ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია მხარს უჭერს სირიელ ქრისტიანებს

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები. ფოტო: orthochristian.com

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოხატა მხარდაჭერა ანტიოქიის პატრიარქ იოანესა და სირიელი ქრისტიანების მიმართ.

წმინდა სინოდმა, რომელიც მიტროპოლიტ როსტისლავის თავმჯდომარეობით შეიკრიბა, სირიაში არსებული ვითარება განიხილა.

იერარქებმა მხედველობაში მიიღეს ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე X-ისა და სირიის სხვა ქრისტიანი ლიდერების ერთობლივი განცხადება, რომელიც ერთვის ანტიოქიის წინამძღვრის 22 იანვრის წერილს და გამოუცხადეს „ძმური სოლიდარობა და მხარდაჭერა ანტიოქიის პატრიარქ იოანეს, ყველა ეპისკოპოსს, სასულიერო პირებს და მორწმუნეებს როგორც შუა აღმოსავლეთის საპატრიარქოს, ასევე სხვა ძველი ქრისტიანული ეკლესიის მიმართ“.

„ტკივილით და ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით ამ რეგიონში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებსა და ძალადობას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ექსტრემიზმის, ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც იწვევს წმინდა ადგილების და ადამიანთა საცხოვრებლების განადგურებას, მოსახლეობის გადასახლებას და სიცოცხლის მოსპობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის იერარქებს მიაჩნიათ ეს ქმედებები „მიუღებლად არა მხოლოდ ადამიანში ღვთის ხატის პატივისცემის და მოყვასის სიყვარულის მცნების გამო, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების გამო, ისევე როგორც ყოველი ადამიანის სიცოცხლის უზარმაზარი ღირებულების გამო“.

„ჩვენ ვუერთდებით ლოცვებს სამხედრო კონფლიქტების სწრაფად დასასრულებლად და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის იმ ადგილებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი მაცხოვრის ცხოვრებასთან, მისი მოციქულების მოღვაწეობასთან და ქრისტიანული რწმენის გავრცელებასთან მთელ მსოფლიოში “, - ნათქვამია განცხადებაში.

მჟკ-მ დაწერა, რომ სირიის რელიგიურმა ლიდერებმა ახალ პრეზიდენტს ერთობლივი მესიჯი გაუგზავნეს.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.