მჟკ-მ საერთაშორისო სამართალდამცავებისადმი წარგზავნა მიმართვა საიტის ბლოკირების გამო

მჟკ დახმარებისთვის მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს. ფოტო: СПЖ

2025 წლის იანვარში მჟკ-ს იურისტებმა მთელ რიგ საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციას გაუგზავნეს უწყება უკრაინაში სიტყვის თავისუფლების უფლების დარღვევის შესახებ, საიტის „მართლმადიდებელთა ჟურნალისტთა კავშირის“, აგრეთვე სხვა უკრაინული გამოცემების ბლოკირების გზით, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებას აშუქებენ.

დოკუმენტში ვრცლად არის მოცემული უკრაინისა და საერთაშორისო კანონები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ იყო დაირღვეული. 

სრულად ვაქვეყნებთ დოკუმენტს.

2024 წლის ივლისში ევროკავშირის ტერიტორიაზე დარეგისტრირდა კომპანია «TEAM OF THE ORTHODOX JOURNALISTS (TOJ) LTD». ამ კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინტერნეტ-ქსელში საკუთარ საიტზე ჟურნალისტური სტატიების გამოქვეყნება, რომლებიც აშუქებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას. კერძოდ, სტატიებში განიხილება მორწმუნეთა უფლებების დაცვის საკითხები, რომ მათ თავისუფლად შეძლონ რელიგიის აღმსარებლობა, რელიგიური კულტებისა და რიტუალების ჩატარება, რელიგიური მოღვაწეობის წარმართვა.

განიხილება აგრეთვე უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის პრობლემები, ისეთი, როგორიცაა ტაძრების ძალადობრივი მიტაცება სხვა რელიგიური კონფესიებისა და რადიკალთა წარმომადგენლების მიერ, სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა მორწმუნეთა მიმართ ჩადენილ  დანაშაულებებთან დაკავშირებით.
კომპანიის «TEAM OF THE ORTHODOX JOURNALISTS (TOJ) LTD» საიტი პოპულარულია უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებ დიდი რაოდენობის  მკითხველს შორის. ამასთანავე, უკრაინის სახელმწიფო ორგანოთა მიერ ყალიბდება რელიგიისა და შეხედულებებათა თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვები.
კერძოდ, ტელეკომუნიკაციის ქსელების ოპერატიულ-ტექნიკური მმართველობის ნაციონალური ცენტრის ელექტრონული ტელეკომუნიკაციების მომსახურების მომწოდებელთა მიერ 12.09.2024 გამოქვეყნებულია ბრძანება № 769/2574 უკრაინაში დომენებთან  https://spzh.live/ru/ и https://spzh.live/ua/ წვდომის შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ, რომლითაც სარგებლობს კომპანია.

შემდგომში გამოქვეყნებული იყო ანალოგიური ბრძანებები 15.11.2024 № 920/2725 და 10.01.2025 № 10/2811 უკრაინაში დომენებთან  https://spzh.life/ru/ и https://spzh.eu წვდომის შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ, რომლითაც სარგებლობა კომპანია.

ამ  ქმედებების საფუძველი არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შეზღუდვა და მართლმადიდებელ ჟურნალისტთა დევნა. ამ კონტექსტში აღვნიშნავთ, რომ გარდა «TEAM OF THE ORTHODOX JOURNALISTS (TOJ) LTD», უკრაინაში ბლოკირებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი, აგრეთვე სხვა რესურსები, რომლებიც უმე-ს ცხოვრებას აშუქებენ. კერძოდ, «Dialog.tut», «Pravlife», «Raskolam.net».
ჟურნალისტურ მოღვაწეობაში ასეთი თვითნებური ჩარევა ეწინააღმდეგება როგორც უკრაინის ნაციონალურ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სამართალსაც. უკრაინის კონსტიტიციის 34-ე სტატიის თანახმად, ყველას გარანტირებული აქვს აზრისა და სიტყვის თავისუფლების, საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება. ყველას აქვს უფლება თავისუფლად შეაგროვოს, შეინახოს, გამოიყენოს და გაავრცელოს ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან სხვა საშუალებებით - საკუთარი არჩევანით.
უკრაინის კონსტიტუციის მე-15 სტატიის თანახმად, საზოგადოებრივი ცხოვრება უკრაინაში დაფუძნებულია პოლოტიკურ, ეკომომიკურ და იდეოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. არანაირი იდეოლოგია  არ შეიძლება მიჩნეული იყოს სახელმწიფოს მიერ როგორც აუცილებელი. ცენზურა აკრძალულია.

თანახმად უკრაინის კანონის მე-4 სტატიისა „მედიის შესახებ“,  მოღვაწეობა მედიის სფეროში დაფუძნებულია აზრებისა და შეხედულებების გამოხატვის თავისუფლების პრინციპებზე, ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებაზე, გაცვლასა და მიღებაზე, მედიის სფეროში სუბიექტთა მოღვაწეობის თავისუფლებაზე, მათ შორის ინფორმაციის შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა, მედიის სფეროში სამეურნეო საქმიანობის თავისუფლებაზე,  ინფორმაციაზე უფლების, ინფორმაციის ღიაობისა და წვდომის, ინფორმაციის ნამდვილობისა და სისავსის გარანტიაზე, მიღების, გამოყენების, გავრცელების, შენახვისა და დაცვის მართლზომიერებაზე, პიროვნების  პირად და ოჯახურ ცხოვრებაში  ჩარევისგან დაცვაზე. ცენზურა აკრძალულია. დაუშვებელია მედიის სფეროში სუბიექტთა მოღვაწეობაში ჩარევა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიების, შესაბამისი სუბიექტების მფლობელების, სხვა ნებისმიერ  ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მხრიდან.

უკრაინის კონსტიტუციის 35-ე სტატიის თანახმად, ყველას აქვს  მსოფლმხედველობისა და რმენის აღმსარებლობის თავისუფლება. ამ უფლებაში შედის ნებისმიერი რელიგიის აღმსარებლობა, ადამიანს შეუძლია საერთოდ  არ იყოს  არანაირი რელიგიის აღმსარებელი, მას შეუძლია აგრეთვე დაუბრკოლებლად, მარტო ან კოლექტიურად, ჩაატაროს რელიგიური კულტები და რიტუალები, განახორციელოს რელიგიური მოღვაწეობა. ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები უკრაინაში განცალკევებულია სახელმწიფოსგან. არც ერთი რელიგია არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ როგორც აუცილებელი.

ადამიანის უფლებათა  და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მე-10 სტატიის თანახმად (აზრის გამოხატვის თავისუფლება), ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება შეიცავს საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვას, ინფორმაციისა და იდეების  მიღებასა და გადაცემას სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრებისგან დამოუკიდებლად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად (ფატულაევის საქმე აზერბაიჯანის წინააღმდეგ), აზრის გამოთქმის უფლების საქმეებში ჩარევისას აუცილებელია იმის განმარტება, თუ რატომ გახდა ეს ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. 

სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ იყო ნაციონალური სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები „შესაბამისი და საკმარისი“ ჩარევის გასამართლებლად და თუ იყო მიღებული ზომები „კანონიერი მიზეზების შესაბამისი და პროპორციული“. ამ ქმედებისას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ხელისუფლების ნაციონალურმა ორგანოებმა, შესაბამისი ფაქტების მისაღებ  შეფასებაზე დაყრდნობით, გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამება კონვენციის მე-10 სტატიაში ჩადებულ პრინციპებს (შოვის და სხვათა საქმე საფრანგეთის წინააღმდეგ).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე (ფატულაევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ჰენსაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ), კონვენციის მე-10 სტატიის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აზრის გამოხატვის თავისუფლება მიესადაგება არა მარტო „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომლებიც მიღებულია კეთილგანწყობით ან უწყინარი, ან ნეიტრალურია, არამედ იმის მიმართაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელია, აწუხებს სახელმწიფოს ან დასახლების ნებისმიერ სექტორს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, რომელთა გარეშე არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“.
დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავარია, რომ დებატები იმ საკითხებზე, რომლებიც შეიცავენ საზოგადოებრივ ინტერესს,  წარიმართოს თავისუფლად (ფატულაევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ). სასამართლომ აგრეთვე უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, თუ მიღებული ზომები ან ნაციონალური ხელისუფლების მიერ დადებული სანქციები  უკრძალავს პრესას მონაწილეობა მიიღოს საკითხთა განხილვაში, რომლებიც სამართლიან საზოგადოებრივ მღელვარებას იწვევენ (ფატულაევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ).

ადგილი აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევას, თუ ჟურნალისტებს უკრძალავენ იმ საკითხთა განხილვას, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენენ (მაჰმუდოვისა და აღააზადეს საქმის გადაწყვეტილება).
მთავრობის მიმართ დასაშვები კრიტიკის საზღვრები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირის ან თუნდაც პოლიტიკოსის მიმართ. დემოკრატიულ სისტემაში მთავრობის ქმედებები ან უმოქმედობა ზედმიწევნით უნდა კონტროლდებოდეს არა მარტო საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლებით, არამედ საზოგადოებრივი აზრითაც. გარდა ამისა, დომინირებული პოზიცია, რომელზეც დგას მთავრობა, აიძულებს მას თავშეკავებით მოეკიდოს  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხს, თუნდაც მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან არასამართლიანი თავდასხმებისა და კრიტიკის პასუხად, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვა საშუალებები (ინკალის საქმე თურქეთის წინააღმდეგ).

ევროპის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის დეკლერაციის პრეამბულაში ადამიანის უფლებათა და საინფორმაციო საზოგადოებაში სამართლის უზენაესობის შესახებ ნათქვამია, რომ საინფორმაციო და საკომუნაციო ტექნოლოგიებისადმი შეზღუდულმა წვდომამ ან წვდომის არასებობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ადამიანებს არ ექნებათ საშუალება სრულყოფილად განახორციელონ თავიანთი უფლებები.

დეკლარაციის პირველ თავში მითითებულია, რომ უნდა იყოს დაცული აზრია გამოხატვის, ინფორმაციისა და ურთიერთობის  თავისუფლება როგორც ციფრულ, ასევე არაციფრულ გარემოში და ის არ უნდა იზღუდებოდეს.

ევროპის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის მიერ 18.05.2023 მიღებულ  დეკლარაციის პრეამბულაში, რომელიც ინტერნეტით ურთიერთობის თავისუფლებას ეხება,  მითითებულია, რომ ინტერნეტით ურთიერთობის წინასწარი კონტროლი, მიუხედავად საზღვრებისა, უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს და რომ აუცილებელია მოიხსნას ინტერნეტზე ინდივიდუალური წვდომის წინააღმდეგობები.

დეკლარაცია ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა საერთო ბლოკირებისა და ფილტრაციის ღონისძიებების გზით არ უნდა წაართვან  საზოგადოებას ინტერნეტზე წვდომის საშუალება, მიუხედავად საზღვრებისა.
2008/2160(INI) რეკომენდაციაში, რომელიც მიღებულია 26.03.2009 ევროპული პარლამენტის მიერ, პირდაპირ მითითებულია, რომ სახელმწიფოებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ ელექტრონული დემოკრატიის შესაქმნელად ინტერნეტთან სრული წვდომის საფუძველზე. ამიტომ პარლამენტი რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფო-წევრებს, რომ დაგმონ მთავრობის მიერ მოხვეული იმ კონტენტის ცენზურა, რომელიც შეიძლება იძებნებოდეს ინტერნეტ-საიტებზე და მოუწოდა მათ უზრუნველყონ, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება არ ექვემდებარებოდეს თვითნებურ შეზღუდვებს სახელმწიფოს მხრიდან და უარი ითქვას ნებისმიერ სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ ზომებზე, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ შემზღუდავი ეფექტი სიტყვის თავისუფლების ყველა ასპექტზე.

ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტმა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-19 სტატიის თავის საერთო შენიშვნაში № 34 აღნიშნა, რომ დაუშვებელია აეკრძალოს საიტს ან ინფორმაციის გავრცელების სისტემას მასალათა გამოქვეყნება იმის საფუძველზე, რომ ისინი შესაძლოა შეიცავდნენ მთავრობის ან მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკური სოციალური სისტემის კრიტიკას. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები თქვენი კომპეტენციის ფარგლებში დარღვეული უფლებების აღსადგენად.

წერილი გაეგზავნა: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ეუთოს სიტყვის თავისუფლების წარმომადგენლობას,

Amnesty International, Human Rights Watch, Human Rights House Foundation, Freedom House, The Netherlands Helsinki Committee, International Bar Association, The American Society of International Law, ARTICLE 19, The International Federation of Journalists (IFJ), Access Now, Committee to Protect Journalists, International Media Support, International Partnership for Human Rights, PEN International, Reporters without Borders, IFEX International Freedom of Expression Exchange, International Center for Journalists, The Electronic Frontier Foundation, The European Federation of Journalists (EFJ), Free Press Unlimited, The International Press Institute (IPI), Advox (project of Global Voices), The Independent Journalism Center (IJC), Index on Censorship, The World Association of News Publishers, SOCIEDAD INTERAMERICANA DE PRENSA, Open Media, U.S. Commission on International Religious Freedom, World Council of Churches, The International Association for Religious Freedom, International Christian Concern, Open Doors, The Christian Institute, ADF International, Christian Solidarity Worldwide, In Defense of Christians, Religious Freedom Institute.

მანამდე მჟკ წერდა, რომ მჟკ-ს შეაქვს სარჩელი უუს-ის წინააღმდეგ საიტის უკანონო ბლოკირების გამო.

მეუ-მ აჩვენა "ხატი" ეპიფანესთან და ბუდანოვთან ერთად

გამოსახულების ცენტრში დუმენკოა, რომელიც გარშემორტყმულია სხვადასხვა ეპოქის ცნობილი უკრაინელებით. მის ზემოთ არის მთავარანგელოზი მახვილით და ღვთისმშობელი.

უმე-ის არქიდიაკონმა ოდესის თავშესაფარში იმღერა "O Sole Mio"

ანდრეი პალჩუკმა შეასრულა ნეაპოლიტანური სიმღერა, რამაც მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები გამოიწვია.

უმე-ის პოლტავას ეპარქიის ტაძრებში აგროვებენ დახმარებას რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზარალებულებისთვის

ჩვენ გვჭირდება პირველადი მოხმარების ნივთები, საძილე ტომრები, თბილი ტანსაცმელი, მაღალკალორიული საკვები.

მჟკ-მ საერთაშორისო სამართალდამცავებისადმი წარგზავნა მიმართვა საიტის ბლოკირების გამო

მჟკ თხოვს სამართალდამცავებს მიიღონ ზომები ჟურნალისტთა დარღვეული უფლებების აღსადგენად.

ალბანელი არქიეპისკოპოსი ანასტასის დაკრძალვა ტირანაში გაიმართა

ალბანური ეკლესიის წინამძღვარი აღდგომის ტაძრის ქვეშ არსებულ საძვალეში დაკრძალეს.

მჟკ-მა გახსნა ფილიალი ალბანეთში

ახალმა ევროპულმა ორგანიზაციამ ,,მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა’’ ფილიალი გახსნა ალბანეთში.