ჩერნიგოვოს ეპარქიაში იუწყებოდნენ უმე-ს წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაზე
ასეთი წარწერები იყო მიკრული უმე-ს ჩერნიგოვის ტაძრის ჭიშკარზე. ფოტო: orthodox.com.ua
ხუთშაბათს, 16 აგვისტოს, უცნობებმა გააკრეს პროვოკაციული ფურცლები უმე-ს საკათედრო ტაძრისა და ჩერნიგოვოს მონასტრის ჭიშკრებზე, იუწყებოდა უმე-ს ჩერნიგოვოს ეპარქიის პრეს-სამსახური.
სამების საკათედრო ტაძრისა და მიძინების დედათა მონასტრის ჭიშკრებზე გაკრული ფურცლები შეიცავდნენ ობიექტის დასახელებას, მაგრამ უფრო მსხვილი და მუქი შრიფტით იყო მინაწერი: „რუსეთის ფედერაციის“ და მითითება უკრაინის კანონის მე-12 სტატიაზე - სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების (სახელწოდების შეცვლის) თავისუფლების შესახებ. ფურცლები ისე იყო გაკრული, თითქოს ეს თვით უმე-ს წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ამასთამ ერთად, სოცქსელებში გაშალეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ზიზღის კამპანია. ჩერნიგოვოს ეპარქიაში თვლიან, რომ სწორედ ეს კამპანია წარმოადგენს იმ ამოცანების ამოხსნის გასაღებს, რომლებსაც ფურცლების ავტორები ისახავდნენ.
მაგალითად, იგივე 16 აგვისტოს, როდესაც აღმოჩენილი იყო გაკრული ფურცლები, დილის 8:59 ადგილობრივმა აქტივისტმა ქალმა დარინა კოზუბოვამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ფურცლის ფოტო, რომელიც ვიღაცის უჭირავს ხელში. „დღეს დილით ჩვენმა ქალებმა მოხსნეს ელეცკის მონასტრის კედლიდან“, - დაწერა მან, თანაც უცენზურო ლექსიკით გამოხატავდა თავის აღშფოთებას. ინფორმაცია ამ ფურცლების შესახებ ისე იყო მოწოდებული, თითქოს ისინი თვით მონაზვნებმა გააკრეს.
უმე-ში რეაგირებდნენ ცილისწმებაზე და ზიზღზე მორწმუნეთა მიმართ.
„ეს არის ყველა მღვდელმსახურისა და მორწმუნის შეგნებული დამცირება, - განაცხადეს ჩერნიგოვოს ეპარქიაში. - აქ ლაპარაკი არ არის პატივსა და ღირსებაზე. უკრაინის კონსტიტუციის 35 სტატია ყველას აძლევს მსოფლმხედველობასა და სარწმუნოებაზე თავისუფლების უფლების გარანტიას. ეს უფლება მოიცავს ნებისმიერი რელიგიის რწმენის თავისუფლებას ან სრულიად რწმენის გარეშე ცხოვრებას, რელიგიური კულტებისა და რიტუალების დაუბრკოლებლად, მარტო ან კოლექტიურად ჩატარებას, რელიგიური საქმიანობის წარმოებას. ანალოგიური მდგომარება დადასტურებულია უკრაინის კანონის მე-3 სტატიაში „სინდისის თავისუფლებასა და რელიგიურ ორგანიზაციებზე“.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნიგოვოს ეპარქიის მმართველობა თვლის, რომ 2021 წლის 16 სექტემბერს განხორციელებული დაგეგმილი პროვოკაცია და სოციალურ ქსელებში გაშლილი საინფორმაციო კამპანია წარმოადგენს რელიგიურ ორგანიზაციებზე გავლენისა და კონტროლის დაწესების მცდელობას, ამიტომ ითხოვს მსოფლმხედველობისა და სარწმუნოების თავისუფლების საკონსტიტუციო პრინციპის დაცვას და დახმარებას უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაზე დეზინფორმაციის შეჩერებაში.
როგორც მჟკ იუწყებოდა, არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ უმე-ს სახელის შეცვლა იგივეა, რაც უკრაინისთვის სახელის შეცვლა.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.