კიევში გამოასახლეს თემი ნეტარი ქსენიას სახელობის ტაძრის შენობიდან
10 თებერვლის ღამით კიევის № 3 ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმის განკარგულებით საავადმყოფოს ტაძრიდან გაიტანეს ყველა ხატი, საეკლესიო საგანი და სხვა საკუთრება. ამაზე მჟკ-ს კორესპოდენტს უთხრა წმინდა ნეტარი ქსენიას ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა იგორ დმიტრუკმა.
"უცნობი პირები მოვიდნენ საღამოს, ბარბაროსულად ჩამოხსნეს ყველა ხატი და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. მანამდე მთავარი ექიმი გვაფრთხილებდა, რომ თუ არ გამოვალთ 6 თებერვლამდე, მიღებულ იქნება ზომები, თუმცა ჩვენ არ ველოდით, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს სიწმინდეებს",- თქვა მამა იგორმა.
ტაძრის წინამძღვრის სიტყვებით, მრევლმა შეძლო მოენახა ფირმა, რომელმაც გადაიტანა საკუთრება, ფირმის მფლობელებს ჩვენ უკვე დავუკავშირდით და ისინი დაგვპირდნენ დააბრუნონ ხატები და საეკლესიო ჭურჭელი.
"მაგრამ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებული იყო ჩვენი ტაძარი, უკვე შეიტანეს სამშენებლო მასალები და დღეს დაიწყება სარემონტო სამუშაოები, იქ იქნება სამედიცინო კაბინეტები. ჩვენ გამოგვასახლეს ტაძრიდან, და უკვე ვეძებთ მრევლთან ერთად ახალ ადგილს",- ამბობს წმინდა ქსენიას ტაძრის წინამძღვარი.
როგორც მღვდელმა იგორ დმიტრუკმა დააზუსტა, პრობლემები ტაძრის შენობისთვის დაიწყო წელიწადნახევრის წინ, როდესაც საავადმყოფოში ხელმძღვანელობა შეიცვალა. ახალმა მთავარმა ექიმმა უარი თქვა არენდის ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხოლო შემდეგ საერთოდ გადაწყვიტა გამოესახლებინა საეკლესიო თემი საავადმყოფოდან.
ადრე მჟკ წერდა იმაზე, რომ 2022 წლის თებერვალში ივანო-ფრანკოვოს ხელისუფლებამ ტაძრიდან გამოასახლა მორწმუნეები იმ მოტივით, რომ ამ ადგილას აპირებენ საბავშვო ბაღის აშენებას.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.