„მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებისა“ და ამჟამინდელი დროის შესახებ

21 February 2022 18:36
176
კონსტანტინოპოლის ეკლესია უპირატესობას ანიჭებს არ გაიხსენოს საეკლესიო კრება, სადაც დაგმეს ფილიოქვეს ერესი. ფოტო: СПЖ კონსტანტინოპოლის ეკლესია უპირატესობას ანიჭებს არ გაიხსენოს საეკლესიო კრება, სადაც დაგმეს ფილიოქვეს ერესი. ფოტო: СПЖ

ელადის ეკლესიაში განაცხადეს, რომ მართლმადიდებლობის  დამკვიდრებას უნდა ვუმადლოდეთ მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებას. რა საეკლესიო კრებაა ეს და რატომ დუმს ფანარიონი მასზე?

2022 წლის 6 თებერვალს საღვთო ლიტურგიაზე პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმმა (ელადის მართლმადიდებელი ეკლესია) განაცხადა, თუ როგორ იქნა მოწვეული ფოტიოს კონსტანტინოპოლელის დროს კრება 879-880 წლებში, რომელსაც მეუფემ მერვე მსოფლიო კრება უწოდა. მიტროპოლიტი სერაფიმე აცხადებდა, რომ სწორედ ამ კრებას უნდა ვუმადლოდეთ მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდის შენარჩუნებას. ”წმინდა მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება - რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს მართლმადიდებლობას, ძალას, რწმენას და სიძლიერეს, გმობს Filioque-ს ერესს ანუ რწმენის სიმბოლოს დამატებას და მან ანათემას გადასცა ყველა, ვისაც მომავალში სურვილი ექნება რაიმე დაამატოს ჭეშმარიტებას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. იმავე დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურმა ღვთისმსახურებაზე წმინდა განმანათლების ხსენების დღეს ამის კრების შესახებ საერთოდ არაფერი თქვა. რატომ? მისი მნიშვნელობა არანაკლებია შვიდ მსოფლიო კრებაზე.

https://drevo-info.ru/images/004/018527.jpg
«წმინდა მსოფლიო VIII კრება  (879-880 წ.)». წარწერა წმ. სტეფანეს მონასტრის კედელზე. საბერძნეთი

2022 წლის 6 თებერვალს საღვთო ლიტურგიაზე პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმმა (ელადის მართლმადიდებელი ეკლესია) განაცხადა, თუ როგორ იქნა მოწვეული ფოტიოს კონსტანტინოპოლელის დროს კრება 879-880 წლებში, რომელსაც მეუფემ მერვე მსოფლიო კრება უწოდა. მიტროპოლიტი სერაფიმე აცხადებდა, რომ სწორედ ამ კრებას უნდა ვუმადლოდეთ მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდის შენარჩუნებას. ”წმინდა მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება - რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს მართლმადიდებლობას, ძალას, რწმენას და სიძლიერეს, გმობს Filioque-ს ერესს ანუ რწმენის სიმბოლოს დამატებას და მან ანათემას გადასცა ყველა, ვისაც მომავალში სურვილი ექნება რაიმე დაამატოს ჭეშმარიტებას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. იმავე დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურმა ღვთისმსახურებაზე წმინდა განმანათლების ხსენების დღეს ამის კრების შესახებ საერთოდ არაფერი თქვა. რატომ? მისი მნიშვნელობა არანაკლებია შვიდ მსოფლიო კრებაზე.

მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება (879-880 წ.). კედლის მხატვრობა საბერძნეთის მეტეორებში წმ. სტეფანეს მონასტერში.

განმანათლებელი ფოტიოს კონსტანტინოპოლელი

წმინდა ფოტიოსი დაიბადა დაახლოებით 820 წელს დიდგვაროვანი ბიზანტიელის ოჯახში. მისი გვარი გაგრძელებული ხატთმებრძოლეობის პერიოდში მტკიცედ იცავდა ხატთაყვანისცემას. ფოტიოსის მამა, სერგი წმინდა პატრიარქ ტარასის ძმისწული იყო, რომლის დროსაც ხატთაყვანისცემა აღდგენილ იქნა მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 787 წელს. დედის ხაზით მომავალი განმანათლების ოჯახი ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა საიმპერატორო სახლთან. დაახლოებით 832 წელს ხატთაყვანისცემისადმი ერთგულებისთვის მთელი ოჯახი გადასახლებაში გააგზავნეს, ხოლო მათი ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, გადასახლებაში ყოფნისას, ფოტიოსის მამა მოწამეობრივად აღესრულა ხატების თაყვანისცემის გამო. ხატთმებრძოლთა მხრიდან დევნის მიუხედავად, ფოტიოსმა შეძლო მიეღო იმდენად ბრწყინვალე განათლება, რომ თანამედროვეთა გამოხატულებით, „ თითქმის ყველა საერო მეცნიერებაში გათვითცნობიერებით ის იმდენად გამორჩეული იყო, რომ თავისუფლად შეეძლო მისი საუკუნის დიდებით სარგებლობა და ძველებთან კამათი“.

842 წელს ტახტზე ავიდა ორი წლის იმპერატორი მიხეილ III მისი დედის თეოდორას რეგენტობის ქვეშ. 843 წელს მოხდა ხატთაყვანისცემის საბოლოო აღდგენა და დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაული. მომავალი პატრიარქის ფოტიოსის ოჯახი გადასახლებიდან დაბრუნდა, მისმა ძმამ და თავად მან მაღალი თანამდებობები მიიღეს სასახლის კარზე. ფოტიოსმა დაიკავა პროტოასიკრიტის - საიმპერატორო კანცელარიის მეთაურის პოსტი. ის ასევე დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით. მისი ერთ-ერთი მოწაფე იყო სლავების განმანათლებელი, მოციქულთა სწორი, წმინდა კირილი.

856 წელს კონსტანტინოპოლში  ძალაუფლებისთვის საკმაოდ უჩვეულო ბრძოლა გაჩაღდა, რომელიც ძალიან აისახა საეკლესიო საქმეებზე და რომელშიც ფოტიოსი იყო ჩართული. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მიხეილ III  აღიზიანებდა ის, რომ სახელმწფოში ყველა საქმეს განაგებდა მისი დედა, წმინდა დედოფალი თეოდორა და ასევე ვინმე ლოგოფეტი ფეოქტისტი. ამ უკმაყოფილებით ისარგებლეს თეოდორას ორმა ძმამ, ვარდამ და პეტრონამ და შეთქმულება მოაწყვეს. მათ მოკლეს ლოგოფეტი ფეოქტისტი, მაგრამ თეოდორასთან გამკლავება უფრო რთული აღმოჩნდა. მათ გადაწყვიტეს ის ძალით აღეკვეცათ მონაზვნად და მონასტერში გამოემწყვდიათ. თუმცა, მაშინდელმა პატრიარქმა წმინდა ეგნატემ არა მხოლოდ უარი განაცხადა ამის გაკეთებაზე, არამედ ღიად ამხილა ვარდაც მისი საქციელის გამო. უფრო მეტიც, პატრიარქმა საჯაროდ ჩამოაშორა ვარდა წმინდა ზიარებას.

ამის შემდეგ, პატრიარქ ეგნატეს ბრალი დასდეს იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებაში და კუნძულ ტერევინფზე გადაასახლეს, სადაც აწამებდნენ და აიძულებდნენ ტახტზე უარის თქმას. ამ ძალისხმევას შედეგი არ მოჰყოლია და წმინდა ეგნატე თავს უწოდებდა პატრიარქს, ხოლო ამასობაში კონსტანტინოპოლში მოიწვიეს საეკლესიო კრება (858 წ.), რომელზეც ეგნატე გადააყენეს, ხოლო კონსტანტინოპოლის კათედრა ჩააბარეს ფოტიოსს, რომელიც კვირის განმავლობაში ყველა სამღვდელო ხარისხზე აიყვანეს და 858 წელს მას ეპისკოპოსობა უბოძეს პატრიარქის ტახტზე ასვლით. ეპისკოპოსებს, სამღვდელოებასა და გავლენიან ერისკაცებს შორის წარმოიქმნა „ეგნატელების“ და „ფოტიოსელების“ პარტიები, რომლებიც ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდნენ.

„ფოტიოსის სქიზმა“

შეიძლება კი მომხდარში ფოტიოსის დადანაშაულება? სულაც არა. ჯერ ერთი, თავად მას არანაირად არ სურდა პატრიარქობა. ის იყო სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი წარჩინებული და ამავე დროს არ შეიძლება მას არ სცოდნოდა ის, თუ რა დარდსა და სირთულეებთან იყო დაკავშირებული საპატრიარქო მსახურება.

ამის მიუხედავად, „ეგნატეს“ მომხრეთა წარმომადგენლებმა მიმართეს რომის პაპ ნიკოლოზს და გამოხატეს რა მზადყოფნა ეღიარებინათ მისი მეთაურობა მთელს ეკლესიაზე, თხოვეს ფოტიოსის გადაყენება და ეგნატეს აღიარება. პაპმა ნიკოლოზმა 863 წელს ანათემას გადასცა ფოტიოსი, ხოლო კონსტანტინოპოლის კანონიერად პატრიარქად ცნო ეგნატე.

ფოტიოსმა არ უპასუხა იგივე საქციელით მას და ანათემას არ გადასცა პაპი, მაგრამ აქ უკვე მოვლენები განვითარდა ბულგარეთში. 864 წელს ფოტიოსმა პირადად მონათლა ბულგარელი მთავარი ბორისი და ბულგარეთში გააგზავნა არქიეპისკოპოსი და მღვლდები ხალხის მოსანათლად. 865 წელს იქ გაემგზავრნენ წმინდა მოციქულთა სწორი კირილი და მეთოდი, რომლებიც სახარებას სლავურ ენაზე ქადაგებდნენ. ამ წარმატებებმა გამოიწვიეს სერიოზული წინააღმდეგობა რომში. ისარგებლეს რა ბულგარეთის სისუსტითა და მეფე ბორისის აუცილებლობით ეძება პოლიტიკური მხარდაჭერა დასავლეთში, პაპმა ბულგარეთში გააგზავნა მისი ეპისკოპოსები, რომლებმაც დაიწყეს ბიზანტიელი კლირიკოსების განდევნა და ბულგარეთში ლათინური ადათ-წესებისა და სწავლების, მათ შორის, Filioque-ს ერესის დამკვიდრება.

განმანათლებელმა ფოტიოსმა მიმართა წერილით აღმოსავლეთის პატრიარქებს, რომელშიც მათ ინფორმაცია მიაწოდა ბულგარეთში ლათინელთა საქმეებზე და საკმაოდ მკვეთრი გამოხატულებებით დაადანაშაულა ისინი მართლმადიდებლური აღმსარებლობისგან გადახვევაში. კერძოდ, ფოტიოსმა დაწერა შემდეგი: „თავად რწმენის წმინდა სიმბოლო, რომელიც ურყევად არის დამტკიცებული ყველა საეკლესიო და მსოფლიო დადგენილებებით, მათ სცადეს - ჰოი, ბოროტების მაძიებელნი! - ყალბი მსჯელობითა და გამოგონილი სიტყვებით, ზედმეტად უხეშად გაიაზრეს რა თავიანთი სიახლე, რომ თითქოს სულიწმინდა არა მხოლოდ მამიდან, არამედ ძისგანაც მოდის. ვის გაუგონია, რომ მსგავსი სიტყვები წარმოეთქვა ვინმე უღირსს? რომელმა  მზაკვარმა გველმა (შეად. ეს. 27:1) ჩადო ეს მათ გულებში? საერთოდ, ვინ გამოიტანდა, როცა ქრისტიანები სინამდვილეში სულიწმინდაში ორ მიზეზს მოიაზრებენ: ერთის მხრივ, მამას - ძისა და სულიწმინდისთვის და მეორეს მხრივ, ისევ სულიწმინდისთვის - ძეს და არღვევს ერთიან საწყისს ორ საწყისში და ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას აქცევს რაღაცად, რაც უკეთესი არაა ელინურ მითოლოგიაზე და მაღალფარდოვნად მიმართავს ზეარსისა და სასიცოცხლო საწყისის სამების ღირსებას?“

867 წელს კონსტანტინოპოლში შედგა კრება, რომელზეც პაპი ნიკოლოზი გამოაცხადეს გადაყენებულად და ის ანათემას გადასცეს. რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა შეწყდა, „ფოტიუსის“ სქიზმამ მისი დასრულებული სახე მიიღო.

ამავე წელს მოხდა მოვლენები, რომელთა წყალობითაც გარემოებები მკვეთრად შეიცვალა. კონსტანტინოპოლში გამეფდა ბასილი მაკედონელი, რომში კი გარდაიცვალა პაპი ნიკოლოზი. ახალ იმპერატორს სურდა შერიგება რომთან, გარდა ამისა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, პატრიარქმა ფოტიოსმა ის დაადანაშაულა მეფის მკვლელობაში და ზიარებას ჩამოაცილა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ფოტიოსის ხვედრი წინასწარ იქნა განსაზღვრული, ის გადააყენეს, ხოლო პატრიარქის ტახტზე დააბრუნეს ეგნატე.

ახალ პაპს ადრიანე II მიმართა საელჩომ ინფორმაციით ყველა მომხდარი ცვლილების შესახებ. პაპმა გაიმეორა ფოტიოსის ანათემა და ასევე მთელი კონსტანტინოპოლის 867 წლის კრების მიმართ და კონსტანტინოპოლში გაგზავნა მისი ლეგატები, რათა მათ იმპერატორ ბასილი მაკედონელის მეშვეობით ჩაატარეს საეკლესიო კრება, რომელზეც გაიმეორებდნენ ყველა პაპისეულ ანათემას. ეს კრება შედგა 869-870 წლებში და ის გამოცხადდა მსოფლიო კრებად, მიუხედავად მისი უკიდურესი მცირერიცხოვნობისა. კრებამ თავისი მისია შეასრულა, დაადასტურა ფოტიოსის გადაყენება და ასევე აღიარა რომის პაპის უზენაესობა, ცნო მისი განუსჯადობა მსოფლიო საეკლესიო კრების მიერაც კი. ფოტიოსის პრაქტიკულად ყველა მომხრე მისი ერთგული დარჩა და უარი თქვა ხელი მოეწერა საეკლესიო კრების განსაზღვრებისთვის. ფოტიოსთან ერთად, ყველა მათგანი, 200-ზე მეტი ადამიანი, გადაყენებულ იქნა.

რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა აღდგა, მაგრამ მალე ბიზანტიელები მიხვდნენ, რომ ამისთვის მათ საკმაოდ დიდი ფასის გადახდა მოუწიათ. პაპისადმი დაქვემდებარება არავის არ აწყობდა უკვე, მათ შორის, დაბრუნებულ პატრიარქ ეგნატესაც. 879 წელს კი, შედგა ის საეკლესიო კრება, რომელსაც პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ უწოდა „მერვე მსოფლიო“ და რომელსაც ამისთვის ყველა საფუძველი გააჩნია.

879-880 წლების „მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება“

ბრჭყალები მოცემულ აღნიშვნაში - ესაა საყოველთაოდ მიღებული  აზრი იმის შესახებ, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება რვაა.

ჯერ კიდევ პატრიარქ ეგნატესა და პაპი იოანე VIII დავისას, ბასილი მაკედონელმა პაპს შესთავაზა თავისი ლეგატები მიეწვია კონსტანტინოპოლში ახალ კრებაზე, რომელიც ყველა უთანხმოებას გადაწყვეტდა. პაპმა მიიწვია ლეგატები, მაგრამ როცა ისინი კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ეგნატე უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო პატრიარქის ტახტზე ასული იყო ფოტიოსი. მათ ამის შესახებ აცნობეს რომს და ახალი ინსტრუქციები ითხოვეს. პაპი დათანხმდა ფოტიოსის პატრიარქად აღიარებას ეგნატეს მომხრეებთან შერიგების პირობით და როგორც ჩანს, ლეგატებს მისცა უფლებამოსილებები ემოქმედათ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად, გარემოებებიდან გამომდინარე.

კრება გაიხსნა 879 წლის ნოემბრის დასაწყისში წმინდა სოფიას ტაძარში. აქტების თანახმად, მას დაესწრო 383 ეპისკოპოსი, რაც მკვეთრად კონტრასტირებს 869-870 წლების საეკლესიო კრების დაწყებასთან, რომელსაც 10 - ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მას ესწრებოდა ხუთივე საპატრიარქოს წარმომადგენელი, მათ შორის, პაპის ლეგატებიც, რომლებმაც პატრიარქ ფოტიუსს მიართვეს სამოსელი პაპი იოანე VIII -გან საჩუქრის სახით.

კრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის იყო შემდეგი:

  • კონსტანტინოპოლის 787 წლის კრება ხატთმებრძოლების წინააღმდეგ აღიარებულ იქნა მეშვიდე საეკლესიო კრებად;
  • 869-870 წლების კონსტანტინოპოლის კრება, რომელმაც აღიარა პაპის უზენაესობა და დაგმო ფოტიოსი, დაიგმო, ხოლო მისი გადაწყვეტილებები ბათილად იქნა ცნობილი’
  • წმინდა ფოტიოსი თავის საპატრიარქო ღირსებაში დაამტკიცეს.

მიღებულ იქნა ასევე რამოდენიმე კანონიკური წესი, მათ შორის, განკვეთის, გადაყენებისა და ანათემების ბათილად ორმხრივად ცნობის შესახებ. აქ შეიძლება გავიხსენოთ ყველა ადგილობრივი, მათ შორის, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ ფილარეტ დენისენკოს ანათემის შესახებ, რომელიც მოცემულ წესს სრულად შეესაბამებოდა.

879-880 წლების საეკლესიო კრების უმთავრესი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბოლო სხდომაზე. ის ეხებოდა ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლოს უცვლელობის დამტკიცებას და კერძოდ, გვამცნობდა შემდეგს: „თუ ვინმე  გაკადნიერებდა ხელახლა გადაწეროს და სახელი გადაარქვას „რწმენის სიმბოლოს“ სხვა განმარტებით, ამ წმინდა სიმბოლოს გარდა, რომელიც ყველგან ვრცელდება ჩვენი კეთილმოუბარი და წმინდა მამების მიერ და რათა მოიტაცოს ამ ღვთის მატარებელი მამების აღმსარებლობის ავტორიტეტი და დანერგოს მათი საკუთარი გამოგონებები, და რათა ისინი წარმოადგინოს მორწმუნეების ზოგადი სწავლების სახით ან იმათ მიერ, რომლებიც მიმართავენ რომელიმე ერესისგან...

მაშინ, წმინდა და მსოფლიო საეკლესიო კრებების თანახმად, რომელიც უკვე აღიარებულია ჩვენს წინაშე, ის უნდა განიკვეთოს საერთოდ, თუ ის წარმოადგენს კლირიკოსს ან გადაეცეს ანათემას, თუ ის წარმოადგენს ერისკაცს“. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცალკე ოროსის სახით.

კრების ქმედებებმა დააფიქსირა მისი მონაწილეების აღფრთოვანებული რეაქცია ამ ოროსის გაჟღერებაზე. ის იყო შემდეგი: „ჩვენ იქ ვთვლით, როგორც გვწამს, ჩვენ ამ აღმსარებლობით მოვინათლეთ და ღირსი გავხდით კლიროსში შესვლისა. ამდენად, ჩვენ უფლისა და ჭეშმარიტების მტრებად ვთვლით მათ, ვინც ფიქრობს სხვაგვარად ამასთან მიმართებაში. თუ ვინმე გაკადნიერდება რწმენის ამ სიმბოლოს ნაცვლად სხვა შეადგინოს ან მასში დაამატოს რამე ან ამოიღოს მისგან ან გათავხედდეს ის გამოაცხადოს „წესად“, დაე, იქნეს დაგმობილი და ქრისტიანობიდან გაძევებული“.

რამდენადაც ის ამით იღებს ან ამატებს რამეს წმინდა და ერთარსსა და განუყოფელ წმინდა სამებაში და ამით აცხადებს, რომ აღმსარებლობა, რომელიც ამ დრომდე გვქონდა, წარმოადგენს არასრულყოფილს და გმობს სამოციქულო თქმულებას და წმინდა მამების სწავლებას. ამდენად, ვინც არ უნდა იყოს, თუ ის, უგულებელყოფის ასეთ ხარისხამდე მისვლისას, კადნიერდება ასეთი რამ გააკეთოს, რაზეც ზემოთ ვწერდით და მან წარმოადგინა რწმენის სხვა სიმბოლო და მას აცხადებს „წესად“ ან ამატებს მასში რამეს ან აკლებს რამეს სიმბოლოში, რომელიც ჩვენ მოგვეცა პირველი, დიდი, წმინდა და მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ ნიკეაში, დაე, ის გადაეცეს ანათემას!“

Filioque-ეს ერესი საეკლესიო კრების დოკუმენტებში არ იყო სახელდებული, თუმცა არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ საქმე სწორედ მასზე იყო. ბიზანტიელების ყველაზე დიდი პრეტენზია ბულგარეთში ლათინელთა საქმიანობის მიმართ სწორედ რომ მდგომარეობდა იმაში, რომ ლათინელი მისიონერები იქ Filioque -ს ქადაგებდნენ.

არქიეპისკოპოსი ბასილი (კრივოშეინი) თავის კვლევაში „სიმბოლური ტექსტები მართლმადიდებლურ ეკლესიაში“ ამ კრების თაობაზე წერს: „როგორც მისი შემადგენლობის, ასევე თავისი დადგენილებების ხასიათის მიხედვით, ეს კრება ატარებს მსოფლიო საეკლესიო კრების ყველა ნიშანს. მასზე წარმოდგენილი იყო მაშინდელი ეკლესიის ხუთივე საპატრიარქოს წარმომადგენელი, მათ შორის, რომისაც, ასე რომ ეს საეკლესიო კრება წარმოადგენს ბოლო კრებას, რომელიც საერთო იყო, როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ეკლესიისთვისაც. მასში მონაწილეობდა 383 მამა ანუ ეს იყო ყველაზე დიდი კრება ქალკიდონეს დროიდან. ის მსოფლიო საეკლესიო კრების სახით იქნა მოწვეული და თავის აქტებში იწოდება „დიდ და მსოფლიო საეკლესიო კრებად“.

თუმცა, ყველაზე მთავარ ნიშანს, რომელიც საშუალებას იძლევა ვისაუბროთ 879-880 წლების საეკლესიო კრებაზე, როგორც მერვე საეკლესიო კრებაზე, იყო ის, რომ მან გამოიტანა რწმენის სწავლების ხასიათის განსაზღვრებები, რომელთაც სიტყვასიტყვით თუ არა, არსებითად მაინც დაგმო Filioque-ს ერესი, რომელიც ეკლესიას ემუქრებოდა. გარდა ამისა, მთლიანად ეკლესიაში მოხდა ამ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებების რეცეფცია. ყველა ადგილობრივი ეკლესია, მათ შორის, რომის ეკლესიაც, აღიარებდა ამ გადაწყვეტილებებს. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს აზრი, თითქოს პაპმა იოანე VIII უარყო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები და ისევ გაწყვიტა ურთიერთობა ფოტიოსთან, მაგრამ სერიოზული ისტორიული მეცნიერება ამას ფოტიოსის არაკეთილმოსურნეების შეთხზულად მიიჩნევს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, 879-880 წლების საეკლესიო კრება ლათინების მიერ მსოფლიო საკლესიო კრებად აღიარებული იყო XII საუკუნემდე, როცა რომიმა ეკლესიაში მისი მეთაურობისთვის ბრძოლაში მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებად დაიწყო არა 879-880 წლების კრების, არამედ ფოტიოსის წინააღმდეგ 869-870 წლების ცრუ საეკლესიო კრების მიჩნევა.

შედეგები

Filioque-ს ერესი   IX საუკუნის ბოლოს და X საუკუნეში ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული სავალდებულო სწავლების სახით რომში. ის უპირატესად დომინირებდა გერმანიასა და საფრანგეთში. რომის პაპები მას უდგებოდნენ მეტ-ნაკლებად მოთმინებით, მაგრამ არ ჩქარობდნენ ეკლესიის ოფიციალურ სწავლებად გამოცხადებას. თუმცა, მეოცე საუკუნის ბოლოსთვის, როცა რომში მნიშვნელოვნად გაიზარდა გერმანული გავლენა, ხოლო პაპები ხდებოდნენ გერმანული წარმომავლობის პიროვნებები (პირველი ასეთი გახლდათ საქსონელი გრიგოლ V),  Filioque-s ერესი დომინანტური გახდა რომშიც. ამ ცრუ სწავლების საბოლოო დამტკიცებად ითვლება მისი ხსენება რწმენის სიმბოლოში გერმანიის იმპერატორ ჰენრიხ II  კორონაციის დროს 1014 წელს, პაპი ბენედიქტე VIII დროს.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, მისი კავშირი 879-880 წლების საეკლესიო კრებასთან სრულიად ცხადია. ფანარიონისა და ვატიკანის გეგმების ჭრილში უახლოეს ხანებში გაერთიანების თაობაზე დგება საკითხი რწმენის სწავლების ერთიანობის შესახებ. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი აცხადებს, რომ „დიალოგი კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, რომელიც დაიწყო მეორე ვატიკანის საეკლესიო კრების შემდეგ, თავიდან დიპლომატიურ, შემდეგ კი საღვთისმეტყველო დონეზე, გრძელდება შეუპოვრად, რეალიზმითა და უფლის განჭვრეტისადმი სრული დნობით იმ გზაზე, რომელსაც მივყავართ მიზანთან, რომელიც მიგვიყვანს ასეთ სასურველი სრულ ერთიანობამდე“.

თუმცა, ბოლო ხანებში არავის  სმენია, რომ კათოლიკე ეკლესიას გამოეხატა სურვილი უარი ეთქვა Filioque-ს ერესზე ან სხვა მსგავს შეცდომებზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფანარიონზე ვარაუდობენ, რომ გაერთიანება შეიძლება მოხდეს კათოლიკების მიერ ყველა მათი ცრუ სწავლების შენარჩუნების დროს. ამასთან, კონსტანტინოპოლის 879-880 წლების კრება, რომელმაც ანათემას გადასცა Filioque, ხდება ძალიან არახელსაყრელი. კიდევ უფრო არასახარბიელოა ის მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებად აღიარების შემთხვევაში. ამიტომაც, დღეს ფანარიოტები მას არ იხსენებენ. ლათინებთან ერთიანობის მოწინააღმდეგენი კი, ისეთები, როგორიცაა პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე, პირიქით, ცდილობენ მას ყურადღება მიაქციონ და საუბრობენ იმაზე, რომ Filioque-ს შესახებ სწავლება ეკლესიის მიერ იქნა უარყოფილი ჯერ კიდევ IX  საუკუნის ბოლოს.

კიდევ ერთი მტკიცება შეიძლება გაკეთდეს „ფოტიოსის სქიზმას“ შესახებ მთელი ისტორიიდან. ეს მტკიცებაა იმის თაობაზე, რომ IX საუკუნეში მართლმადიდებლური და ლათინური საეკლესიო ტრადიციები უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ერთმანეთისგან განცალკევებული. იმავე ბულგარეთში, რომელიც იმ დროს ინათლებოდა, იდგა არჩევანი, საიდან მიეღო ის: რომიდან თუ ბიზანტიიდან. ბულგარელებს შესანიშნავად ესმოდათ, რომ ეს სულაც არ იყო ერთიდაიგივე. კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო ეს არჩევანი 988 წელს, როცა რუსეთში ხდებოდა მართლმადიდებლობის მიღება. ამიტომაც მართლმადიდებლური წესის უკრაინელი კათოლიკების განცხადებები იმის შესახებ, რომ წმინდა მთავარმა ვლადიმირმა მიიღო რომტან და კონსტანტინოპოლთან საერთო რწმენა და რომ რუსეთის ეკლესია ერთიანი იყო რომის ტახტთან -ეს არის 1054 წელს მართლმადიდებლებსა და ლათინებს შორის ოფიციალურ განხეთქილებამდე თარიღით სპეკულაცია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ