ფანარიონს შეცდომით ესმის მთლიანობა და პირველობა, - უმე-ს იერარქი

ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

2021 წლის 11 ნოემბერს  ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უმე-ს წარმომადგენლობის მეთაური  ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა) ყვება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან ეკლესიაში მთლიანობისა და პირველობის პრინციპების მცდარ გაგებაზე.

„ეკლესიის მთლიანობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები“ -ს საერთაშორისო კონფერნციის  დროს გამოსვლისას მეუფემ აღნიშნა, რომ მთლიანობისა და პირველობის ცნებები  „უნდა განვიხილოთ ერთად, რამდენადაც ყურადღების კონცენტრაცია ერთ ან მეორე ცნებაზე იწვევს პრობლემებს, რომელიც წარმოიქმნება მათი ცხოვრებაში ასახვის პრაქტიკული მცდელობის დროს“.

„მთლიანობისა და პირველობის გაგებაში შეცდომის მკაფიო მაგალითად შეიძლება გამოდგეს ბოლო მოვლენები მსოფლიო მართლმადიდებლობაში - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინაში საეკლესიო განხეთქილების ლეგალიზაცია“, - ხაზი გაუსვა  მეუფე ვიქტორმა.

ის თვლის, რომ პირველობისა და პრაქტიკული საკითხების შეთანხმების გაგების კონკრეტიზაციის მცდელობაში, რომელიც დასმულ იქნა მთლიანობის გაგების განხილვის დროს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომპლექსური მიდგომა და როგორც ერთი, ასევე მეორე ცნების ერთობლივი განხილვა.

„ანუ, არსებული მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, არც მთლიანობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს პირველობის ცნებაში ჩაღრმავების გარეშე, არც პირველობას არ შეუძლია არსებობა მთლიანობის გარეშე ყველა დონეზე, რომლებზეც  ისინი პრაქტიკულად ურთიერთდაკავშირებულია, რადგანაც მთლიანობა და პირველობა ავსებენ ერთმანეთს  და ერთმანეთზე არიან დამოკიდებული“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მან ასევე შეგვახსენა, რომ „15 ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის არაა სპეციალური ორგანო, რომელიც პასუხს აგებს მთელი მსოფლიო ეკლესიის რაიმე გლობალურ გადაწყვეტილებებზე“. ამიტომაც, „აუცილებელია, რომ ეკლესიები ერთობლივად განსაზღვრავდნენ მსგავსი ორგანოს შემადგენლობას, თემატიკასა და მიზნებს, რომელიც  დღის წესრიგს ჩამოაყალიბებდა“.

ამ ხელისუფლების ერთპიროვნული მითვისების შემთხვევაში, როგორც ეს მოხდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს  შემთხვევაში, „ჩნდება უკმაყოფილება სხვა ადგილობრივი ეკლესიებისგან და წყდება ერთიანობა მთელს მსოფლიო მართლმადიდებლობაში“, - შეაჯამა მეუფე ვიქტორმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ს წინამძღოლის, უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის აზრით, ფანარიონის „განსაკუთრებული სტატუსი“ არის მართლმადიდებლობაში არსებული კრიზისის პირველმიზეზი.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.