ივანო-ფრანკოვსკში ჩინოვნიკები უმე-ს ტაძრის შენობას ანგრევენ

10 თებერვალს ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ტაძრის დემონტაჟის შესახებ, რომელიც უფლის ფერიცვალების რელიგიურ თემს წაართვეს გაეროს ადამიანის უფლებეთა კომიტეტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. ამის შესახებ იუწყება «Религиозная правда».

ჟურნალისტთა კითხვაზე, რატომ მიიღეს ასე სასწრაფოდ  გადაწყვეტილება დემონტაჟის შესახებ - სულ რაღაც რამდენიმე დღეში გამოსახლებიდან - განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის დირექტორმა იგორ მაქსიმჩუკმა აღნიშნა: „ვერ ვიტყოდი, რომ სწრაფად. პირიქით, შეიძლება დაგვიანებულიც კი არის. იმიტომ რომ ეს საკითხი უკვე „წვერიანია“, 7 წელია სასამართლოებშია. ჩვენ ვმოქმედებთ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად“.  

ამავე დროს მაქსიმჩუკმა აღიარა, რომ ჯერ საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაც  არ არის მზად საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, რომელსაც ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში იყენებდა როგორც ტაძრის დანგრევის ძირითად მიზანს.

მჟკ წერდა, რომ ფერიცვალების ტაძრის ირგვლივ სასამართლო განხილვები არა ერთი წელია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ დაბლოკა გადაწყვეტილება ივანო-ფრანკოვსკში უმე-ს ტაძრიდან გამისახლებაზე, 2021 წლის ოქტომბერში ქალაქის მერმა განაცხადა უმე-ს თემზე გამარჯვების შესახებ, ხოლო 2022 წლის 7 თებერვალს მოხელეებმა მორწმუნეები ტაძრიდან გამოასახლეს. თემის წევრებმა საკურთხევლიდან ტრაპეზი, სამსახვერპლო და წმინდა ჭურჭელი წაიღეს, შენობაზე კი ჯვარი და გუმბათები დატოვეს.

„ალბათ მათ ივანო-ფრანკოვსკის მერი მოხსნის“, - თქვეს მრევლის წევრებმა.

ახლა უფლის ფერიცვალების თემი ივანო-ფრანკოვსკში   სახლის ან მიწის ნაკვეთის საყიდლად სახსრებს აგროვებს.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.