უმე-ის აკრძალვით მთავრობა არღვევს კანონებს - მართლმადიდებელი ადვოკატები
ადგილობრივი ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემების საქმიანობის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ უკანონო და კრიმინალურია, რისთვისაც სამართალდამცავებმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დააკისრონ, განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია - ,,მართლმადიდებელ იურისტთა კავშირმა’’ თავის ტელეგრამ არხზე.
ორგანიზაცია თვლის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობები, აკრძალონ უმე ამ უკიდურესად რთულ დროს, დისკრიმინაციას უწევს უდიდესი უკრაინული კონფესიის მრევლს, ყოფს უკრაინულ საზოგადოებას და არღვევს შიდა კანონმდებლობას.
აღსანიშნავია, რომ რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რელიგიური ორგანიზაციის მიერ უკრაინის საკანონმდებლო აქტების მკაფიო დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, სასამართლოში სარჩელის შეტანა შეუძლია მხოლოდ კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის წესდების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ორგანოს ან პროკურორს.
„ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ არიან უფლებამოსილნი შეაჩერონ/შეწყვიტონ რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობა“, - ნათქვამია მართმადიდებელ ადვოკატთა კავშირის განცხადებაში. „სინდისის თავისუფლების შესახებ კანონის და რელიგიური ორგანიზაციების დარღვევის ბრალდებულ პირებს ეკისრებათ უკრაინის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.
ამ შემთხვევაში, მერის ქმედებები რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ არღვევს სისხლის სამართლის საქმის 161 სტატიის მე-3 მეხლს (მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რასის, ეროვნების, რეგიონალური კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, ინვალიდობის და სხვა საფუძვლების მიხედვით), მუხლი 1. 180 (რელიგიური ცერემონიის შესრულების ხელის შეშლა), მუხ. 356 (თვითმმართველობა), უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364 მუხლის მე-2 ნაწილი (უფლებამოსილების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება).
მართლმადიდებელი იურისტები მოუწოდებენ ცენტრალურ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს უკანონობა და ყველა ვინც ამას ჩაიდენს პასუხისგებაში მიეცეს.
როგორც მჟკ იტყობინება, ბროვარში ხელისუფლებამ აკრძალა უმე "სამხედრო მდგომარეობის გამო", ხოლო ქალაქის მერმა იგორ საპოჟკომ განაცხადა, რომ აკრძალვა ეხება მონასტრებსაც და შესაბამისად, ტერიტორიული თავდაცვა განთავსდება კნიაჟიჩში უმე-ს მონასტრის ტერიტორიაზე.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.