უსიკი ქორწინებაზე: ღვთის წინაშე ჯვარი დავიწერეთ, სხვაგვარად ვერ ვცხონდებით

ალექსანდრე უსიკი მაშა ეფროსინინას საავტორო გადაცემაში «Экзамен». ფოტო: скриншот видео Youtube-канала Маша Ефросинина

მსოფლიოში ცნობილი მოკრივე ალექსანდრე უსიკი მაშა ეფროსინინას საავტორო პროგრამაში «Экзамен» მის YouTube-არხზე ყვებოდა, რომ ღვთის წინაშე ჯვრისწერა მას აუცილებლად მიაჩნია.

„ეკატერინეს (უსიკის მეუღლე, - რედ.) თავიდანვე ვუთხარი: შენ ჩემი ცოლი იქნები! ასეც მოხდა“, - აღიარა სპორტსმენმა.

თუმცა უკვე რამდენიმე წელია დაქორწინებულები არიან, მეუღლეებმა მხოლოდ წლინახევრის წინ გადაწყვიტეს ჯვრისწერა. ალექსანდრე უსიკის სიტყვებით, მეუღლემ  გრძნობების დროში  გამოცდა შესთავაზა. ალექსანდრე უსიკის სიტყვებით, ქორწინება ჯვრისწერის გარეშე სპორტსმენისთვის სერიუზული გამოცდა იყო. მაგრამ ის მზად იყო დალოდებოდა, სანამ ცოლი  დათანხმდებოდა ჯვრისწერის საიდუმლოში მონაწილეობას.

„მე ვუთხარი, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც შენ „ჰო-ს“ იტყვი, ჩვენ ჯვარს დავიწერთ. ჯვრისწერა და ქორწილის გადახდა, მეგობრების მოწვევა  ქორწინების მეათე წელს გვინდოდა“, -  იხსენებს მოკრივე.

მაგრამ ჯვრისწერა სულ სხვა სცენარით წარიმართა.

„წავედით ჯვრისწერაზე, არავინ არ იყო. არავინ არ იცოდა. ესწრებოდა მოძღვარი, ვინც ჯვარი დაგვწერა, მე, კატია და ჩვენი ოჯახის მეგობარი“, - ყვებოდა ჩემპიონი.

წამყვანის კითხვაზე, რა წესებს იცავს ალექსანდრე ჯვრისწერის მერე, სპორტსმენმა უპასუხა:

„ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, რა წესები? ღვთის წინაშე აღვასრულეთ ქორწინება, თუ მე ვერ ვცხონდი, ისიც ვერ ცხონდება“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ცნობილი მოკრივე ალექსანდრე უსიკი უმე-ს მრევლშია.

მანამდე მჟკ  ყვებოდა ალექსანდრე უსიკის შეხედულებებზე ბავშვთა მართლამდიდებლური აღზრდის შესახებ.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.