უკრაინელები და ლგბტ-ს მცოცავი ექსპანსია: როგორები იქნებიან ჩვენი შვილები?
მიიღებ თუ არა უკრაინაში კანონს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე? ფოტო: СПЖ
უმაღლეს რადას განსახილველად გამოტანილი აქვს კანონოპროექტი 6327 ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღების შესახებ. ამასთან ერთად უმაღლესი რადას დღის წესრიგში ჩანიშნულია საკითხი ლგბტ და ტრანსსექსუალების უფლებების დარღვევაზე, ხოლო სახელმწიფო კინო ხარჯავს ბიუჯეტის ფულს ფილმის შექმნაზე, რომელიც ახორციელებს ლგბტ-ს პროპაგანდას. შესაძლოა, დღევანდელი მომენტი - ესაა ბარიერი, რომლის გავლის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა ან ჰომოფობიის სამყაროში აღმოჩნდება ან დარჩება ქვეყნად, რომელშიც ქალებს ქალებს უწოდებენ, კაცებს - კაცებს, ხოლო სოდომისტებს - სოდომისტებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ხალხისთვის ტრადიციული ცნებებისა და ფასეულობების ქვეყანაში.
„ნორმა“ ლიბერასტებისა და ჰომოსექსუალებისთვის
6327-ე კანონპროექტის განმარტებით ჩანაწერში მოყვანილია იმის მაგალითები, თუ სად მიგვიყვანს სახელმწიფოს გენდერულ-სოდომისტური პოლიტიკა. კანონპროექტის ინიციატორები წერენ ამას, რათა გვიჩვენონ, რა აბსურდამდე მიდის ლგბტ უფლებების საკანონმდებლო განმტკიცება და ამ იდეების პოპულარიზაცია საზოგადოებაში.
„მაგალითისთვის, გოგონა შეიძლება დაარწმუნონ, რომ ის ბიჭია, ხოლო მამას აუკრძალონ ჩაერიოს და დაავალდებულო მიმართოს თავის ქალიშვილს მამაკაცის სახელით. მსგავსი შემთხვევა მოხდა რობერტ ჰუგლანდთან (Robert Hoogland), რომელიც დააკავეს კიდეც იმის გამო, რომ ის საჯაროდ გამოვიდა მისი ქალიშვილის „ტრანსგენდერული ცვლილების“ წინააღმდეგ და საჯაროდ საუბრობდა მის ქალიშვილზე, როგორც გოგონაზე და არა როგორც ბიჭზე“.
აქ საქმე ეხება შემთხვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა კანადაში 2021 წლის გაზაფხულზე, მჟკ წერდა ამის თაობაზე. ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ რობერტ ჰუგლანდმა გაიგო, რომ სკოლაში, სადაც მისი ქალიშვილი სწავლობდა, მოსწავლეებს უჩვენეს სპეციალური მასალები სექსუალური და გენდერული იდენტურობის საკითხებზე, რომელიც კანადაში ცნობილია, როგორც “ SOGI 123”. ამის შემდეგ ბავშვთან იმუშავა სკოლის ფსიქოლოგმა, რომელმაც ბავშვი დაარწმუნა იმაში, რომ მისი ბიოლოგიური სქესი არ შეესაბამება გენდერს და ურჩია მას მიეღო ტესტოსტერონი მამაკაცის გენდერში გადასვლისთვის. სკოლის ექიმმა რობერტ ჰუგლანდის ქალიშვილი გაგზავნა ადგილობრივი საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ჰორმონოთერაპია დაიწყეს უკვე პირველივე ვიზიტის დროს. სკოლის ჟურნალში მისი სახელი შეიცვალა ბიჭის სახელით, რაც სკოლამ არც კი შეატყობინა მშობლებს. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ბავშვი სულ რაღაც 13 წლის გახლდათ. როცა მშობლებმა გაიგეს ამის შესახებ, დედა დაეთანხმა იმას, რომ გოგონა ტრანსსექსუალური გახდებოდა, მამა კი წინააღმდეგი იყო. დაიწყო სასამართლო განხილვები, რომლის შედეგადაც კანადის პროვინციის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რობერტ ჰუგლანდმა უნდა მიიღოს და მხარი დაუჭიროს მისი ქალიშვილის გენდერულ იდენტობას, ხოლო თუ ის გააპროტესტებს, ეცდება მისი ქალიშვილის „გადასვლისგან“ გადათქმევინებას ან გააგრძელებს მას უწოდოს გოგონა, მას „ოჯახურ ძალადობაში“ დაადანაშაულებენ.
რობერტ ჰუგლანდის ადვოკატი კერი ლინდი ამბობს: „ამ ადამიანებმა მამის თანხმობის გარეშე ბავშვი წაიყვანეს, როცა ის 13-14 წლის იყო და დაეხმარნენ ბავშვს - ვცდილობ ვიყო ნეიტრალური - რომ მისი სქესი არ შეესაბამებოდა იმ სქესს, რომლითაც ის დაიბადა. მათ შთაუნერგეს ეს და ახლა ბავში იმყოფება ვანკუვერში სქესის შეცვლის კლინიკაში“. ამ კლინიკაში გოგონას აძლევენ ტესტოსტერონს და მძიმე პრეპარატებს, რომლებიც აფერხებს პუბერტაციას და ამზადებენ სქესის შეცვლის ოპერაციისთვის. მსგავსი ოპერაციები გულისხმობს (ბოდიშს გიხდით დეტალებისთვის) მკერდის, საშვილოსნოს მოცილებას საკვერცხეებთან ერთად და ფალოიმიტატორის ჩასმას. რობერტ ჰუგლანდს საერთოდ აკრძალული აქვს მასთან შეხვედრა, მას ისღა დარჩენია დაწყევლოს მისი სახელმწიფოს ლიბერალური მართლმსაჯულება. რობერტ ჰუგლანდი: „მიწევს იმის ყურება, თუ როგორ ანგრევენ ჩემს სრულიად ჯანმრთელ ბავშვს. და არაფრის გაკეთება არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ განზე ვიდგე, რადგან ასე გადაწყვიტა სასამართლომ. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში მოვხვდები“. საბოლოო ჯამში, ჰუგლანდმა მაინც გააპროტესტა ( ვინ არ იზამდა ამას მის ადგილას) და სასამართლომ მას რეალური ვადა - 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მსგავსი რამ არ ხდება მხოლოდ კანადაში. შვედეთში ბავშვებისა და მოზარდების დარწმუნება იმაში, რომ ისინი „დაიბანდნენ არა იმ სხეულში''. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, იმ მოზარდი გოგონების რაოდენობა, რომლებიც თავს ბიჭებად თვლიან, ბოლო ათწლეულში 15-ჯერ გაიზარდა. სკოლის ფსიქოლოგებში კარგ ტონად ითვლება ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა (რომელიც მოზარდს საკმაოდ აქვს) განიმარტოს მათი „ნამდვილი“ გენდერის ბიოლოგიურთან შეუსაბამობით და სქესის შეცვლის ოპერაციის რეკომენდაციით. ამასთან, ნებისმიერი პროტესტი ამის წინააღმდეგ, როგორც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე საერთოდ მსგავსი პრაქტიკის წინააღმდეგ, იდენტიფიცირებულია, როგორც „ტრანსფობია“ და ექცევა საზოგადოებრივი გაკიცხვისა და იურიდიული დევნის ქვეშ.
დასავლეთის ბევრ ქვეყანაში იურიდიულად იკრძალება არა მხოლოდ პოტენციური ტრანსსექსუალებისთვის „გადასვლის“ გადათქმევინებ, არამედ მათი საკუთარ ბიოლოგიურ სქესთან „უკან დაბრუნების“ ხელშეწყობა. იქ იკრძალება ე.წ. რეპარაციული ანუ კონვერსიული თერაპია, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ გეები და ლესბოსელები ისევ დაუბრუნდნენ ჰეტეროსექსუალურ კონტაქტებს, ხოლო ტრანსსექსუალები - მათ ბიოლოგიურ სქესს. მაგალითად, გერმანიაში, „ბუნდესრატმა დაუშვა კანონი, რომელიც კრძალავს ე.წ.რეპარაციულ თერაპიას, რომელიც მიზნად აცხადებს ადამიანის სექსუალური მისწრაფებების ცვლილებას ჰეტეროსექსულობის მხარეს. მსგავსი პროცედურების ჩატარება შეიძლება დაისაჯოს ერთ წლამდე პატიმრობით, ხოლო რეკლამა და შუამავლობა - 30 ათას ევრომდე ჯარიმით“ ( Deutsche Welle-ს ცნობით).
ანუ მოზარდების დასახიჩრება, მათთვის სასქესო ორგანოების ამოკვეთა კარგია და ადამიანურია, ხოლო ლგბტ წარმომადგენლების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების მცდელობა - დანაშაული!
ანუ მოზარდების დასახიჩრება, მათთვის სასქესო ორგანოების ამოკვეთა კარგია და ადამიანურია, ხოლო ლგბტ წარმომადგენლების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების მცდელობა - დანაშაული! ამასთან, ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში ეს პრინციპში შეუძლებელია. რეპარაციული თერაპიის აკრძალვა ლგბტ-იდეოლოგიის მომხრეებს სურთ გახადონ სავალდებულო ყველა ქვეყნისთვის. მაგალითად, გაერო-ს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის დაცვის საკითხის „დამოუკიდებელმა ექსპერტმა“ ვიქტორ მადრიგალ-ბორლოსმა, გაეროს 2020 წლის ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც მოუწოდა სახელმწიფოებს „ერთად იმუშაონ კონვერსიული თერაპიის გლობალურ აკრძალვაზე“. მცდელობას ადამიანი დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას მან უწოდა „თავიდანვე დისკრიმინაციული, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი, ხოლო სისასტიკის, მსხვერპლის ტანჯვისა და ფსიქიკური თუ ფიზიკური ტკივილის ხარისხის მიხედვით, ის შეიძლება წამებას გაუტოლდეს“.
ერთი სიტყვით, დავუბრუნდეთ უკრაინის სახალხო დეპუტატების კანონპროექტს. მათი განმარტებითი ჩანაწერი მოიცავს ადამიანების დისკრიმინაციის კიდევ რამოდენიმე მაგალითს, რომლებიც ტრადიციულ შეხედულებებს ემხრობიან:
- „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იწვევს სამეცნიერო კვლევების თავისუფლების უფლებების დარღვევასაც. მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს ულრიხ კუჩერს (Ulrich Kutschera ) თითქმის ორი წლის განმავლობაში დევნიდნენ სასამართლო წესით იმის გამო, რომ მან სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე მიუთითა უშუალო კავშირი ჰომოსექსუალიზმსა და პედოფილიას შორის“.
- „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ასევე იწვევს აღმსარებლობისა და გამონათქვამების თავისუფლების უფლებების დარღვევას. მაგალითად, სტუდენტი ფელიქს ნგოლე (Felix Ngole ) უნივერსიტეტიდან იმიტომ გააგდეს, რომ მან ფეისბუქ-კომენტარში აღიარა, რომ ბიბლიის თანახმად, ჰომოსექსუალიზმი არის ცოდვა“.
ასეთი „ნორმალურობის“ აღწერას ასევე უნდა დაემატოს ის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ლგბტ უფლებები აღიარეს, ბოლო ხანებში წინ წამოსწიეს კიდევ ერთი ჯგუფის - ტრანსგენდერების ინტერესები. ამ ადამიანებს არ სურთ ქირურგის დანის ქვეშ დაწოლა, საკმარისია მათ განაცხადონ, რომ ისინი თავს საპირისპირო სქესის ადამიანებად მიიჩნევენ. ამის საფუძველზე მამაკაცებს უშვებენ ქალის გასახდელში და საშხაპეში (ისინი ქალებად წარსდგნენ), ხოლო დამნაშავეებს ქალების ციხეში სვამენ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ერთმა ასეთმა ტრანსგენდერმა ქალთა ციხეში თანამესაკნე ქალი გააუპატიურა. ძალადობის მსხვერპლი ამტკიცებდა, რომ მისი უფლებები დაირღვა იმის გამო, რომ ის იმავე ციხეში იყო, რომელშიც ტრანსგენდერი-მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სექსუალური ან ქალების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულების გამო. მან სასამართლოს მიმართა აეკრძალა ხელისუფლებისთვის ქალის ციხეებში იმ ტრანსგენდერების მოთავსება, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ სექსუალური ძალადობის გამო. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი შეზღუდვა იქნებოდა „ტრანსგენდერების უფლებების დაუშვებელი იგნორირება ეცხოვრათ მათთვის არჩეულ სქესში“. ამასთან, სასამართლომ აღიარა, რომ ზოგიერთი ქალი-მსჯავრდებული განიცდის „შფოთვას და შიშს“, თუ მსჯავრდებული-ტრანსგენდერი მათთან ერთ ციხეში აღმოჩნდება.
6327-ე კანონპროექტის ავტორები ასევე აქცევენ ყურადღებას იმას, რომ დღეს ხორციელდება პედოფილიის ლეგალიზაციის საინფორმაციო მომზადება. ზუსტად ისე, როგორც იყო სოდომისტების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ახლაც ყველაფერი იწყება „სამეცნიერო სტატიებიდან“. განმარტებით ჩანაწერში მოყვანილია რამოდენიმე მაგალითი:
- ჰელმუტ გრაუპნერმა (Helmut Graupner), „ლგბტ უფლებების ცნობილმა დამცველმა, დაწერა „სამეცნიერო სტატია“, რომელშიც „ამტკიცებს“, რომ უფროსი ჰომოსექსუალების შესაძლებლობა ორმხრივი თანხმობით ჰქონდეთ სექსუალური ურთიერთობა ბავშვებთან, რომელთაც 14 წელი შეუსრულდათ, წარმოადგენს „ჰომოსექსუალების უფლებას“. უფრო მეტიც, ის თვლის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო არაა ჰომოსექსუალისტის დასჯა, რომელსაც „ორმხრივი თანხმობით“ სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა 14 წლამდე ბავშვთან“.
- „რიჩარდ გრინი (Richard Green), მეცნიერი, რომელიც იბრძოდა იმისათვის, რომ ჰომოსექსუალიზმი ამოეღოთ ფსიქიკური აშლილობების ნუსხადან, ამჟამად ცდილობს დაამტკიცოს, რომ სექსუალური ურთიერთობა ბავშვებთან, რომლებიც არ არიან სექსუალურად მომწიფებულები, არ უნდა ჩაითვალოს ფსიქიკურ გადახრად. ამისათვის მან გამოაქვეყნა „სამეცნიერო სტატია“ "Is pedophilia a mental disorder , რომელშიც ახდენს მანიპულაციებს, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რაც გამოიყენებოდა ჰომოსექსუალიზმის დაავადებათა ნუსხადან ამოსაღებად“.
- „2020 წელს გამოქვეყნდა „სამეცნიერო სტატია“ "Should Behavior Harmful to Others Be a Sufficient Criterion of Mental disorders? Conceptual Problems of Diagnoses of Antisocial Personality disorder and Pedophilic Disorder" , რომელშიც გვარწმუნებენ ფსიქიკურად ავადმყოფად მხოლოდ ის პედოფილი ჩაითვალოს, რომელიც იტანჯება ან დამწუხრებულია იმის გამო, რომ პედოფილს წარმოადგენს“.
-
უკრაინის სახელმწიფო კინო და „ჩემი ახალგზარდა პრინცი“
ზემოთ აღნიშნული ეს „ნორმა“ უკვე გადმოაქვთ უკრაინაში, ამასთან ჩვენი ფულით. არცთუ დიდი ხნის წინ კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის საბჭომ დაამტკიცა 20 მლნ გრივენის გამოყოფა ფილმის „ჩემი ახალგზარდა პრინცი“ შექმნაზე. სურათის შექმნა დაჯდა 25 მლნ ანუ ის თითქმის სრულად გადასახადების გადამხდელების ფულით შეიქმნა.
ახლა კი ყურადღება! რაზე დახარჯა სახელმწიფო კინომ ჩვენი ფული და რა იდეოლოგიას ახვევს თავს ეს უწყება ჩვენს საზოგადოებას? სურათის მოკლე სიუჟეტი ასეთია გამოქვეყნებული სინოფსისის თანახმად:
მთავარი გმირი პოლი, რომელიც მოზარდობის ასაკში შედის, იწყებს „არაჯანსაღი მიდრეკილების“ განცდას დედობილის მიმართ და კლავს მამინაცვალს. ამის შემდეგ პოლი და სოფია ცხოვრობენ ერთად და ითვისებენ ფულს, რომელიც ედაურდმა დატოვა. პოლის ცხოვრება „უზრუნველია, ჩაკეტილია, სექსით, ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით სავსე“. ასე გრძელდება მანამ, სანამ პოლი და სოფია არ გაიცნობენ „ახალგზარდა ანტუანს და მის მამას -მარკს“. პოლი პედერასტულ კავშირს ამყარებს ანტუანთან, ხოლო მარკი ურთიერთობას ამყარებს სოფიასთან. როცა პოლი იგებს ამ ურთიერთობის შესახებ, ის კლავს ანტუანსა და მარკს.
საჭიროა კი აქ რაიმე განსაკუთრებული კომენტარები?
როგორც ვხედავთ, სურათში მხოლოდ სოდომია არ ხდება. როგორც ჩანს, ყველა ნაკლოვანება და უკუღმართობა, რომლის მოფიქრებაც კი შეიძლება, ავტორებმა ერთ ფილმში მოათავსეს. სახელმწიფო კინომ კი ამაზე ფული გამოყო. როცა საზოგადოებრივმა კავშირმა „ერისკაცები“ სახელმწიფო კინოს მიმართა თხოვნით, თუ რა საფუძველზე გამოიყო თანხები, სახელმწიფო კინომ წარმოადგინა დოკუმენტების 28 გვერდიანი პაკეტი და თანმხლები წერილი, რომელშიც ტექსტის 4,5 გვერდი თითქმის სრულად უკავია იმის დასაბუთებას (სხვათაშორის, დატკეპნილს), რომ ასეთი ფილმები სრულად შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, შესაბამისად - ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს. ციტატა: „თანაბარი უფლებებისა და შესაძლებობების დაცვა, რომელიც ეფუძნება მრავალფეროვნებისა და თანასწორობის, შემოქმედების, აზრის, სინდისისა და რელიგიის, ცენზურისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, რომლებიც წარმოადგენენ კაცობრიობის არსებობის ფუძემდებლურ პრინციპებს თანამედროვე სამყაროში, განმტკიცებულია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში და წარმოადგენს სახელმწიფოს მტკიცე განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორებს“.
ახლა კი კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ფილმის სიუჟეტი. გამოდის, რომ სახელმწიფო კინოს ჩინოვნიკები გვარწმუნებენ, რომ პედერასტია, „არაჯანსაღი მიდრეკილება“ დედობილის მიმართ, სამი ადამიანის მკვლელობა, არაფერს ვამბობთ რა ცხოვრებაზე, რომელიც არის „უდარდელი, ჩაკეტილი, სექსით, ნარკოტიკებითა ალკოჰოლით სავსე“ არის კაცობრიობის არსებობის ფუძემდებლური პრინციპების რეალიზაცია?
ეს კი ჯერ კიდევ არაა ყველაზე საშინელი რამ. ყველაზე საშინელია ყბადაღებული ჯადოქრობა, ქრისტეს შეურაცხყოფა, რასაც ადგილი აქვს ფილმში. ამის თაობაზე საუბარიც არ მინდა. უბრალოდ მოვიყვანთ ციტატას „ერისკაცების“ ტელეარხიდან: „აფიშებზე, რომლებიც ფილმის აანონსებენ, ორი ჰომოსექსუალი კოცნის ერთმანეთს, ტუჩები ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვრის სახით აქვთ რა მოკუმული. მკრეხელობის ეს სამწუხარო აქტი დაგმო სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭომ. ეს პრეცედენტი უნდა გახდეს გაკვეთილი იმათთვის, ვინც ამბობდა, რომ „ლგბტ უფლებები“ შესაძლებელია დესტრუქციული პროპაგანდის გარეშე. შეუძლებელია“.
ყველაფერი დაიკარგა?
არა, ყველაფერი არაა დაკარგული. ამას ადასტურებს რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროტესტი და უმაღლესი რადას 60 სახალხო დეპუტატის მიმართვა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისადმი ფილმის სახელმწიფო დაფინანსების დაუშვებლობის თაობაზე და სს „ერისკაცების“ განზრახვა გაასაჩივრონ სასამართლო წესით ფილმზე სახელმწიფო ფულის გამოყოფა.
თუმცა, ღირს დაფიქრება. 2021 წლის ნოემბერში „პერში კოზაცკის“ ჟურნალისტები გამოვიდნენ კიევის ქუჩებში, რათა გაერკვიათ, რას ფიქრობენ ადამიანები მსგავს ფილმებზე სახელმწიფო ფულის გამოყოფის თაობაზე. დასკვნა სამწუხაროა: უკრაინის საზოგადოებაში მეფობს გულგრილობა, უნდობლობა და იდეის უქონლობა და „ხვალ ადამიანებისთვის სულერთი იქნება, რომ მათ თვალწინ ყრიან ჯვრებს, ძარცვავენ და კლავენ ან პირდაპირ ქუჩაში კავდებიან სექსუალური აქტით“.
ყოველივე ეს მოწმობს იმას, რომ უკრაინა შეიძლება წავიდეს ჩვენი ქვეყნის ლიბერალურ-ჰომოფილურ ქვეყნად გადაქცევის გზით და ასევე დარჩეს ტრადიციული ცნებებისა და ფასეულობების ქვეყნად. თუმცა, ამისათვის აუცილებელია მთელი რიგი ძალისხმევის მიღება, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზოგადოებრივ დონეზეც. ერთ-ერთ ასეთ ძალისხმევას წარმოადგენს კანონპროექტი 6327.
რას გულისხმობს კანონპროექტი?
კანონპროექტი „ცვლილებების შეტანის თაობაზე უკრაინის კოდექსში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოჯახის, ბავშვობის, დედობისა და მამობის კონსტიტუციური ნორმებისგან გადახრის პროპაგანდის პასუხისმგებლობაზე“ ითვალისწინებს ჯარიმას 17 ათასიდან 85 ათას გრივნამდე პედოფილიის, ჰომოსექსუალიზმისა და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდისთვის. ამასთან, კანონპროექტი განსაზღვრავს პედოფილიას, როგორც „სექსუალური ხასიათის დამოკიდებულებას სრულწლოვან პირსა და იმ პირს შორის, რომელსაც არ შესრულებია თექვსმეტი წელი“, ჰომოსექსუალიზმს, როგორც „სექსუალური ხასიათის დამოკიდებულებას ერთი სქესის პირებს შორის“, ხოლო ტრანსგენდერიზმს, როგორც „პირის თვითიდენტიფიკაციას, რომელიც არ შეესაბამება მის ბიოლოგიურ სქესს“.
აღსანიშნავია, რომ პედოფილია არის სექსუალური ურთიერთობა პირთან, რომელსაც არ მიუღწევია თანხმობის ასაკისთვის. ეს ასაკი მერყეობს 9-დან 18 წლამდე სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის, ევროპაშიც, მას ადგენს 14-16 წლის ფარგლებში. უკრაინაში ის 16 წელს შეადგენს, რაც წარმოადგენს ასეთი ასაკის უმაღლეს დონეს. ანუ უკრაინა საკმაოდ კონსერვატიულია ამ საკითხში.
მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს კანონპროექტში იმის განსაზღვრა, თუ რა ითვლება პედოფილიის, ჰომოსექსუალიზმისა და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდად. თითოეულ სიმახინჯეზე მოყვანილია ცალკე სიან, მაგრამ მთლიანობაში ისინი იდენტურია. ასე, მაგალითად, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად ითვლება შემდეგი:
- ლგბტ სიმბოლიკის შემცველი პროდუქციის დამზადება და/ან გავრცელება და ასევე საჯარო გამოყენება;
- ნორმის ერთ-ერთი ვარიანტის საჯარო აღიარება, რეკლამა ან რაიმე სახის ქორწინებისკენ მოწოდება, რაც არაა გათვალისწინებული უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ხორციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სიტყვით, ლოზუნგების წამოძახებით, პლაკატების, წიგნების სხვა ბეჭდური ან კერძოდ ან ელექტრონულად შექმნილი მასალების ბეჭდვის, დამზადების, გავრცელების, დემონსტრაციის მეშვეობით;
- ერთი სქესის ადამიანებს შორის სექსუალური ხასიათის ურთიერთობებში მონაწილეობის საჯარო მოწოდება ან რეკლამა, ასეთი ურთიერთობების აღიარება ნორმის ერთ-ერთ ვარიანტად ან ჰომოსექსუალების მომატებული რისკის უარყოფა დასნეულდნენ შიდსით, რაც ხორციელდება რომელიც ხორციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სიტყვით, ლოზუნგების წამოძახებით, პლაკატების, წიგნების სხვა ბეჭდური ან კერძოდ ან ელექტრონულად შექმნილი მასალების ბეჭდვის, დამზადების, გავრცელების, დემონსტრაციის მეშვეობით;
- ერთი სქესის პირებს შორის სექსუალური ხასიათის ურთიერთობების საჯარო დემონსტრაცია ან ფილმების ან სხვა ვიდეომასალების (მათ შორის, მულტფილმების) დამზადება, გავრცელება, დემონტსრაცია, რომლებიც მოიცავენ ერთი სქესის ადამიანებს შორის სექსუალური ხასიათის ურთიერთობებს.
როგორც ვხედავთ, მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება, როგორც გეი-აღლუმები, ასევე „ჩემი ახალგზარდა პრინცის“ მსგავსი ფილმებიც. ამასთან, უკრაინა სულაც არ გახდება შუა საუკუნეების კლერიკალური სახელმწიფო. ბრძოლა იმისათვის, რომ უბრალოდ ადამიანად დარჩე, იმ ცნებებისთვის, პრინციპებისა და ფასეულობებისთვის, რომლითაც კაცობრიობა მთელი ისტორიის მანძილზე ცხოვრობდა, წარმოებს სახელმწიფო დონეზე ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი და უნგრეთი, ხოლო სხვა ბევრ ქვეყანაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აქტიურად გამოდის ტრადიციული ფასეულობების დასაცავად.
რა გზით წავა უკრაინა? როგორ საზოგადოებაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები? ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული!
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?