უმე-ს საქმეთა მმართველი: განხეთქილების ლიდერები მარიონეტები არიან
უმე-ს საქმეთმმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: rusk.ru
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა ტელეარხ UkrLive-თან ინტერვიუში გამოთქვა აზრი, რომ უკრაინის განხეთქილების ლიდერები ვერ ახდენენ გავლენას გაყოფის სიტუაციაზე, რადგან თავიანთ ქმედებებში ბოლომდე დამოუკიდებლები არ არიან.
„ყველაფერი ღვთის ხელშია. მართალია, ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავთ სურვილს, რომ ნაპოვნი იყოს ამ საკითხის გადაწყვეტის სწორი საეკლესიო გზა, მაგრამ იმ ძალებსაც ვერ ვხედავთ, რომლებიც ამ საკითხის მოაგვარებას ხელს შეუწყობდნენ. ალბათ, ცოტა რამ არის დამოკიდებული მათზე, ვინც ახლა უკრაინაში განხეთქილებას ხელმძღვანელობს. ასე თუ ისე, როგორც ვხედავთ, ისინი მარიონეტები არიან უფრო ძლიერი, პოლიტიკური ენით რომ ვთქვათ, „მოთამაშეების“ ხელში არა მარტო საეკლესიო წრეში, არამედ მსხვილ გეოპოლიტიკურ ველზე“, - თვლის მეუფე ანტონი.
მიტროპოლიტმა ანტონმა ხაზი გაუსვა, რომ განხეთქილების გადალახვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კრებითად და საეკლესიო კანონთა ბაზაზე.
„გარდა ამისა, ჩვენ, როგორც მორწმუნე ხალხს, იმედი გვაქვს, რომ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. უკრაინის საზოგადოება იმის ღირსია, რომ მართლმადიდებლები ერთიანები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ შეთანხმებით უნდა წყდებოდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი ეკლესიის ძირითადი პოზიციას, რომ ყველაფერი საეკლესიო კანონებს უნდა ეფუძნებოდეს. იმ ტრადიციას, რომელიც ჩვენი მოსაგრეების სისხლით და ოფლით არის აშენებული და რომელმაც თავისი სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა. ამიტომ ყველაფერი შეთანხმებით, კრებითად უნდა წყდებოდეს“.
მჟკ წერდა, რომ, უმე-ს საქმეთა მმართველის აზრით, განხეთქილების ლეგალიზების საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.