ექსპერტმა ახსნა, რატომ გამოდიან ქვეყნები სტამბოლის კონვენციიდან

აქციები სტამბოლის კონვენციის წინააღმდეგ. ფოტო: kavkaz-uzel.eu

არასამთავრობო სამართალდამცავი ორგანიზაციის "Public Advocacy"(საზოგადოებრივი დაცვა") -ს ხელმძღვანელმა და უკრაინაში სადაო გენდერული თეორიების წინ წამოწევაზე უარყოფის პეტიციის ავტორმა ოლეგ დენისოვმა განმარტა, რატომ ამბობენ ერთიმეორის მიყოლებით ქვეყნები უარს ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიკაციაზე ქალთა უფლებებისა და ოჯახური ძალადობის თვიდან აცილების საკითხში(სტამბოლის კონვენცია).

ბლოგში "მე ვარ კორესპოდენტი" უკრაინელმა სამართალდამცველმა აღნიშნა, რომ ერთი შეხედვით კონვენცია იკითხება როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც იცავს ქალებს ძალადობისგან, და არც ერთ კეთილგონიერ ადამიანს არ ექნება ამის საწინააღმდეგო აზრი. თუმცა, "რაღაც მიზეზების გამო რიგი ქვეყნებისა, როგორიცაა ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი -უარი თქვეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებაზე, თუმცა ყველა ჩამოთვლილმა ქვეყანამ მოაწერა ხელი ამ კონვენციას მისი მიღების დროს 2011 წელს".

უფრო მეტიც, დაამატა იურისტმა, თურქეთი, რომელმაც პირველმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, 2021 წელს გამოვიდა შეთანხმებიდან, რაც ახსნა იმით, რომ "ქალთა უფლებების დაცვის უპირველესი ამოცანა მიიტაცეს ადამიანთა ჯგუფმა, რომლებიც ცდილობენ ჰომოსექსუალიზმის ნორმალიზებას, რაც  თურქეთის სოციალურ და ოჯახურ ღირებულებებთან შეუთავსებადია". კონვენციიდან გამოსვლის სურვილი გამოხატა ასევე პოლონეთის მთავრობამ, უწოდა რა მას "მავნებლური".

"ნუთუ  ქალებზე ძალადობის პრობლემა გაქრა 10 წელში, ან, შეიძლება არასწორად იქნა ტექსტი წაკითხული ყველა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა დიპლომატების მიერ-"ვერ წაიკითხეს ბოლომდე"? რაც არ უნდა პარადოქსალურად  ჟღერდეს, მაგრამ სწორი არის მეორე ვარიანტი, რადგანაც ამ აქტის ხელმოწერის მომენტში  უშუალოდ ამ ტექსტიდან მომდინარეობდა არა ის ამოცანები, რომლებსაც რეალურად თავს ახვევენ მსოფლიოს სქესის მრავალფეროვნების მომხრეები, სხვაგვარად რომ ვთქვათ-გენდერულ იდენტობას",-განმარტა ოლეგ დენისოვმა.

მისი სიტყვებით, "სინამდვილეში სტამბოლის კონვენცია არის სამართლებრივი აქტის მაგალითი, რომლის მნიშვნელობის გაგებისთვის უნდა გავითვალისწინოთ სამართლის ეროზიის თანამედროვე ტენდენციები და საერთაშორისო აქტებში დეკლარირებული "თანასწორობის" და სხვა მსგავსი  ღირებულებების -სრულიად განსხვავებული შინაარსის პროპაგანდა, რომელიც აშკარა ხდება  მხოლოდ ამ კონვენციების ფაქტიური რეალიზების რამდენიმე ეტაპის შემდეგ ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც შემოდიან სახელმწიფოში თავისი საგანმანათლებლო პროგრამებით, რეფორმებითა და კანონქვემდებარე აქტებით, დეტალურად წარადგენენ საერთაშორისო კონვენციას უკვე სრულიად სხვა შინაარსობრივ ფორმატში".

სინამდვილეში, ხაზი გაუსვა სამართალდამცველმა, საუბარი მიდის  ახალი, "სწორი" ღირებულებების სისტემის, მსოფლმხედველობისა და ურთიერთობების დაძალებაზე, და კონვენციის ტექსტის  ფორმულირების კეთილგანზრახვის უკან "იმალება სოციალური ინჟინერიის კონკრეტული მექანიზმი, საზოგადოების ფასეულობათა გადაპროგრამირება".

ასევე ოლეგ დენისოვმა ისაუბრა შესაძლო შედეგებზე  უკრაინის მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შემთვევაში.

მჟკ წერდა, რომ მორწმუნეები ითხოვენ მხარი დაუჭირონ ელექტრონულ პეტიციას უკრაინის პრეზიდენტის საიტზე " გენდერული თეორიების გავრცელების აკრძალვაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ტრადიციულ, ოჯახურ ფასეულობებს, კერძოდ  აკრძალვის გზით ხელმოწერა და (ან) სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია და საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფა "ბიარიცის პატრინიორობაზე".

მჟკ აფართოებს თავის საზღვრებს: ჩვენ ვხსნით ოფისებს საბერძნეთსა და გერმანიაში

ახალმა ევროპულმა ორგანიზაციამ „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა“ კიდევ ორი ​​ფილიალი გახსნა: საბერძნეთში და გერმანიაში. ამ ქვეყნებში საიტებმაც დაიწყო ფუნქციონირება.

მჟკ-მ დაარეგისტრირა ახალი იურიდიული პირი ევროპაში

მჟკ-ს ყველა თანამშრომელი მიიღებს ევროპელი ჟურნალისტის სტატუსს.

სასამართლომ მიტროპოლიტ თეოდოსის 24-საათიან პატიმრობა არ მიუსაჯა

შემდეგი სასამართლო სხდომა 17 იანვარს გაიმართება.

შვეიცარიაში ხელოვნური ინტელექტი იბარებს აღსარებას კათოლიკეებისგან „იესო ქრისტეს სახელით“

„იესო ქრისტე ახლა ღილაკზე დაჭერით ლაპარაკობს“, - წერს Deutsche Welle.

ნოვოსელკში, მეუ-ს აქტივისტებმა ჩამორთმეული ეკლესიიდან ნაგავივით გაიტანეს ხატები

დუმენკოს სტრუქტურის წარმომადგენლებმა ნაგვის მანქანაზე დაყარეს ხატები, სახარებები და სხვა წიგნები.

სასამართლომ ტერეშჩენკოს ქონება უმე-ს ჩამოართვა და სოფლის მეურნეობის ლიცეუმს გადასცა

არქიტექტურული ძეგლის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები რამდენიმე წელია გრძელდება.