რმე-ს ეპარქიები დონბასიდან ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს დონბასიდან ლტოლვილებს, თქვა ვლადიმერ ლეგოიდამ, საზოგადოებასთან და მედიასთან საეკლესიო ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა, თავის Telegram არხზე.

„შახტის ეპარქია ორგანიხებას უკეთებს ლტოლვილთა კვებასა და განსახლებას. დონბასის ლტოლვილებისთვის შემოწირულობებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება ხორციელდება ეკატერინოდარის, ვოლგოდონსკის, ვლადივოსტოკის ეპარქიებში. ორენბურგის მიტროპოლიტმა ვენიამინმა მიმართა ხალხს, ლტოლვილების მიმართ გამოიჩინონ მოწყალება, ძმური სიყვარული და მზრუნველობა, ასევე გააძლიერონ ლოცვა დონბასში მშვიდობისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ლეგოიდამ.

დონის - როსტოვის ეპარქიის სოციალური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შექმნილია ოპერატიული შტაბი, რომელიც თანამშრომლობს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შტაბთან. როსტოვის ოლქის ყველა დროებითი განსახლების ცენტრში მორიგეობენ მღვდლები და სულიერ დახმარებას უწევენ ხალხს. ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. ორგანიზებულია საკვების, ტანსაცმლისა და აუცილებელი ნივთების შეგროვება. სასულიერო პირები სტუმრობენ დროებით განსახლების ცენტრებს, გადასცემენ ჰუმანიტარულ დახმარებას.

ფოტო: РИА новости

დახმარებას სთავაზობენ დონბასიდან ლტოლვილებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტრუქტურების მეშვეობით, მათ შორის საზღვარგარეთიდან. ამის შესახებ დონის - როსტოვის ეპარქიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელმა, მღვდელმა ევგენი ოსიაკმა განაცხადა.

„ისინი უკვე რეკავენ საზღვარგარეთიდან. დარეკეს გერმანიიდან, ავსტრიიდან, სხვა ქვეყნებიდან: ვის მივმართო, სად გავაგზავნო ჰუმანიტარული და მატერიალური დახმარება? - განაცხადა მამა ევგენიმ პირდაპირი ტრანსლაციის დროს, რომელიც ინსტაგრამზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო ქველმოქმედებისა და სოციალური მომსახურების სინოდალური განყოფილების გვერდზე გაიმართა.

მანამდე მჟკ-მ დაწერა, რომ დონის მეტროპოლიის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი გადავიდა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.