საქმეთმმართველის თქმით 2021 წელს მეუ-ში „გადასვლები“ არ მომხდარა

მიტროპოლიტი ანტონი (ოაკანიჩი) გადაცემაში «იერარქის სიტყვა». ფოტო: скриншот youtube-канала UkrLive

2022 წლის 7 იანვარს, უმე-ის საქმეთმმართველმა, ბორისპილისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ (პაკანიჩი), UkrLive TV-ზე გადაცემა "იერარქიის სიტყვის" ახალ გამოშვებაში თქვა, რომ 2021 წელს არ ყოფილა ეგრეთწოდებული "გადასვლები" მეუ-ში.

„სიტუაცია შეიცვალა, შესაძლოა, კარდინალურადაც კი, პრეზიდენტ პოროშენკოს მმართველობის პერიოდთან შედარებით. მაშინ სახელმწიფო პოლიტიკა იყო უმე-ის მორწმუნეების უფლებების შელახვა და უბრალოდ მისი განადგურება. ახლა არ არსებობს ასეთი სახელმწიფო პოლიტიკა - არ არსებობს კიევის ბრძანება ეკლესიების ჩამორთმევის შესახებ. მოკლე სტატისტიკას თუ ავიღებთ, მაშინ 2019 წელს დაფიქსირდა ეკლესიის ჩამორთმევის 128 ფაქტი , გასულ წელს მხოლოდ 7. 2019 წელს - 88. ე.წ. ბრძანება, ცენტრიდან ინსტრუქციები არ არის და ვითარება თანდათან სტაბილიზდება“, - აღნიშნა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის საქმეთამმართველმა.

ამავდროულად, მიტროპოლიტ ანტონის თქმით, რთული ვითარება დარჩება უმე-ში მრავალი წლის განმავლობაში, რადგან ანტიეკლესიური კანონები ჯერ არ გაუქმებულა.

„ჩვენ მადლობელი ვართ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული დისტანცია პოლიტიკოსებსა და რელიგიურ თემებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი კეთდება საეკლესიო საკითხის ფუნდამენტურად მოსაგვარებლად, რადგან ის არაკონსტიტუციური კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ კონვენციას, კვლავ ძალაშია. ეს არის კანონი სახელის გადარქმევის შესახებ და კანონი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ეკლესიის სამრევლოების ე.წ. გადასვლას სქიზმატიკურ ,,მეუ’“-ში. ეს საკითხები, სამწუხაროდ, არ წყდება და სანამ არსებული კანონმდებლობით არ მოგვარდება, ეს ვითარება კიდევ დიდხანს დარჩება შეუცვლელი“, - დასძინა მიტროპოლიტმა ანტონიმ.

მისი თქმით, ამ კანონების გამო 1000-ზე მეტ მრევლს ჯერ კიდევ არ აქვს სახელმწიფო რეგისტრაცია.

„ამ პერიოდში, სახელის გადარქმევის შესახებ კანონის გამო, ეპარქიაში ვერ დავარეგისტრირეთ ვერც ერთი ეპისკოპოსი, რომელიც გადავიყვანეთ ან დავნიშნეთ. დღეს 1000-ზე მეტ მრევლს სახელმწიფო რეგისტრაცია არ აქვს. ეს არის მთელი ადგილობრივი ტაძრები, რომელიც არსებობს, ღიაა, საბუთები წარდგენილია, მაგრამ იმის გამო, რომ ეს კანონი მოქმედებს... დიახ, შეჩერებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს სამრევლოები არ არიან რეგისტრირებული იმ ორგანოებში. რეგისტრაცია დიდ სირთულეს წარმოადგენს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონიმ.

როგორც მჟკ ადრე წერდა, დუმენკომ სამჯერ მეტი მორწმუნე დაითვალა მეუ-ში, ვიდრე უმე-ში.

ნიკოლოზობის დღესასწაულზე პრაღაში სატანისტური შოუ გაიმართება

შემზარავი არსებები საჩუქრების დარიგების ნაცვლად ბავშვებს შეაშინებენ.

19 ნოემბერს, უმე-ის ოდესის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ილოცებენ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის

უმე აღავლენს ლოცვას ოდესის დაბომბვის შედეგად ყველა დაღუპულთა და დაშავებულთათვის.

მიტროპოლიტმა ევლოგიიმ მიუსამძიმრა სუმის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

სუმის ეპარქიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში განსაკუთრებული პარაკლისი აღევლინება.

Kyipride-მა ბოდიში მოიხადა თარიღის არჩევისთვის და გადადო ლგბტ ფესტივალი

ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს კრიტიკა გოლდომორის ხსოვნის დღეს მათი ღონისძიების გამართვის გამო.

ნოვოსელკაში უცნობმა პირებმა კვლავ გაქურდეს უმე-ის საეკლესიო სახლი

სოფელში უმე-ის მორწმუნეებს სისტემატიურად დევნიან.

პირველად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოიყენება სასულიერო სივრცეში

ინოვაცია დაეხმარება მათ, ვინც ვერ ახერხებს ვატიკანში ჩამოსვლას წმინდა პეტრეს ბაზილიკის დასათვალიერებლად.