების შედეგებით იგეგმება მისი მონაწილეების მოხსენებების კრებულის გამოცემა რუსულ ენაზე.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს საქმეთა მმართველმა განმარტა განსხვავება  ეკლესიის პირველობის გაგებაში   ფანარიონსა და რმე-ს შორის.

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.