უმე-ს კლირიკოსი ჩერკასკის ტაძრის მიტაცების შესახებ: „ღმერთი არ აკურთხებს ცემას და კვლას“
უმე-ის უჟგოროდის წმიდა ჯვრის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი დიმიტრი სიდორი. ფოტო: lem.fm
18 ოქტომბერს, ჩერკასკის უმე-ს საკათედრო ტაძრის მიტაცების შემდეგ, უჟგოროდის ქრისტე მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დიმიტრი სიდორმა თავის ქადაგებაში, რომელიც გამოქვეყნებულია YouTube-ზე, გამოხატა დამოკიდებულება მომხდარი ფაქტის გამო. მან დაგმო თავდამსხმელთა ქმედებები და მათ „ბარბაროსობა და ვანდალიზმი“ უწოდა.
ურწმუნო ადამიანებზე მამა დიმიტრიმ თქვა, რომ ეს მათი უფლებაა - არ იარონ ეკლესიაში. მაგრამ, ხაზი გაუსვა მან, მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ ჯოხით და გაზით ტაძრიდან ხალხი გამოყარონ.
მღვდელმსახურის აზრით, ჩერკასკის მოვლენები მორწმუნეთა გამოცდაა: „უფალი ზოგჯერ უშვებს იმას, - თქვა დეკანოზმა დიმიტრიმ, - რომ ურდო გაშმაგებული ხალხისა შეიჭრას ტაძარში და მის ტერიტორიაზე“. თავდამსხმელები მან დაახასიათა როგორც „უფლის გზაზე მდგარი სატანისტთა ურდო“.
დეკანოზმა მიმართა მორწმუნეებს მოწოდებით, რომ შეინარჩუნონ სიმტკიცე და რწმენა: „ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ და საერთო ჯვარი გვაქვს... ჩვენ ვხარობთ, გვდევნიან და ვხარობთ, გვადანაშაულებენ და ვხარობთ - გავუფრთხილდეთ ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მიუხედავად ცილისწამებისა, დამცირებისა და შეურაცხყოფისა“.
მან აგრეთვე ხაზი გაუსვა ეკლესიის სამშვიდობო ბუნებას: „ღმერთია მოწმე, რომ ჩვენს ეკლესიაში მშვიდობიანი ხალხია... ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არასდროს არ აკურთხებდა ცემას, ღმერთი არასდროს არ აკურთხებდა კვლას“.
თავის ქადაგებაში მამა დიმიტრომ მორწმუნეებს მოუწოდა დაიცვან თავიანთი სარწმუნოება: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენი რწმენა შვილებს და შვილიშვილებს... უფალი არ აკურთხებს ვინმეს დევნას. მხოლოდ ერთი რამ არის მთავარი - გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ჩვენს ღვთისგან ბოძებულ რელიგიას“.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს მღვდლის დიმიტრი სიდორის აზრით, სახალხო დეპუტატები, რომლებმაც უმე-ს აკრძალვას მისცეს ხმა, თავად განეშორენ ღვთის სასუფეველს.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.