იძულებითი ვიქცინაციის წინააღმდეგ პეტიციამ 25000 ხელმოწერა მოაგროვა
Сам В. Зеленский сделал прививку в марте 2021 года. Фото: twitter.com/ZelenskyyUa
უკრაინის პრეზიდენტის საიტზე პეტიციამ მოაგროვა 25 ათასზე მეტი ხმა კორონავირუსის აცრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით მიღებაზე და კრიმინალურ პასუხისმგებლობაზე იძულებითი ვაქცინაციის გამო.
„სასწრაფოდ შემოვიდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იძულებითი ვაქცინაციის გამო თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით, - ითხოვენ პეტიციის ხელმომწერები საიტზე petition.president.gov.ua. – იძულებითი ვაქცინაცია სამსახურიდან განთავისუფლების და/ან სამსახურში არმიღების მუქარის სახით გაუთანაბრდეს ცნებას „იძულებითი ვაქცინაცია“. უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უფლება აცრის გადაწყვეტილების თაობაზე“.
პეტიციის მიზეზების ახსნისას ავტორი უთითებს, რომ ვაქცინაციის დროს სამედიცინო დაწესებულებები არ იღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას პრეპარატების მოხმარების შედეგებზე. ის აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს ვაქცინების დაბალ ხარისხზე, რომლებსაც თავაზობენ უკრაინელებს და აცრის წინ ადამიანის საჭირო გამოკვლევების უარყოფაზე. ამასთან ერთად, „სახელმწიფო დაწესებულებები ადამიანს ართმევენ არჩევანის საშუალებას და აიძულებენ აცრას, ხოლო უარის შემთხვევაში ემუქრებიან დათხოვნით ან სამსახურის დაკარგვით“.
ხმის მიცემის დასრულებამდე კიდევ 40 დღეა. მაგრამ უკვე ახლა, როდესაც მიმართვამ მოაგროვა ხელმოწერთა აუცილებელი რაოდენობა, ვლადიმერ ზელენსკიმ ის უნდა განიხილოს. ჩვეულებრივ, მოქალაქეთა ასეთ მიმართვებზე პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ან აიცრები და დაგიშვებენ სამსახურში, ან - არა.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.