პატ. კირილი: უმე-ში ეპისკოპოსების, მღვდელებისა და მრევლის გასაოცარი ერთობაა

უმე-ს ლიტანიობა რუსეთის ნათლობის დღეს. ფოტო: СПЖ

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გასაოცარი ერთობაა ეპისკოპოსებს, კლირებს, მონაზვნებსა და მორწმუნეებს შორის. ამაზე რმე-ს წინამძღვარმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა თქვა კონფერენციის გახსნაზე "მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთიანობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე", იუწყება «Патриархия.ru».

პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო  მართლმადიდებლობაში წარმოქმნილი განხეთქილების პირისპირ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რჩება ერთიანად და კონსოლიდირებულად, ხოლო უკრაინაში მომხდარი მოვლენები "ჩვენს ეკლესიაში ბევრს დაეხმარა  კიდევ უფრო მწვავედ გაეცნობიერებინათ ერთობის ის უნარი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ ჩვენი ათასწლოვანი ისტორიით".

"უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენ ვხედავთ გასაოცარ ერთობას ეპისკოპოსების, მღვდლების მონაზვნების და მორწმუნეებისა,- დაამატა მან.-მიუხედავად მასობრივი აგრესიული პროპაგანდისა და პოლიტიკური ზეწოლისა, რომელიც მიმართულია რუსულ მართლმადიდებლ ეკლესიასთან ერთობის წინააღმდეგ, ეკლესიური ხალხი, რომელიც არის  რწმენისა და ღირსების ჭეშმარიტი დამცველი, გამოხატავს მტკიცე ნებას ეს ერთობა შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია განიცდის დისკრიმინაციასა და დევნას, ის აგრძელებს  გამრავლებას ახალი მონასტრებითა და სამრევლოებით".

მონასტრებისა და სამრევლოების რაოდენობა იზრდება რმე-ს მთელ კანონიკურ ტერიტორიაზე, აღნიშნა წინამძღვარმა, და "ჩვენ ვხედავთ ღმერთის წყალობის ამ განსაკუთრებულ ნიშანს ჩვენი წმინდა ეკლესიის მიმართ, რომელიც ფერფლისგან აღსდგა  შვიდი ათწლეულის დევნის შემდეგ და უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც აღორძინდა, განმტკიცდა და გაფართოვდება".

2021 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში მოშაობა დაიწყო კონფერენციამ ეკლესიის პირველობისა და ერთიანობის თემაზე. გახსნაზე რმე-ს წინამძღვარმა აღნიშნა, რომ ეკლესიის მეთური არის ქრისტე, და არა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, და მოუწოდა მიეცეს საღვთისმეტყველო შეფასება ფანარიონის მეთაურის ქმედებებს.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.