უნეტარესმა ისაუბრა ადამიანის ცხოვრებაზე მადლიერების გავლენის შესახებ

უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე. ფოტო: УПЦ

თავის საკვირაო ქადაგებაში უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ, ათი კეთროვნის განკურნების შესახებ იგავის მაგალითზე, განმარტა, თუ რატომ უნდა მადლობდნენ ადამიანები ღმერთს. როგორც უმე-ს პრეს-სამსახური იუწყება, წინამძღოლმა მიაქცია ყურადღება, რომ მადლიერება ჭირდება ადამიანს და არა ღმერთს.

უნეტარესის დაკვირვებით, ზოგჯერ ადამიანს უჩნდება კითხვა - რატომ უნდა მადლობდეს ის ღმერთს?

 „ღმერთს არ ჭირდება ჩვენი მადლიერება. ჩვენი მადლიერება თავად ჩვენ გვჭირდება“, - თქვა მან.

მიტროპოლიტმა ონოფრემ ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია - ეს ღვთის წყალობაა. „როდესაც ადამიანი მადლიერია უფლისა, ის იძენს უნარს, რომ  ღვთისგან მეტი წყალობა მიიღოს. უმადური ადამიანი კი იმის ღირსიც არ ხდება, რაც მას გააჩნია“, - თქვა უნეტარესმა მეუფემ. როგორც მღვდელმთავარმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ ღმერთს სურს, რომ ჩვენ მადლიერები ვიყოთ. ეს, მისი აზრით, არის საშუალება, რომ გახდე უკეთესი. „უფალი შეგვეწიოს, საყვარელო ძმებო და დებო, რომ ჩვენს ცხოვრებაში უფლის მადლიერები ვიყოთ - სიცოცხლისთვის, ყველა წყალობისთვის, რაც გაგვაჩნია, რაც ვიცით და რაც არ ვიცით. უნდა ვმადლობდეთ ღმერთს ყოველი დღისთვის, იმის გამო, რომ ყოველდღიურად გვაქვს საშუალება ვეზიაროთ უფლის საიდუმლოთა სიტკბოს. ცხოვრება მშვენიერია, თუ ღმერთთან ხარ“, - დაასრულა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ.

როგორც მჟკ წერდა, კიევში წინამძღოლმა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ტაძრის სადღესასწაულო მსახურება ჩაატარა.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.