მეუ-ს "იერარქი" "კრებაზე" : ფანარიონელები პოროშენკოს - ჩვენ დაგვაპატიმრეს?
პეტრე პოროშენკო ფანარიონის იერარქებთან ერთად ,,საბჭოს'' სხდომაზე. ფოტო: «Левый берег»
ჩერნოვცისა და ბუკოვინის მეუ-ს "მიტროპოლიტმა" დანიილ კოვალჩუკმა, ჩერნოვცის ოლქის სოფელ კორიტნოეს მეუ-ს ახალი ტაძრის სამწყსოსთან მიმართვისას ისაუბრა, როგორი სირთულეები, კამათი და კონფლიქტები წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული "გაერთიანებული კრების" ორგანიზებისას 2018 წლის დეკემბერში. ქადაგების ვიდეო განთავსებულია «Православні Буковини ПЦУ» ფეისბუქ გვერდზე.
კოვალჩუკის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც "საქმე გაჭიანურდა" სამი საათით, ფანარიონის იერარქებმა არ მოინდომეს "კრებაში" მეტი მონაწილეობა და გაემგზავრნენ აეროპორტში.
"კრების წინ, როდესაც მსოფლიო პატრიარქს შეეძლო განესაზღვრა ჩვენი ეკლესია და მოეცა ტომოსი, წირვის დროს პატრიარქმა ფილარეტმა დაიწყო აღშფოთება, რადგანაც ეპისკოპოსებმა მხარი დაუჭირეს ლუცკის მიტროპოლიტს, როგორც ეკლესიის მეთაურს. ხოლო პატრიარქი ფილარეტი მეთაურად მიიჩნევდა ეპიფანეს, და შეწყვიტა პატივისცემის გამოხატვა ლუცკის ეპისკოპოსის მიმართ. მე შევშინდი: ღმერთო! გადმოვა სულიწმინდის მადლი კრებაზე თუ არა? ცუდად იწყება, დავა, კამათი",- გაგვიზიარა თავისი მოგონებები "იერარქმა".
მან განაცხადა, რომ სიტუაცია გამოასწორა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ.
"ეგზარქოსები უკვე გაემგზავრნენ, იმიტომ რომ საქმე სამი საათით გაჭიანურდა. პოროშენკომ გააუქმა ფრენები აეროპორტში, შემდეგ ის მიდის აეროპორტში და მიყავს ისინი. ისინი აღშფოთებული არიან და ამბობენ - "რა არის ეს, ჩვენ დაპატიმრებული ვართ?!" როგორი უსიამოვო პროცესი იყო!",-თქვა დანიილ კოვალჩუკმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, დანიილ კოვალჩუკმა განაცხადა, რომ "ზუსტად პეტრე პოროშენკოს მეშვეობით გადმოვიდა სულიწმინდა "გაერთიანებულ კრებაზე".
შეგახსენებთ, "გაერთიანებული კრება" ჩატარდა 2018 წლის 15 დეკემბერს სოფიის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ბართლომესა და პეტრე პოროშენკოს ინიციატივით. მის დაწყებამდე კიევის საპატრიარქოს უმე-ს "ადგილობრივმა ტაძრებმა" და უამე-მ გადაწყვეტილება მიიღეს შეეწყვიტათ თავისი მოღვაწეობა როგორც ცალკეულ რელიგიურ გაერთიანებებს და შეექმნათ უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია. ღონისძიებაზე, ინიციატორების გარდა- უკრაინის მოქმედი პრეზიდენტისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებისა, იმყოფებოდნენ "იერარქები" უმე (კ)კს-დან , უამე-დან, უმე-ს ორი "იერარქი", წასულები განხეთქილებაში. შეკრებილებმა გამოაცხადეს ახალი წარმონაქმნის- მეუ-ს შესახებ.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.