უმე-ს აკრძალვა? უკრაინის შიგნით განხეთქილების კანონპროექტების შესახებ
რფ-თან ომიდან ჯერ თვეც არ გასულა, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს გახსნან „შიდა ფრონტი“, - დაიწყონ „საბრძოლო მოქმედებები“ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. 2022 წლის 22 მარტს უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი 7204 „უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ“, ხოლო 26 მარტს კანონპროექტი 7231 ცვლილებების შეტანის შესახებ უკრაინის კანონში „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ“, რომელთა არსიც იგივეა - უმე-ს განადგურება.
კანონპროექტი 7204
კანონპროექტი 7204 უმაღლეს რადაში შეიტანა სახალხო დეპუტატმა ოქსანა ვასილევნა სავჩუკმა, სგ „თავისუფლების“ პარტიის წევრმა, ივანო-ფრანკოვოს მკვიდრმა. ის აღმსარებლობით ბერძენ-კათოლიკეა, 2018 წელს მან ჯილდო მიიღო რომის პაპ ფრანცისკესგან. სავჩუკმა ასევე მიიღო საეკლესიო ორდენი სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს ხელიდან.
ო. სავჩუკის მსოფლმხედველობის შესახებ მეტყველებს ის ფაქტი, რომ კანონპროექტი 2797-ის განხილვისას ნაციზმისა და იმ პირთა გმირობის აკრძალვის შესახებ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჰოლოკოსტში, მან განაცხადა, რომ ჰიტლერის სს დივიზია „გალიჩინის“ მებრძოლები გმირები არიან.
ო.სავჩუკის კანონპროექტის არსი ცალსახად მარტივია - „მოსკოვის საპატრიარქოს“ აკრძალვა უკრაინაში, ხოლო მისი ქონების ნაციონალიზაცია. იმ თემებს, რომელთაც სურთ ნაციონალიზაციის თავიდან აცილება, ეძლევა 14 დღე იმისთვის, რომ „შეიცვალონ თავიანთი დაქვემდებარება“.
უმე-ს განადგურების სქემა კანონპროექტი 7204-ის თანახმად შემდეგნაირად გამოიყურება:
- ცხადდება უმე-ს საქმიანობის აკრძალვა. მუხლი 1: “უკრაინის ტერიტორიაზე იკრძალება მოსკოვის საპატრიარქოს -რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც წარმოადგენენ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილს, მათ შორისაა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია“.
- ამის შემდეგ, 2 დღის შიგნით უმე-ს მმართველო ორგანოების მთელი ქონება ექვემდებარება ნაციონალიზაციას.
მუხლი 1: „საეკლესიო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და სამმართველოს, მათ შორის, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის მიტროპოლიის, სინოდალური დაწესებულებების, ეპარქიების სამმართველოს მთელი საეკლესიო საკუთრება ძალაში შესვლიდან 48 საათის განმავლობაში ამ კანონის ძალით ექვემდებარება ინვენტარიზაციასა და ნაციონალიზაციას“.
აღსანიშნავია, რომ 48 საათში ამის გაკეთება ტექნიკურად შეუძლებელია, ესოდენ მოკლე დრო კანონპროექტში მითითებულია იმ მიზნით, რომ აჩვენოს ამომრჩევლებს, რამდენად მაგარია კანონპროექტი და რაოდენ შეურიგებელია ის „მტერთან“ ბრძოლაში.
- ამასთან იწყება 14 დღის ათვლა, რომლის განმავლობაშიც, „რელიგიურ თემებს, მონასტრებსა და სასწავლო დაწესებულებებს“ შეუძლიათ თავიანთი დაქვემდებარების შეცვლა (უნდა ვივარაუდოთ, მეუ-ში ან უბკე-ში გადასვლა). ამ შემთხვევაში მათ არ ჩამოართმევენ ქონებას, მაგრამ როგორც იტყვიან „პარში გაატარებენ“.
მუხლი 5: „მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიური თემების, მონასტრებისა და სასულიერო სასწავლო დაწესებულებების დაქვემდებარების შეცვლის დროს უკრაინა ახორციელებს ანტიუკრაინულ ან ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე ან რუს აგრესორებთან კოლაბორაციონალიზმზე ინფორმაციის შემოწმებას და ასეთი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეებს აძლევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მოქმედი კანონდებლობის თანახმად“. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ფეიკი და ცრუ ბრალდება ისმის უმე-ს მისამართით ამ კუთხით, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ეს იქნება სასტიკი ანგარიშსწორება არასასრუველებთან.
- თემები, მონასტრები და სასულიერო სკოლები, რომლებმაც უარი თქვეს „დაქვემდებარებაზე“, უბრალოდ აიკრძალება, ხოლო მათი ქონება დაექვემდებარება კონფისკაციას.
- კიევ-პეჩორის, პოჩაევისა და სვიატოგორის ლავრები და სხვა ტაძრები გადაეცემა სახელმწიფოს ან ადგილობრივ ტერიტორიულ თემებს. კანონპროექტში ამის შესრულების ვადები მითითებული არაა.
კანონპროექტი 7213
სამი დღის შემდეგ, 26 მარტს, უმაღლეს რადაში შევიდა მეორე კანონპროექტი უმე-ს ფაქტიურ აკრძალვაზე. ის შეიტანა დეპუტატების ჯგუფმა, რომელთაგან უმრავლესობა არჩეულია პარტია „ხმისგან“. ბევრი მათგანი გაერთიანებული იყო ორგანიზაციაში „პლასტი“ და უკრაინის გალიცკის პარტია. საინტერესოა ის, რომ ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა მაგალითად, ოქსანა სავჩუკი, ახლოსაა მეუ-თან. მაგალითად, სოლომია ბობროვსკაიამ რადაში შექმნა ფრაქციათშორისი გაერთიანება მეუ-ს მხარდასაჭერად და სერგეი დუმენკოსგან მიიღო საეკლესიო ორდენი. მეუ-ს მეთაურს სტუმრობენ სხვა ავტორებიც, მაგალითად, იაროსლავ იურჩიშინი..
სავჩუკისგან განსხვავებით, კანონპროექტი 7213 გულისხმობს ცვლილებებისა და დამატებების შეტანას უკვე არსებულ კანონში „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“, კერძოდ კი, მესამე მუხლის შევსებას შემდეგი შინაარსის აბზაცით:
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად აკრძალულია იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საქმიანობა, რომლებიც უშუალოდ ან როგორც სხვა რელიგირუი ორგანიზაციის (გაერთიანების) შემადგენელი ნაწილები შედიან რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) სტრუქტურაში (წარმოადგენენ ნაწილებს), რომელთა მმართველი ცენტრიც (სამმართველო) მდებარეობს უკრაინის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოში, რომელიც კანონით ცნობილია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჩამდენად და/ამ რომელმაც დროებით განახორციელა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია“.
ეს კანონპროექტი უფრო „დიპლომატიურია“. აქ არაა ნახსენები არც რმე, არც უმე, არაა საუბარი ქონების კონფისკაციაზე (თუმცა, გარკვეული მინიშნება არის ამაზე), არაა საუბარი იმაზე, რომ უმე-ს წაართმევენ ლავრებს, არაა უუს-დმი მოთხოვნები შეამოწმონ რელიგიური თემები „დაქვემდებარების“ შეცვლისას და ა.შ.
კანონპროექტში 7213 ასევე არის პირობა, რომელიც მოცემულ კანონპროექტს, არსებითად ხდის საერთოდ არგამოყენებად უმე-ს მიმართ. ნათქვამია, რომ საქმიანობა ეკრძალებათ რელიგიურ ორგანიზაციებს, „რომელთა მმართველი ცენტრიც (სამმართველო) უკრაინის ფარგლებს გარეთაა“.
საწესდებო დოკუმენტებიდან გამომდინარე, უმე-ს მმართველი ცენტრი უკრაინაშია. ასე, მაგალითად, უმე-ს წესდების პ.1 გვამცნობს: „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს დამოუკიდებელს თავის მართვასა და მოწყობაში“. რმე-ს წესდება საერთოდ კატეგორიულ განცხადებას შეიცავს იმის თაობაზე, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ცენტრი ქალაქ კიევშია“ (თავი X, პ. 4). აქედან გამომდინარე, უმე არ ექცევა აკრძალვის ქვეშ. თუმცა, დასკვნის გაკეთებას იმის თაობაზე, რომ კანონპროექტი 7213 მოწოდებულია სინამდვილეში არ აკრძალოს უმე, არამედ ის გაიყვანოს დარტყმიდან, არ იძლევა, როგორც კანონპროექტის ავტორების შემადგენლობა, ასევე მასზე დართული განმარტებითი ჩანაწერები.
კერძოდ, ამ ჩანაწერში საუბარია: „უკრაინაში თავის საქმიანობას აგრძელებს განშტოებული სრულიად უკრაინის სადაზვეერვო-დივერსიული სტრუქტურა, რომელიც მთელი ეს წლები მუშაობდა და აგრძელებს მუშაობას პუტინის სასარგებლოდ - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში (ადრე - მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია). მაგალითად, 2022 წლის 25 თებერვალს კიევის ოლქში, გოსტომელთან დაკავებულ იქნა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი მიხეილ პავლუშენკო, რომელიც ეხმარებოდა რუსულ არმიას. 2022 წლის 16 მარტს კიევში დააკავეს უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღდველი, მამა ონუფრი. მისი სახლის ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს, რომ ის თანამშრომლობდა რფ-ს სპეცსამსახურებთან. და ასეთი შემთხვევები არაა ერთეული“.
ჯერ ერთი, ასეთი შემთხვევები ერთეულია, რამდენადაც სხვა შემთხვევები ჩვენთვის უცნობია.
მეორე, მსგავსი ფაქტების არსებობა ასეთი დონის დოკუმენტებში, როგორც მინიმუმ იწვევს, გაკვირვებას. დეკანოზ მიხეილ პავლუშენკოს დაკავება არის წმინდა წყლის გაუგებრობა, რამდენადაც ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავი მისი სახლის მახლობლად მინდორში დაეცა გოსტომელში და მღვდელი უბრალოდ გავიდა გაეგო, ხომ არ სჭირდებოდა მას დახმარება. სამართალდამცავებს ის თავიდან დივერსანტი ეგონათ და ამიტომაც დააკავეს. თუმცა, სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, ის სახლში გაუშვეს ისე, რომ არავითარი ბრალდება არ წარუდგენიათ მისთვის. ვინმე „მამა ონუფრის“ (ტარასოვის) დაკავების შემთხვევა არის ჩვეულებრივი ფეიკი, რამდენადაც კიევის მიტროპოლიის ცნობით, „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შტატში მღვდელმონაზონი ონუფრი საერო სახელით სერგეი ტარასოვი არ არსებობს“.
ამდენად, კანონპროექტი 7213 ეფუძნება მხოლოდ ორ წინასწარ ცრუ მტკიცებას, მაგრამ ამის მიუხედავად მისი ავტორები ამტკიცებენ, რომ უმე არის „სრულიად უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული სტრუქტურა“. როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია.
როგორი იყო ანტისაეკლესიო კანონპროექტები ადრე
კანონპროექტები 7204 და 7213 სულაც არაა პირველი ანტისაეკლესიო კანონპროექტების რიგში. შეიძლება გავიხსენოთ კანონი N 2662- VIII 20.12.2018 წ. „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც შედიან იმ რელიგიური ორგანიზაციის სტრუქტურაში (წარმოადგენს ნაწილს), რომლის ხელმძღვანელი ცენტრიც ქვეყანაშია, რომელიც უკრაინის მიერ აგრესორ-ქვეყანად არის ცნობილი, მიეთითება სახელწოდების ცვლილება. არსებითად, ეს მოთხოვნაა უმე-ს მიმართ სახელი შეიცვალოს „რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიად უკრაინაში“. მოცემული მოთხოვნის შეუძლებლობის თაობაზე შეგვიძლია დეტალურად წავიკითხოთ სტატიაში „რატომ არ შეიძლება დათანხმება სახელის გადარქმევაზე“.
შეგვიძლია გავიხსენოთ 2019 წლის 17 იანვრის კანონი 2673-VIII „რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებისა და იურიდიული პირის სტატუსის მქონე რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურის შესახებ უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც მართალია, არ აძლევს ასეთ ფართო შესაძლებლობებს საეკლესიო რეიდერობას, რომელიც გათვალისწინებული იყო მის თავდაპირველ ვარიანტში, მაგრამ მაინც იძლევა საშუალებას მოხდეს უმე-ს თემის ხელახლა რეგისტრაცია თემის წევრების ნების საწინააღმდეგოდ. ამ ორი ანტისაეკლესიო კანონების წინააღმდეგ პროტესტიდან დაიწყო „ერისკაცების“ ფართო საზოგადოებრივი საქმიანობა, რომლებმაც მოამზადეს კანონპროექტების ტექსტები, რომლებიც აუქმებენ ზემოთ ნახსენებ ანტისაეკლესიო კანონებს. განცხადებულ იქნა იმის შესახებ, რომ ანტისაეკლესიო კანონები არა მხოლოდ არღვევენ უმე-ს მორწმუნეების სინდისის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას, არამედ მათ შეაქვთ დაყოფა უკრაინულ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნის მიხედვით.
ხელისუფლება და ეკლესია
თუ შევხედავთ ამჟამინდელ ანტისაეკლესიო კანონპროექტებს 7204 და 7213, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ისინი არა მხოლოდ ყოფენ უკრაინელ ხალხს, არამედ ეწინააღმდეგებიან უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას უკრაინის ერთიანობის შენარჩუნების თაობაზე. ასე, მაგალითად, ვ. ზელენსკიმ 2022 წლის 12 მარტს ვიდეომიმართვაში განაცხადა: „საჭიროა ვიყოთ კონცენტრირებული. ჩვენ ყველას, ყველა უკრაინელს, მომავალშიც გვჭირდება მუშაობა ჩვენი ზესახელმწიფოს დაცვაზე. ერთად მუშაობა. შიდა განხეთქილებების გარეშე, ერთმანეთის გვერდში დგომით, მთელს უკრაინაში, უჟგოროდიდან მელიტოპოლამდე, ჩერნიგოვიდან მარიუპოლამდე, ლვოვიდან ხარკოვამდე“.
ამასთან, პრეზიდენტმა ცნო უმე-ს დამსახურება უკრაინელი მოქალაქეების დახმარებაში, რომლებიც აღმოჩნდნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში: „ამ დღეს ჩვენ მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ მარიუპოლში. მადლობელი ვარ თითოეული მძღოლის, რომელიც ცდილობს ამ რთული მისიის რეალიზებას, ეკლესიის წარმომადგენლების, რომლებიც შეუერთდნენ მარიუპოლში სროლებისგან ჰუმანიტარული დერეფნის დაცვის მცდელობებს“. ჰუმანიტარულ მისიას მარიუპოლში, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობდა, პირადად ახლდა თან ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა.
უმე-ს პატრიოტული პოზიცია ცნო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმაც. 2022 წლის 15 მარტს დმიტრი გორდონისადმი მიცემულ ინტერვიუში მან უნეტარესი ონუფრის განცხადების თაობაზე შემდეგი განაცხადა: „რამდენი საუბარი იყო მის პირად პოზიციაზე, მაგრამ მან მყისვე, იმ დღეს, როცა დაიწყო დარტყმები და როცა ბევრს, ძალიან ბევრს სჯეროდა, რომ კიევი 24 საათში დაეცემოდა, მან მკაფიოდ განაცხადა თავისი პოზიცია: ეს აგრესიაა“. თუმცა, უმე-ს პატრიოტული პოზიციის აშკარა დასტური არის მისი საქმეები. უმე ლოცავს მეომრებს დადგნენ უკრაინის დასაცავად, ეხმარება დევნილებს, თავშესაფარს აძლევს მათ, ვინც სახლის გარეშე დარჩა, ყველაზე ცხელ წერტილებში აგზავნის პროდუქტებს, ნივთებსა და მედიკამენტებს. უმე ყველაფერს აკეთებს ქვეყნის დასაცავად, რაც კი მასზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ კი იღებს ... კანონპროექტებს მისი აკრძალვის შესახებ.
უმე-ს განადგურება გამოიწვევს „რელიგიათშორისი შუღლის გაღვივების შეწყვეტას“?
ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ კანონპროექტები კანონპროექტებად დარჩება, თუმცა მიღების შემთხვევაში ისინი მოახდენენ უკვე უკრაინის შიდა კონფლიქტის გაღვივების პროვოცირებას. უმე არის ასზე მეტი ეპისკოპოსი, 12 ათასზე მეტი თემი, თითქმის ხუთასი მონასტერი და მილიონობით მორწმუნე. რა იქნება, თუ უმაღლესი რადა მიიღებს გადაწყვეტილებას აკრძალოს ყოველივე ეს, ხოლო კანონპროექტი 7204 -ის თანახმად, მთელი ქონებაც ჩამოართვას მას?
არ გვაქვს არანაირი ეჭვი, რომ ეს გამოიწვევს მასშტაბურ მღელვარებას ქვეყნის შიგნით. ჩვენ ყველას გვახსოვს ტაძრების მიტაცების კადრები 2019 წლის დასაწყისში, პოროშენკოსეული ტომოსის შემდეგ. გვახსოვს უმე-ს მორწმუნეების ყვირილი, ცრემლები, ჩალურჯებები და ტრავმები. გვახსოვს შუღლი და სიძულვილი ნათესავებსა და მეზობლებს შორის სოფლებში, სადაც ეს ხდებოდა.
ახლა ომია, სიძულვილის გრადუსი სულ სხვაა. ადამიანები გაბოროტებული არიან და ეძებენ, ვისზე გადმოანთხიონ ეს სიბრაზე. რა იქნება, თუ გაჩნდება კანონიერი საბაბი წაართვან ტაძრები უმე-ს? იქ, სადაც ადრე ყველაფერი შეზღუდული იყო მრევლისთვის და კლირიკოსებისთვის ჩალურჯებებით, ახლა შეიძლება დასრულდეს დასახიჩრებით, ჭრილობებითა და სიკვდილითაც კი. ახლა თავს ესხმიან უმე-ს მღვდლებს, სცემენ მათ, იტაცებენ. მაგალითად, არქიმანდრიტ ლავრას (ბერეზოვსკის) ბედი, რომელიც 16 მარტს შეიარაღებულმა პირებმა სცემეს და ტყეში წაიყვანეს, უცნობი დარჩა. და რამდენი ასეთი არქიმანდრიტი იქნება, თუ მიიღებენ კანონს უმე-ს აკრძალვის შესახებ? და როგორი რეაქცია ექნებათ მორწმუნეებს, როცა მოვლენ მათი ტაძრის „ნაციონალიზაციისთვის“, სადაც ისინი ლოცულობდნენ მთელი ცხოვრება? თუ მოვლენ ლავრას „ნაციონალიზაციისთვის“?
იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება მოხდეს, მოვიყვანთ ასეთ მაგალითს: უშძ-ს სამხედრო მოსამსახურემ, ბორის გრიშჩუკმა, უმე-ს მრევლმა, ჩაწერა ვიდეო უმე-ს დასაცავად, რომელშიც მან განაცხადა: „ მოგმართავთ დაჟინებული თხოვნით, ძალიან დაჟინებული თხოვნით - არ შეეხოთ ჩემს ეკლესიას. ნუ დაყოფთ ხალხს! ნუ იქნებით პროვოკატორები! ჩემი ეკლესია არის უკრაინული, ჩემმა მოძღვარმა ტაძრიდან, რომელშიც ბავშვობიდან დავდივარ, კურთხევა მომცა ამეღო ხელში იარაღი და წავსულიყავი ჩემი სამშობლოს დასაცავად. და ათეულობით მოძღვარი, რომელთაც პირადად ვიცნობ, ყოველდღიურად ლოცულობენ ჩვენი მეომრების ჯანმრთელობისა და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისთვის... მერწმუნეთ, როცა დავბრუნდებით, როცა ეს დასრულდება, ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ეკლესიის დაჩაგვრის უფლებას. ამის პირობას ვდებ“. ეს იყო უკრაინელი მეომრის პასუხი დასავლეთ უკრაინის ცალკეულ დასახლებულ პუნქტებსი უმე-ს აკრძალვისა მცდელობებსა და ტაძრების მიტაცებაზე. როგორი შეიძლება იყოს უმე-ს ათასობით მრევლის პასუხი, რომლებიც ახლა იარაღით ხელში იბრძვიან რფ-ს დამპყრობლების წინააღდემგ, თუ უმაღლესი რადა გადაწყვეტს აკრძალოს უმე მთელს ქვეყანაში? ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ისინი იარაღით ხელში დაიცავენ თავიანთ ტაძრებს, მაგრამ არა გვგონია მათი რეაქცია იყოს სულერთი.
თუ მივმართავთ „უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის 7204-ის პრეამბულას, იქ წავიკითხავთ შემდეგს: „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, კოლაბორაციონიზმის თავიდან ასაცილებლად, რელიგიათშორისი შუღლის გაღვივებისა და უკრაინაში რელიგიური გარემოს დესტაბილიზაციის შეწყვეტის მიზნით უმაღლესი რადა იღებს ამ კანონს“. დაცინვასავით ჟღერს. რა რეალობაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ეს დაწერეს? ობიექტური რეალობა ხომ შემდეგში მდგომარეობს:
უმე-მ, როგორც წმინდა სინოდის, ასევე წინამძღოლის და აგრეთვე სხვა იერარქების დონეზე განაცხადეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის შესახებ. ამასთან, ეს გაკეთდა რფ-ს შემოჭრის პირველივე დღეებში;
უმე-ს მორწმუნეები იბრძვიან უშძ-ს რიგებში და იარაღით ხელში იცავენ ნაციონალურ უსაფრთხოებასაც, სუვერენიტეტსაც და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც; არანაირი კოლაბორაციონალიზმი უმე-ს წარმომადგენლების მხრიდან არ შეინიშნება.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ უმე-ს აკრძალვის შესახებ კანონპროექტები ეყრდნობა წინასწარვე ცრუ საფუძვლებს და სწორედ ეს კანონპროექტები და არა უმე-ს საქმიანობა, იწვევს „რელიგიათშორისი შუღლის გაღვივებასა და რელიგიური გარემოს დესტაბილიზაციას უკრაინაში“.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა ჯანსაღი აზრი გააუქმოს კანონპროექტები 7204 და 7213, როგორც საკმაოდ მავნე სახელმწიფოსთვის, მითუმეტეს - ომის პირობებში.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?