მიტროპოლიტმა თადეოსმა პრეზიდენტს იან ტაქსიურის გათავისუფლება სთხოვა
ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტმა თადეოსმა ჩაწერა ვიდეო მესიჯი, რომელშიც ითხოვდა მართლმადიდებელი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და ჟურნალისტის იან ტაქსიურის გათავისუფლებას.
„უძველესი დროიდან კიევის რუსეთის სასულიერო პირებს უფლება ჰქონდათ ეშუამავლათ ამ ქვეყნის ძლევამოსილთა წინაშე დაგმობილ მოქალაქეებზე. უფრო მეტიც, ეს არ არის მხოლოდ მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსების უფლება, არამედ მოვალეობაცაა, მით უმეტეს, თუ დაგმობილი იყო ხანშიშესული, ან მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. ამასთან დაკავშირებით, ჩემი უძველესი უფლებით, მე, ჩერკასისა და კანევსკის მიტროპოლიტი თადეოსი, მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის, სამართალდამცავ ორგანოებს და ყველას, ვისზეც ეს დამოკიდებულია. გთხოვთ, გაათავისუფლოთ უკრაინელი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი იან ტაქსური ლუკიანოვკის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან“, - განაცხადა ეპისკოპოსმა თადეოსმა.
„ამ კაცს მრავალი წელია ვიცნობ, ის არის სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი. ონკოლოგიური პაციენტისათვის ცხოვრების სამოცდამეათე წელს ციხეში ყოფნა საშინელებაა. ყოველი ადამიანი, ვინც მას იცნობს, ვერასოდეს დაიჯერებს, რომ ის, ჯერ ერთი, ბოროტმოქმედია და მეორეც, რომ ასე მკაცრად იზოლირებული უნდა ყოფილიყო საზოგადოებისგან, ოჯახისგან, ექიმებისა და ადვოკატებისგან. მისი, როგორც ჟურნალისტის პიროვნება შეიძლება გახდეს მთელი მსოფლიოსთვის ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისადმი დამოკიდებულების მტკიცებულება. და თუ, ღმერთმა არ ქნას, ციხეში მოკვდეს, მისი სიკვდილი წარუშლელი ლაქა გახდება ყველასთვის, ვინც ამ საქმის თანამონაწილეა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
„ვწუხვარ და გთხოვთ, გაუშვათ იან ტაქსიური სახლში ან საავადმყოფოში. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ გირაო. გადავარჩინოთ პატიოსანი, გონიერი და მოკრძალებული ადამიანის სიცოცხლე. ასეთი ხალხი ახლა თითქმის აღარ დარჩა“, - ამ სიტყვებით დაასრულა ეპისკოპოსმა ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მიმართვა.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ჟურნალისტი და ,,პერში კოზაცკის’’ წამყვანი იან ტაქსიური 10 მარტიდან სამედიცინო და იურიდიული დახმარების გარეშე იმყოფება კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორში. მისი ჯანმრთელობა ბოლო დროს გაუარესდა. მანამდე ტაქსიურის დასაცავად გამოვიდა ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა, ცოტა ხნის წინ კი ჟურნალისტის ქალიშვილმა მარია ტრანდაფილოვამ პრეზიდენტს მამის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.