ივან-ფრანკოვსკის მერმა უმე-ს თემზე გამარჯვება გამოაცხადა
უმე-ს წმინდა ფერისცვალების ტაძარი ივან-ფრანკოვსკში. ფოტო: facebook.com/ruslan.martsinkiv
ივან ფრანკოვსკის მერმა რუსლან მარცინკივმა გამოაცხადა საბოლოო გამარჯვება ივან ფრანკოვსკის ეპარქიის ფერიცვალების ტაძრიდან უმე-ს თემის გაძევების საქმეში. ამის შესახებ მოხელემ დაწერა თავის Facebook გვერდზე ოთხშაბათს, 13 ოქტომბერს, და უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაიმოწმა.
მორწმუნეებთან მრავალწლიანი ბრძოლის მოვლენების ასეთ განვითარებას მარცინკივმა „საფარველის დღესასწაულის წინ კარგი ამბები“ უწოდა.
„უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ საბოლოოდ დასვა ყველა წერტილი!“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) ივან ფრანკოვსკის ეპარქია ვალდებულია დაცალოს შენობა ჩერნოვოლის ქუჩაზე #6 და გადასცეს მუდმივ მფლობელობაში განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს“, - დაწერა მან და დაამატა, რომ უმე-სთვის წართმეულ ტაძარში საბავშვო ბაღი განთავსდება.
ივან ფრანკოვსკის საქალაქო ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ცდილობს გააძევოს ფერიცვალების თემი არენდირებული შენობებიდან. საქმემ უკრაინის სამართლის ყველა ინსატანცია გაიარა და ისმინებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელმაც დაბლოკა 2019 წლის 15 ოქტომბრის ლვოვის სააპელაციო სამეურნეო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს უკანასკნელი კი ავალდებულებდა ივან-ფრანკოვსკის ეპარქიას გაანთავისუფლოს არენდირებული შენობა.
უმე-ს ივან-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჯერ არ ფლობენ ოფიციალურ ინფორმაციას მოხელეების მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ.
მჟკ თვალს ადევნებს სიტუაციის განვითარებას.
შეგახსენებთ, მანამდე ივან-ფრანკოვსკის მერი ნაზარ კიშაკი მოუწოდებდა „გაიწმინდოს მონასტრები“ და „გააძევონ უმე-ს მღვდლები“.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.
რუმინეთის ეკლესია კათოლიკეებთან აღდგომის ერთობლივი აღნიშვნის წინააღმდეგია
რუმინეთის ეკლესიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ინიციატივა აღდგომის თარიღთან დაკავშირებით შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მართლმადიდებლური საბჭოს ფარგლებში.
ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრმა გაათავისუფლა ხარკოვის ეპარქიის უმე-ის მონასტრის წინამძღვარი
არქიმანდრიტი ბოგდანი უკვე მონასტერშია.
რომის პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, რომ დააწესონ აღდგომის აღნიშვნის ერთიანი თარიღი
2025 წელს აღდგომის აღნიშვნის თარიღი ემთხვევა მართლმადიდებლებს, კათოლიკებს და უნიატებს.