რადაში შეიტანეს კანონპროექტი ლოცვის ნაციონალური დღის შესახებ

უმაღლესი რადა. ფოტო: Фокус

2024 წლის 19 დეკემბერს უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს უკრაინის კანონის პროექტი „შრომის კოდექსის კანონთა 73-ე  სტატიაში ცვლილებების შეტანის შესახებ ლოცვის ნაციონალური დღის დაწესებასთან დაკავშირებით (რეგ. № 12336). კანონპროექტი ითვალისწინებს  ლოცვის ნაციონალური დღის ყოველწლიურ დაწესებას, რომელიც აღინიშნება 24 თებერვალს - რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღესთან დაკავშირებით. კანონპროექტის ინიციატორია ჯგუფი 37 სახალხო დეპუტატის შემადგენლობით, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ფრაქციას და ჯგუფს, დავით არაჰამიას, ივან კრულკოს, იულია ტიმოშენკოს და ანდრეი ვასიუკის ჩათვლით.

კანონპროექტის ძირითადი დებულებები:
1. შრომის კოდექსის კანონთა 73-ე  სტატიაში ცვლილებების შეტანა 24 თებერვალს ლოცვის ნაციონალური დღის დაწესებასთან დაკავშირებით.
2.. ამ დღეს პარლამენტის სპეციალური სხდომის ჩატარება უკრაინის სულიერი ჰიმნის «Боже великий, единый» შესრულებით.
3. ღონისძიებათა კომპლექსური გეგმის შემუშავება ლოცვის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკლესიათა სრულიად უკრაინული საბჭოს მონაწილეობით.
4. აქციის „აანთე სანთელი“ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება საოლქო და საქალაქო ადმინისტრაციების დონეზე.

ახსნა-განმარტებით წერილში ავტორებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის 24 თებერვლის  სიმბოლურ მნიშვნელობას, როგორც დღისა, როდესაც უკრაინა შეეჯახა რუსეთის მასშტაბურ აგრესიას და შეუდრეკელობისა  და ერთობის დემონსტრირება მოახდინა.

 

ავტორები შთააგონებულები იყვნენ ისტორიის მაგალითებით, როდესაც საერთო ნაციონალური  ლოცვით შეიცვალა მოვლენათა  განვითარება, კერძოდ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი თვლიან, რომ მათი კანონმდებლური ინიციატივა ხელს შეუწყობს სულიერი ერთობის შენარჩუნებას, პატრიოტული სულის განმტკიცებას და უკრაინის საზოგადოების კონსოლიდაციას გამარჯვებისთვის საერთო ლოცვაში,  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

 

როგორც მჟკ იუწყებოდა, რადაში შეიტანეს მადლიერების დღის მორიგი კანონპროექტი

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.