„მაკედონიელების“ ლეგალიზაცია: ფანარი აგრძელებს მართლმადიდებლობის გახლეჩას
2022 წლის 9 მაისს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა ცნო მაკედონიის ეკლესია და მის „სამღვდელოებასთან“ ევქარისტულ ურთიერთობაში შევიდა. ამასთან, ფანარიოტებმა განაცხადეს, რომ თავიანთი გადაწყვეტილებით „კურნავენ განხეთქილების ჭრილობას“ და მოუწოდეს სერბეთის ეკლესიას გადაწყვიტოს „ადმინისტრაციული საკითხები“ განხეთქილებაში მყოფებთან ჩრდილოეთ მაკედონიაში. ისინი აპირებენ ლეგალიზებულ სტრუქტურას უწოდონ „ოხრიდის ეკლესია“ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ანალოგიურად. ამ სახელწოდებაში ჩადებულია იდეა, რომ „ოხრიდის ეკლესიის“ იურისდიქცია გავრცელდება უშუალოდ ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე, ხოლო მისი სამწყსო დიასპორაში დაექვემდებარება ფანარიონს.
ისტორიული ცნობა: ვინ არიან მაკედონიელი განხეთქილებაში მყოფები.
თავად ისინი ამტკიცებენ, რომ თავიანთ ისტორიას ოხრიდის არქისაეპისკოპოდან აწარმოებენ, რომელიც XI-XVIII საუკუნეებში არსებობდა. 1019 წელს ბიზანტიის მიერ ბულგარეთის დაპყრობის შედეგად, ბულგარეთის დამოუკიდებელი ეკლესია, რომელსაც ჰქონდა ავტოკეფალიისა და პატრიარქატის სტატუსი, გაუქმდა და მის ადგილას წარმოიქმნა ოხრიდის არქისაეპისკოპოსო ავტონომიის სტატუსით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში. მის კანონიკურ ტერიტორიაში შედიოდა ბულგარეთი, მაკედონია, სერბეთი და რუმინეთი. მოგვიანებით, პოლიტიკური გარემოებების ცვლილებისას, ამ ქვეყნებში ეკლესიები გამოეყვნენ ოხრიდის არქისაეპისკოპოსოს და თავიანთი ავტონომიური თუ ავტოკეფალური სტატუსი აღიდგინეს (ან მოიპოვეს). 1767 წელს თურქეთის სულთანმა გააუქმა ოხრიდის არქისაეპისკოპოსო, დაუქვემდებარა რა ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრესპანის მიტროპოლიის სახით. 1913 წელს ოხრიდში საეპისკოპოსო კათედრა გადავიდა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში, 1915 წელს - ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, ხოლო 1919 წელს - ისევ სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, 1941 წელს- ისევ ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში და 1945 წლიდან დღემდე ის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაშია. იურისდიქციის ეს თამაში იძლევა გარკვეულ საფუძველს ოხრიდის არქისაეპისკოპოზე პრეტენზიებისთვის სერბეთის, ბულგარეთისა და ასევე ფანარიონის მხრიდან.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაკედონიის ხელისუფლებამ ლობირება გაუწია მაკედონიის ავტონიმიური მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის იდეას ცენტრით ოხრიდში, რის წინააღმდეგიც იყო სერბეთის საპატრიარქო. შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და 1967 წელს აღიარებულ იქნა მაკედონიის რესპუბლიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია. ის არ ცნო არც ერთმა ადგილობრივმა ეკლესია, მათ შორის, კონსტანტინოპოლის ეკლესიამაც ბოლო დრომდე.
1998 წელს სერბეთის ეკლესიის წარმომადგენლებმა და მაკედონიელმა განხეთქილებაში მყოფებმა დაიწყეს მოლაპარაკებები, რომელიც 4 წელი გაგრძელდა და დასრულდა ნიშის შეთანხმების ხელმოწერით, რომლის თანახმადაც მაკედონიის ეკლესიამ (მმე) მიიღო ძალიან ფართო ავტონომიის უფლებები სერბეთის ეკლესიის შემადგენლობაში. თუმცა, მაკედონიის პოლიტიკური ხელისუფლება არ აძლევდა მმე-ს იერარქებს შესაძლებლობას დაემტკიცებინათ ნიშის შეთანხმება საეკლესიო კრებაზე. ამის შემდეგ მაკედონიელი მორწმუნეების მნიშვნელოვანი რაოდენობა ველეშის მიტროპოლიტ იოანეს (ვრანიშკოვსკი) მეთაურობით და ბერ-მონაზონთა უმრავლესობით, გავიდა განხეთქილებიდან და მათ აღადგინეს ურთიერთობა სერბეთის პატრიარქთან. ორგანიზაციულად მათ წარმოქმნეს ოხრიდის არქისაეპისკოპოსო, რომელსაც არ აღიარებს ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლება ( მაკედონიის თანამედროვე სახელწოდება), მაშინ როცა განხეთქილებაში მყოფი მმე სარგებლობს მათი სრული მხარდაჭერით.
2005 წელს მაკედონიის რესპუბლიკის საერო ხელისუფლებამ მიმართა პატრიარქ ბართოლომეოსს თხოვნით ეღიარებინა მაკედონიის ეკლესია, მაგრამ უარი მიიღო. 2009 წელს მმე-მ განაცხადა ისტორიული სახელწოდების „ოხრიდის არქისაეპისკოპოსო“ მიღების თაობაზე და მას ეწოდა „მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესია - ოხრიდის არქისაეპისკოპოსო“. 2017 წელს მას ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა მიეღო ავტოკეფალია ბულგარეთის ეკლესიის ხელიდან.
2019 წელს ადგილი ჰქონდა საერთაშორისო სკანდალს. რუსმა პრანკერებმა გამოაქვეყნეს ჩანაწერი მაკედონიის პრემიერის ზორან ზაევის მონაწილეობით, სადაც ის აცხადებდა მზადყოფნაზე მიეცა ქრთამი პატრიარქ ბართოლომეოსისთვის მმე-ს ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის სანაცვლოდ. ასევე ზაევი მაშინ აცხადებდა, რომ მაკედონიის მთავრობა უკვე მუშაობდა პატრიარქ ბართოლომეოსთან ავტოკეფალიის მიღების თაობაზე. ასევე, მისი სიტყვებით, ამ პროცესში ჩართული იყო საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციპრასი.
და აი, ახლა მმე-ს აღიარება ფანარიონის მიერ იქცა მომხდარ ფაქტად. აქამდე რამოდენიმე დღით ადრე გაჩნდა ცნობები სერბეთის საპატრიარქოს მაკედონიელებტან მოლაპარაკებების თაობაზე, რომელშიც მონაწილეობდა პატრიარქი პორფირეც. 2022 წლის 6 მაისს ზვორნიცკისა და ტუზლანის ეპისკოპოსმა ფოტიოსმა (სმე) ქადაგების დროს განაცხადა, რომ სერბეთისა და მაკედონიის ეკლესიებმა განაახლეს დიალოგი მრავალწლიანი შესვენების შემდეგ.
სავარაუდოდ, ამის შესახებ ცნობილი გახდა ფანარიონზეც და აი, ახლა, ჩვენ „გვაქვს ის, რაც გვაქვს“.
რას იღებს კონსტანტინოპოლი ამ გადაწყვეტილებისგან?
ალბათ, არ ღირს გავიხსენოთ სკანდალი ზაევის ქრთამთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ძირითადი სარგებელი არის სამი რამ:
- დარტყმა სერბეთის ეკლესიაზე, რომელიც არა მხოლოდ არ აღიარებდა მეუ-ს, არამედ აქტიურად აკრიტიკებდა კიდეც ფანარიონს უკრაინული განხეთქილების ლეგალიზაციისთვის.
- მართლმადიდებლობაში „მსოფლიო ტახტის“, როგორც „პირველის თანასწორთა გარეშეს“ კიდევ ერთი მტკიცებულება.
- მაკედონიის ეპარქიებისა და სამწყსოს მიღება საზღვარგარეთ.
სერბეთის საპატრიარქოს რეაქცია მაკედონიელი განხეთქილებაში მყოფების აღიარებაზე ჯერჯერობით უცნობია, სამაგიეროდ, უკვე არის სერბული მის-ების რეაქცია. „ბართოლომეოსი ყოფს მართლმადიდებლობას“, „განხეთქილება მართლმადიდებლობაში“, „მსოფლიო პატრიარქი აღიარებს ჩერნოგორიის განხეთქილებაში მყოფებსაც“,- ასეთია სერბეთში ზოგიერთი გაზეთის პუბლიკაციების სათაურები. მათში საუბარია იმაზე, რომ ფანარიონი ადრე არ რეაგირებდა მაკედონიელი განხეთქილებაში მყოფების სურვილზე შესულიყვნენ მასთან ევქარისტულ ურთიერთობაში. თუმცა, მაკედონიასთან სერბეთის ეკლესიის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის შემდეგ, უმალ აღიარა განხეთქილებაში მყოფები.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სერბეთის საპატრიარქოს პოზიცია იქნება ნეგატიური, რამდენადაც ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში სერბეთის პატრიარქ პორფირეს ვიკარიუსი, მორავიის ეპისკოპოსი ანტონი (პანტელიჩი) აცხადებდა, თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას ჩერნოგორიასა თუ მაკედონიაში განხეთქილებაში მყოფების „ავტოკეფალიის“ შესახებ, ამან შეიძლება მოახდინოს სერბეთის ეკლესიასთან განხეთქილების პროვოცირებაო.
თუ სერბეთის საპატრიარქოს კავშირის გაწყვეტა ფანარიონთან ნამდვილად მოხდება, განხეთქილება მართლმადიდებლობაში გაღრმავდება და პრაქტიკულად შეუქცევადი გახდება. ფანარიონმა ამჟამინდელი გადაწყვეტილება მიიღო ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, არაფერს ვამბობთ რა უკვე არა მხოლოდ სერბეთის ეკლესიის, არამედ სხვა ადგილობრივი ეკლესიების თანხმობის შესახებ. ამით ფანარიონი აგრძელებს თავისი თეორიის „პირველი თანასწორთა გარეშეს“ წინ წაწევას, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი იკავებს მთავარ მდგომარეობას ეკლესიაში და მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება ისე, რომ არ დაეკითხება რჩევას სხვას.
ეს უკანასკნელი პასუხობს ფანარიონის პოზიციას, რომ ყველა მართლმადიდებლური დიასპორა, სადაც არ უნდა იყოს და საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, უნდა ემორჩილებოდეს კონსტანტინოპოლს. მოცემულ შემთხვევაში მაკედონური „ლუკმა“ სულაც არაა პატარა - ჩრდილოეთ მაკედონიის ფარგლებს გარეთ მმე-ს სამი: ევროპის, ავსტრალია-ახალი ზელანდიისა და ავსტრალია-სიდნეის მიტროპოლია იმყოფება. ისინი მოიცავენ დაახლოებით 800 სამწყსოს მთელი მაკედონიის ეკლესიის 2000 სამწყსოდან.
სხვათაშორის, ფანარიონი გამდიდრდა არა მხოლოდ მაკედონური სამწყსოთი, არამედ კიევის საპატრიარქოს თემებითაც.
უკრაინული სამწყსო ავსტრალიაში
2022 წლის 9 მაისს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა დაამტკიცა უმე კ-ს თემებისა და მრევლის „გადასვლა“ მისი ავსტრალიის არქისაეპისკოპოსოს იურისდიქციაში. თავად ეს „გადასვლა“ მოხდა 2022 წლის 31 მარტს. ავსტრალიის არქისაეპისკოპოსომ განაცხადა შემდეგი: „ავსტრალიის წმინდა არქისაეპისკოპოსოს კანონიკურ საზღვრებში იმყოფება უკრაინული თემები, რომლებიც ბოლო დრომდე განეკუთვნებოდნენ ე.წ. და არასდროს კანონიკურად არ აღიარებულ „კიევის საპატრიარქოს“.
საქმე ეხება თემებს, რომლებიც მიემხრნენ უმე კს-ს ფილარეტ დენისენკოს 2022 წლის 22 მარტს. უმე კს-ს ოფიციალური საიტი ამის შესახებ ასე გვამცნობს: „კიევისა და სრულიად უკრაინის უწმინდესი პატრიარქ ფილარეტის 2022 წლის 22 მარტის ბრძანებით უმე კს-ს შემადგენლობაში მიღებულია არქიმანდრიტი ნექტარიუსი (ალექსანდრატოსი), ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის კანცლერი სამწყსოსთან და მღვდლებთან ერთად.
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის არქიეპარქიაში შედის რამოდენიმე თემი ტაძრებითა და კულტურული ბირთვებით ავსტრალიაში, ორი თემი ტაძრებით ახალ ზელანდიაში, ერთი მონასტერი ვიეტნამში და ერთი - ინდოეთში“.
ფანარიონი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას თავის კანონიკურ ტერიტორიად თვლის. თუმცა, თავად ნექტარიუს ალექსანდრატოსი არ განეკუთვნება კონსტანტინოპოლის ავსტრალიის არქისაეპისკოპოსოს დასს, თუმცა, ადრე იმყოფებოდა ელადის ეკლესიის დასში.
აქ, ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ მომენტებს.
ჯერ ერთი, ჯერაც უცნობია, თუ რა მხარეს დაიკავებს ავსტრალიის ხელისუფლება ქონებრივი უფლებების გადაცემის საკითხში. სრულიად შესაძლებელია, რომ ადგილი ჰქონდეს სასამართლო განხილვებს, რომელთა დროსაც ფანარიონი იძულებული იქნება დაიკავოს იმის მსგავსი პოზიცია, რასაც ის აცხადებდა უკრაინასთან დაკავშირებით, კერძოდ კი: ყველა უკრაინული სამწყსო ეკუთვნის მეუ-ს, თუნდაც მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
მეორე, ფანარიონის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მეუ-ს არა აქვს უფლება ასაზრდოოს უკრაინელები საზღვარგარეთ. ფანარიონმა ეს პრეროგატივა მისთვის დაიტოვა. მეუ-თვის ძალიან უსიამოვნო შეხსენებაა, მაგრამ რაშიც ფანარიონი მართალია, ეს ისაა, რომ მოცემული ვითარება ჩაწერილია ტომოსში მეუ-ს „ავტოკეფალიის“ შესახებ.
„უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას (მეუ- რედ.) არ გააჩნია კანონიკური იურისდიქცია დიასპორაში, ავტოკეფალური ეკლესიის ტომოსის შესაბამისად“, -აღნიშნულია ფანარიონის განცხადებაში. სხვათაშორის, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს „ავტოკეფალია“ არ წარმოადგენს ნამდვილს და რომ მეუ სინამდვილეში ექვემდებარება ფანარიონს ბევრ მნიშვნელოვან საკითხში.
მესამე, უკრაინაში ფილარეტი ამჟამად დაკავებულია იმით, რითიც პატრიარქი ბართოლომეოსი ფანარიონზე: იკრებს თავისი „ომოფორის“ ქვეშ ყველა ჯურისა და ელფერის განხეთქილებაში მყოფებს. ყველაფერი სასაცილოდ იდენტურია: ფანარიონმა ლეგალიზება გაუწია ჩრდილოეთ მაკედონიის განხეთქილებაში მყოფებს, ხოლო ფილარეტმა - ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის განხეთქილებაში მყოფებს. ცოტათი ადრე კი ფილარეტმა „ქიროტონიით“ „ეპისკოპოსად“ აკურთხა ვინმე ქრიზოსტომ კალისი საბერძნეთიდან, განხეთქილებაში მყოფი.
სხვათაშორის, უმე კს-ში უკვე უპასუხეს ფანარიონს. „ფილადელფიის ეპისკოპოსი“ ბოგდან ზგობამ განაცხადა, რომ კიევის საპატრიარქოს თემები საზღვარგარეთ არ ცნობენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქის ხელისუფლებას.
გაუგებრობები ფილარეტის „კანონიკურობასთან“ დაკავშირებით
ავსტრალიაში სამწყსოებისთვის ფანარიონსა და უმე კს-ს შორის ბრძოლის ჩარჩოებში გაგრძელება ჰპოვა ფილარეტ დენისენკოს „კანონიკურობის“ ანუ „მადლმოსილების“ თემამ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლამდე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ფილარეტს და უმე კს-ს თვლიდა მადლის არმქონე განხეთქილებაში მყოფად, რომელიც განკვეთილია ეკლესიისგან. თუმცა, 2018 წლის 11 ოქტომბერს ფანარიონმა დაადგინა „მიიღოს და განიხილოს შუამავლობები ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩისა და მათი მიმდევრების მიმართვის შესახებ“ და მიიღო გადაწყვეტილება „აღადგინოს ისინი კანონიკურად თავიანთ იერარქიულ ან სამღვდელმთავრო წოდებაში, ხოლო მათი მორწმუნეები - აღადგინოს ეკლესიასთან ურთიერთობაში“.
ამასთან, ფანარიოტები არც კი დაფიქრდნენ აეხსნათ, საიდან გაუჩნდა უმე კს-ს „სამღვდელოებას“ ეპისკოპოსობის მადლი, ამასთან, უკანა რიცხვით. ამ გარემოებაზე მიუთითებდა ბევრი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელი, კერძოდ, ალბანეთის არქიეპისკოპოსი ანასტასიოსი, რომელიც 2019 წლის მარტში აცხადებდა: „მთელი ის პერიოდი, სანამ ბატონი ფილარეტი ჩამოქვეითებული და ანათემისთვის გადაცემული იყო, ის ახორციელებდა არაკანონიკურ მღვდელმსახურებას, რაც არ წარმოადგენს ნამდვილ საიდუმლოს. ამიტომაც მის მიერ ქიროტონიის განხორციელება წარმოადგენს ბათილს, ცარიელს, საღვთო მადლისა და სულიწმიდის მოქმედებების არმქონეს. სხვათა შორის ამაში შედის მისი მდივნის სერგეი დუმენკოს, ამჟამად მიტროპოლიტ ეპიფანეს დიაკვნად, მღვდლად და ბოლოს, ეპისკოპოსად ქიროტონია. ჩვენ გვიძნელდება აგვიგოთ, თუ როგორ ხდება ბათილი და „იკონომიის“ მიხედვით ცარიელი სულიერების მატარებელი, როგორ აღიარებენ ქმედებებს, რომელიც სულიწმიდის აშკარა გმობას წარმოადგენს, „იკონოომის მიხედვით“ უკანა რიცხვით. თუმცა, ფანარიონმა ყოველივე ამას უპასუხა ამ სტილში: „ჩვენ ყველაზე მთვარი ვართ, ჩვენ უფრო ვიცით“>
2022 წლის 9 მაისს ავსტრალიის არქისაეპისკოპოსოში უმე კს-ს თემების „გადაყვანის“ შესახებ გადაწყვეტილებაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა განაცხადა, რომ არასდროს ცნობდა ფილარეტ დენისენკოს „კიევის პატრიარქის“ სახით, ისევე როგორც კიევის საპატრიარქოს არსებობას. ამის მიუხედავად, ფილარეტს დოკუმენტში ეწოდება მიტროპოლიტი.
თავად ავსტრალიის არქისაეპისკოპოსოში გაშუალებულად უთხრეს უარი ფილარეტს ეპისკოპოსის ხარისზე, განაცხადეს რა, რომ მის მიერ განხორციელებული საიდუმლოებები არის ბათილი: „ფილარეტს, როგორც თვითგამოცხადებულ „პატრიარქს“, არ ცნობს არც ერთი კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესია, რასაკვირველია, არც მსოფლიო საპატრიარქო. ამიტომაც, მისი ადმინისტრაციული აქტები და საიდუმლოებები, რომელთაც ის ახორციელებს, ბათილია და არ არსებობს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საერთოდ. იგივე ეხება ნექტარიუს ალექსანდრატოსს, რომელიც თავს მღვდელმსახურს უწოდებს“ (ავსტრალიის არქისაეპისკოპოსოს 2022 წლის 31 მარტის განცხადება).
ამაზე ნექტარიოს ალექსანდრატოსმა სრულიად რეზონულად უპასუხა: „ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით იმას, რომ პატრიარქი ფილარეტი წარმოადგენს „არაკანონიკურს“. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის 2018 წლის პროკლამაცია ძალიან მკაფიო და საფუძვლიანია: უკრაინის ეკლესია და იერარქი ფილარეტი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ავსტრალიაში, წარმოადგენს კანონიკურს მსოფლიო პატრიარქისა და სინოდის ბრძანებით“. და ის აბსოლუტურად მართალია. როგორც ჩანს, ფანარიონზე უკვე თავად ვერ ხვდებიან - „მადლმოსილია“ ფილარეტი თუ არა. ხანმოკლე პერიოდში მისი სტატუსი კონსტანტინოპოლის ეკლესიის თვალში რამოდენიმეჯერ შეიცვალა:
- 1992 წლიდან 2018 წლამდე ფილარეტი ეპისკოპოსი არაა.
- 2018 წლიდან 2022 წლამდე ფილარეტი ეპისკოპოსია.
- 2022 წლის 31 მარტიდან მაისამდ ფილარეტი ეპისკოპოსი არაა (ავსტრალიის არქისაეპისკოპოსოს განცხადების თანახმად, მისი საიდუმლოებები ბათილია).
- 2022 წლის 9 მაისიდან ფილარეტი ეპისკოპოსია (ფანარიონის სინოდის გადაწყვეტილებაში მას მიტროპოლიტი ეწოდება).
უკვე რაღაც ანეკდოტს დაემსგავსა ეს ყველაფერი. თუმცა, შეგახსენებთ, რომ ყველა ეს „მსოფლიო ტახტის“ განცხადებაა.
უფლმა ჩვენმა იესო ქრისტემ ერთხელ განაცხადა: „ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე“ (მათ. 12:33).
დასკვნები
ჯერ ერთი, მაკედონიელების ლეგალიზაცია არის დარტყმა, როგორც სერბეთის ეკლესიაზე, ასევე მთელს მართლმადიდებლობაზე. განხეთქილება ღრმავდება და შანსები მის მოგვარებაზე სულ უფრო მოჩვენებითი ხდება. ფანარიონის მოქმედებები სხვა არაფერია, თუ არა კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესის ან „პირველი თანასწორთა გარეშეს“ თეორიის გამოვლინება. ამ ერესის მხილების გარეშე შეუძლებელია ვაიძულოთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აღიაროს თავისი შეცდომა და გააუქმოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. როცა ფანარიონმა 2018 წელს მოახდინა უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზება, ის გააფრთხილეს, რომ ის ხსნიდა პანდორას ყუთს. ასეც მოხდა: ახლა ყველა განხეთქილებაში მყოფმა ყველა ადგილობრივ ეკლესიაში მიიღო შესაძლებლობა წავიდეს ფანარიონზე აღიარებისთვის. უნდა ველოდოთ, რომ რიგში იქნება ჩერნოგორიაში განხეთქილებაში მყოფების აღიარება, რაც დასაშვებია იმის ჭრილში, რომ იქ შეიცვალა მთავრობა.
მეორე, ავსტრალიაში უმე კს-ს თემების კონსტანტინოპოლის ავსტრალიის არქისაეპისკოპოსადმი „გადასვლის“ მტკიცება (რომელსაც დუმენკო თავისად მიიჩნევს) გვახსენებს, რომ უკრაინაში მეუ-ს რეკლამირებული „ავტოკეფალია“ საზიანოა, რამდენადაც მეუ-ს არ გააჩნია შესაძლებლობა ასაზრდოოს უკრაინელები საზღვარგარეთ და იძულებულია ისინი გადასცეს ბერძნებს.
მესამე, ფილარეტ დენისენკოს ზოგიერთი წამოყენებულის აღიარებისა და ზოგიერთის არაღიარების მონაცვლეობის გამო, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ფანარიონმა ჩაიდინა გრანდიოზული და დანაშაულებრივი შეცდომა, როცა უკანა რიცხვით აღიაროს ფილარეტის „ქიროტონიების“ „მადლომისილება“. ახლა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და იმათ, ვინც მას მხარს უჭერს, არანაირი არგუმენტი არ გააცნია წინ აღუდგეს თავის განხეთქილებაში მყოფებს, რომლებიც მიდიან ფილარეტთან „ქიროტონიისთვის“.
მთლიანობაში, თუ შევადარებთ ამჟამინდელ სიტუაციას მართლმადიდებლობაში მაგალითად, ათი წლის წინანდელ მდგომარეობას, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ყველაფერი შეიცვალა. საძმოების არარსებობა, ურთიერთკრიტიკა და მტრობაც კი ეკლესიებს შორის გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა. ისევე როგორც ქაოსი და ხელდასმების „კანონიკურობა“, რომელიც უკრაინიდან დანარჩენ მსოფლიოს მოედო.
ამ სიტუაციიდან ერთი გამოსავალია - გაუქმდეს გადაწყვეტილება ფილარეტისა და მისი მიმდევრების „ეკლესიასთან შეერთების“ შესახებ, მოხდეს მონანიება იმ პირებთან თანამსახურებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ სამღვდელო ხარისხი და განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ მათი ეკლესიაში დაბრუნება უნდა მოხდეს მონანიების, ხოლო სამღვდელო ხარისხის მიღება - კანონიკური ქიროტონიის გზით. დღეს ნაკლებად სავარაუდოა და ფანტასტიკურადაც კი ჟღერს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ყველა დანარჩენი არის სირაქლემას პოზა და არა პრობლემის ნამდვილი გადაწყვეტა.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?