„მენე, მენე, თეკელ, უპარსნი“ ანუ მტერი კარს მომდგარა, ჩვენ კი ეკლესიას ვდევნით

გაითავისევებენ თუ არა უკრაინელები ბალთაზარის გაკვეთილს? ფოტო: СПЖ

ისტორიის გაკვეთილები უნდა იცოდეთ, მითუმეტეს, წმინდა ისტორიის გაკვეთილები. ისინი არა მხოლოდ ამბობენ, არამედ ღაღადებენ იმას, რომ ეკლესია შეუძლებელია განადგურდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა მტერი კარებსაა მომდგარი.

დასაწყისისთვის მოვიყვანოთ ორი აბსოლუტურად უდაო თეზისი, რომ შემდეგ მათზე აიგოს შემდეგი მსჯელობა.

თეზისი N 1

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არის კანონიკური ეკლესია, რომლის მადლმოსილებაც არავის მიერ არაა ეჭვქვეშ დაყენებული. სწორედ ასე, დიდი და სქელი შრიფტით. ზოგიერთი უმე-ში ხედავს მეხუთე კოლონას, ვიღაც იტყვის, რომ ესენი არიან უფს-ს აგენტები, ვიღაც მას „დროებით ატანადს“ უწოდებს (მაგალითად, პატრიარქი ბართოლომეოსი), ვიღაცას ის უბრალოდ არ მოსწონს.

თუმცა, ყველა აღიარებს, რომ უმე არის ერთიანი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ნაწილი (რწმენის სიმბოლო). კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც და ის ადგილობრივი ეკლესიებიც კი, რომლებმაც ცნეს მეუ (ელადის, კვიპროსის, ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის). თავად მეუ-ც კი ცნობს უმე-ს კანონიკურ ეკლესიად, ხოლო მის მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებას - უფლის მადლმოსილ მღვდლებად, ხოლო საიდუმლოებებს - ნამდვილად. ეს ნიშნავს იმას, რომ უმე-ს მიმართ გამოიყენება ეკლესიის შესახებ ახალი აღთქმის ყველა აღთქმა. აი, ზოგიერთი მათგანი:

 მოკლედ, თეზისი № 1 შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ასე: უმე არის უფლის ეკლესია.

თეზისი №2

უკრაინას თავს დაესხა სასტიკი და ვერაგი მტერი, რომელიც ანადგურებს უკრაინელებს და მზადაა მსხვერპლად შესწიროს ასობით ათასი მისი ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის დასაპყრობად. ეს მტერი, მისი სამხედრო კამპანიის ჩავარდნის მიუხედავად, არ ფიქრობს გაჩერებას. პირიქით, ის იკრებს ძალებს, რათა ეცადოს გარდატეხოს კამპანიის მსვლელობა და დაიპყროს ჩვენი ქვეყანა.

აი, ციტატა უშძ-ს მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ინტერვიუდან, რომელიც მან მისცა ჟურნალ The Economist-ს 15.12.2022წ . : „რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ მათი პრობლემები იმდენად საშინელია, რომ ეს ადამიანები არ იომებენ. ისინი იბრძოლებენ. მეფე მათ ეუბნება წავიდნენ ომში და ისინი მიდიან. მე შევისწავლე ჩეჩნეთის ორი ომის ისტორია - ყველაფერი ზუსტად ასე იყო. შესაძლოა, ისინი ისე კარგად არ არიან აღჭურვილები, მაგრამ ისინი მაინც წარმოადგენენ ჩვენთვის პრობლემას. ჩვენი შეფასებებით, მათ აქვთ რეზერვი 1,2-1,5 მლნ ადამიანი... რუსები ამზადებენ დაახლოებით 200 ათას ახალ ჯარისკაცს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი ისევ შეუტევენ კიევს“.

სამხედროებისა და პოლიტიკური ექსპერტების უმრავლესობა ეთანხმება მსგავს მტკიცებულებებს. უდაოა, ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების და ამისათვის ვაკეთებთ ყველაფერს, გვწამს, რომ უშძ სძლევს მტერს. თუმცა, რა ფასად დაგვიჯდება გამარჯვება?!  რამდენი სიცოცხლის გაცემა მოგვიწევს კიდევ?! კიდევ რამდენი ქალაქი და სოფელი დაინგრევა?!

ასევე მოკლედ, თეზისი №2: უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ გამარჯვების ფასი შეიძლება იყოს დიდი, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ის, რომლის საფასურიც უკვე გადავიხადეთ.

ახლა კი მოდით, ვიმსჯელოთ.

აი, ვ. ზასლუჟნის კიდევ ერთი ციტატა: „ჩვენ არ აგვირჩევია ომი. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ბრძოლა. და თავად ღმერთი ჩვენს მხარესაა. ჩვენს მხრებსა და ჩვენი ახლობლების მხრებზე არის მძიმე განსაცდელი, ტკივილი და ტანჯვა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი დასდევს“ (საახალწლო მიმართვიდან).

იმისათვის, რომ ღმერთი უკრაინის მხარეს იყოს, უკრაინაც ასევე უნდა იყოს ღმერთის მხარეს.

ყოველ შემთხვევაში, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღმერთს, არ უნდა გააკეთოს ის, რაც ღმერთმა პირდაპირ აკრძალა წმინდა წერილში. ებრაელ ხალხთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა მაშინ ძველი აღთქმის ეკლესიას, უფალმა თქვა: „არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ“ (ფს. 104: 15). ეს ეხება ახალი აღთქმის ეკლესიასაც, რომელზეც მოციქული პეტრე ასე ამბობს: „თქვენ კი რჩეულთა მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ...“ (1 პეტ. 2:9).

ისრაელის, ძველი აღთქმის ეკლესიის ისტორიაში არის ბევრი ეპიზოდი,რომელიც გვიჩვენებს იმის შედეგს, როცა ძალაუფლების მქონენი დაიწყებენ სწორი გზიდან გადახრას და უფლის მცნებების დარღვევას. მოდით, მოვიყვანოთ ყველაზე მკაფიო მაგალითები.

ეპიზოდი №1

ყველამ იცის, რომ ისრაელში იყო 12 ტომი, რომელთაგან ერთ-ერთია ლევინოს მუხლი, რომელიც ემსახურებოდა იერუსალიმის ტაძარს და ხშირად არ იყო მოხსენიებული მუხლების რიცხვში. თუმცა, ქრისტეს დროისთვის დარჩა მხოლოდ ერთი მუხლი - იუდინოს ტომი. სად გაქრა დანარჩენი ათი და რაც მთავარია, რატომ გაქრნენ ისინი?

პასუხს ამ კითხვაზე გვაძლევს ბიბლიური წიგნი: „მეფეთა მესამე წიგნი“. მასში მოთხრობილია, თუ როგორ ეთაყვანა დავით მეფის ძე სოლომონი, რომელიც იყო უბრძენესი ადამიანი იმ ხანაში და რომლის დროსაც ისრაელმა უმაღლეს ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწია, თავისი სიცოცხლის ბოლოს არა მხოლოდ ისრაელის ღმერთს, არამედ გარშემომყოფი ხალხის ღვთაებებსაც.

„და იყო ჟამსა სიბერისა სოლომონისა და ცოლთა მისთა განდრიკნეს გული მისი კვალსა ღმერთთა უცხოთასა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა მიმართ ღმრთისა თვისსა,  ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.

და შეუდგა სოლომონ კვალსა ასტარეთისასა საძაგელისა სიდონელთასა, კვალსა მოლოქისა საძაგელისა ძეთა ამონისთასა. და ქმნა სოლომონ ბოროტი წინაშე უფლისა და არა შეუდგა უფალსა, ვითარცა  დავით, მამა მისი“ (3 მეფ. 11:4-6). აქ, რასაკვირველია, არაა პირდაპირი ანალოგია დღევანდელ მდგომარეობასთან, მაგრამ დასკვნა ნათელია:

ისრაელის ყველა დანარჩენი უბედურების მიზეზია ის, რომ მმართველი „აკეთებდა უფლის წინაშე არამისაღებს და არ შეუდგა სრულად უფალს“.

უფალმა რამოდენიმეჯერ შთააგონა სოლომონი მოსულიყო გონს, მაგრამ ის არ ისმენდა. და აი, ბოლოს უფალმა თავისი ნება გამოხატა: „და ჰრქვა უფალმან სოლომონს: მაგისთვის, რომელ იქმნა ეგე შენ თანა და არა იმარხენ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელ გამცემ შენ, განხეთქით განვხეთქო მეფობა შენი ხელთაგან შენისა და მივსცე ეგე მონასა შენსა.

ხოლო დღეთა შენთა არა ვყო ესე დავითისათვის, მამისა შენისა, არამედ ხელისაგან ძისა შენისა მოვიღო ეგე.

ხოლო არა თუ ყოველი ეგე მეფობა აღვიღო, არამედ ნაწილი ერთი მივსცე ძესა შენსა დავითისთვის, მონისა ჩემისა, და იერუსალიმისათვის ქალაქისა, რომელ გამოვარჩიე“ (3 მეფ. 11: 11-13).

სოლომონის სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი რობოამი. ახალ მეფეს ისრალის ხალხმა სთხოვა გადასახადებისა და ბეგარის შემცირება, მაგრამ მან არა მხოლოდ უარი განაცხადა ამაზე, არამედ გაზარდა კიდეც ისინი. ხალხი აჯანყდა და ისრაელის 10 ტომი დაკავდა იმით, რასაც დღეს სეპარატიზმს უწოდებენ. ისინი გამოვიდნენ რობოამის ძალაუფლებიდან, წარმოქმნეს ე.წ. ჩრდილოეთ ისრაელის სამეფო და გამოაცხადეს სხვა მეფე, სოლომონის ყოფილი მონა სახელად, იერობოამი. ეს იერობოამი კიდევ უფრო მეტად განუდგა ჭეშმარიტ ღვთის თაყვანისცემას: „ ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს. ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა. ეს იყო ცოდვის დასაბამი. დაიწყო ხალხმა სიარული ხბოების თაყვანისსაცემად თვით დანამდე“ (3 მეფ. 12:28-30).

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩრდილოეთ ისრაელის სამეფო განადგურებული იყო ასურელი მეფეების ტიგლატფილესერ III და სალმანასარ V მიერ, რომლებმაც მთელი ხალხი ტყვედ წაიყვანეს, მის ადგილას კი დაასახლეს ტყვეები ასურეთის სხვადასხვა პროვინციიდან. ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ისრაელის 10 ტომი ტყვეობაში სრულად ასიმილირდა და გაქრა, როგორც ასეთი.

ეპიზოდი № 2

იუდინოს ტომი ამ დროს ასევე არ გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით: „ბოროტად იქცეოდა იუდა უფლის თვალში და თავიანთ მამა-პაპას გადაამეტეს ცოდვებში, რითაც გულისწყრომით ავსებდნენ უფალს“ (3 მეფ. 14:22).

უბედურებამ თავის აპოგეას მიაღწია წინასწარმეტყველ ელიას დროს, რომელიც სიტუაციას ასე ახასიათებდა: „როცა გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: აქ რა გინდა ელია? მიუგო, უფლის ცაბაოთ ღმერთის შურმა  შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ“ (3 მეფ. 19:13,14). სხვათაშორის, ყველა იუდეველი არ მიჰყვა კერპთაყვანისმცემლობას: „ და უთხრა უფალმა...დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის“ (3 მეფ. 19:15-18).

ეს დასრულდა ბაბილონის 70 წლიანი მონობით. ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიმორჩილა და გაძარცვა იუდეა, დაანგრია იერუსალიმის ტაძარი და იუდეველები ტყვედ წაიყვანა. იუდეველები, ისრაელელებისგან განსხვავებით, მაინც დაბრუნდნენ ბაბილონის ტყვეობიდან, მაგრამ მათი ტანჯვა იყო საშინელი. მსურველებს შეუძლიათ ამის თაობაზე წაიკითხონ ბიბლიური წიგნი „იერემიას გოდება“, აქ კი მოვიყვანოთ მისი დასაწყისი: „როგორ მარტო დარჩა ქალაქი, ოდესღაც ხალხმრავალი, ზის ქვრივი ქალივით; ხალხთა ქალბატონი და მხარეთა დედოფალი მოხარკე შეიქმნა. ტირის ღამ-ღამობით, ღაწვებზე ცრემლი სდის, არავინა ჰყავს ნუგეშისმცემელი, ყველამ უღალატა, მტრად გადაეკიდნენ მეგობრები. გადაიხვეწა იუდა, დაბეჩავებული და დამონებული; დასახლდა უცხოთა შორის, ვერ უპოვნია მოსვენება; ვიწროებში დაეწივნენ მისი მდევრები“(გოდ. 1:1-3).

ეპიზოდი № 3

ეს ეპიზოდი ძალიან მკაფიოდ აღწერს უკვე არა ებრაელი ხალხის, არამედ ბაბილონის მეფე ბალთასარის დასჯას, რომელმაც გაბედა ღვთის გმობა და ძველი აღთქმის სიწმინდეების შებღალვა. „მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდკაცს და ამ თასის თვალწინ სვამდა ღვინოს. ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა რომ მოერთმიათ მისთვის ნაბუქოდონოსორის, მამამისის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რათა მეფეს, მის დიდკაცებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ვსვათ“ (დან. 5:1-3).

ბალთასარის მამა ნაბუქოდონოსორმა დაანგრია იერუსალიმის ტაძარი და იქიდან წაიღო ბევრი ფასეულობა და ღვთისმსახურების ჭურჭელი. „წაიღო ნაბუქოდონოსორმა უფლის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი ბაბილონში და დააწყო თავის სასახლეში, ბაბილონში“ (2 ნეშტ. 36:7).

ანუ ნაბუქოდონოსორი, რომელმაც მოიპარა  ეს ჭურჭელი, მაინც ხვდებოდა, რომ ისინი წმინდა იყო და მისი წარმართული წარმოდგენით, მათ ადგილი ბაბილონის სასახლეში მიუჩინა. ბალთასარმა კი მკრეხელობა ჩაიდინა, მან ღვინის სმა დაიწყო ამ ჭურჭლიდან, ამდენად გამოწვევა გაუკეთა რა ისრაელის ღმერთს. ამასთან, ნადიმი იმ დროს მიმდინარეობდა, როცა მიდიელთა და სპარსელთა ჯარი უკვე ბაბილონის სიახლოვეს იდგა. და სასჯელმაც არ დააყოვნა.

„სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, სამეფო სასახლის კირით შეფეთქილ კედელზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა.

მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა. ძლიერად იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდევებიმბი, მკითხავები მოეყვანათ, მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: ვინც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე, ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე მთავარი გახდება“ (დან. 5:5-7).

თუმცა, არავის არ შეეძლო ბალთასარისთვის აეხსნათ ამ სიტყვების მნიშვნელობა, სანამ მას არ მიუყვანეს წმინდა დანიელ წინასწარმეტყველი. „მაშინ უპასუხა დანიელმა და უთხრა მეფეს: შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც გავაგებინებ. და აი, რა ეწერა იქ: მენე, მენე, თეკელ, უპარსინ. ამ სიტყვების მნიშვნელობა კი ასეთია: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას;

თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი;

ფერეს - გაიყოფა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი“ (დან. 5:17-28).

ამ ისტორიის შედეგი ბალთასარისთვის იყო ტრაგიკული: „იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე და დარიუს მიდიელმა მიიღო სამეფო, სამოცდაორი წლის ასაკში“ (დან.5:30, 31).

დასკვნა

განვმეორდებით, ბიბლიური ისტორიები, რომლებიც აქ იქნა მოყვანილი, არაა პირდაპირი ანალოგიები. არ შეიძლება ითქვას: აი, შეხედეთ, ეს იგივეა, რაც მაშინ იყო, სხვადასხვა დროა, ადამიანთა რელიგიურობის სხვადასხვა ხარისხი, განსხვავებული მოვლენები და ა.შ. თუმცა, წმინდა წერილის ისტორიული წიგნები გვაძლევს იმ ფასდაუდებელ გაკვეთილებს, როგორი შედეგებიც შეიძლება ჰქონდეს ამათუიმ ადამიანურ ქმედებას.

ასევე გავიმეორებთ ვ. ზასლუჟნის ციტატას: „ და თავად უფალიც ჩვენს მხაარესაა“. თუმცა, ჩვენი ხალხისთვის ღმერთი არაა აბსტრაქტული ცნება. ჩვენი ღმერთი არის წმინდა სამება: მამა, ძე და სულიწმინდა, ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი, წმინდა წერილის ღმერთი, რომელმაც ამ წიგნში ჩვენ გაგვიმხილა ყველა საიდუმლო და სიბრძნე, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ.

დღეს არავინ მოითხოვს, რომ უკრაინაში, ისევე როგორც ძველი აღთქმის დროს, ადამიანები აღიარებდნენ მხოლოდ ერთ რელიგიას. არავინ მოითხოვს, რომ ყველა დადიოდეს ერთ ეკლესიაში და იყოს მხოლოდ მართლმადიდებელი. ახალ აღთქმაში ქრისტე საუბრობდა ნებაყოფლობითობაზე ერთიანი ჭეშმარიტი უფლისადმი თაყვანისცემაში: „აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ, თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან“ (გამ. 3:20).

აი, რა შეიძლება დღეს მოვითხოვო, ესაა ის, რომ სახელმწიფომ არ გაანადგუროს ქრისტეს ეკლესია (იხ. თეზისი № 1), რამეთუ შედეგები შეიძლება იყოს მძიმე და განუჭვრეტელი (იხ. თეზისი №2).

უფალი ჩვენს მხარესაა, მაგრამ ჩვენც უნდა ვიყოთ უფლის მხარეს. არ შეიძლება თავს დავესხათ სიწმინდეებს, არ შეიძლება იმასთან თამაში, რაც წმინდაა. დაფიქრდით, აკი, „ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის...“ (გალ. 6:7).

ყველა მათგანს, ვინც იტაცებს ტაძრებს, ვინც მორწმუნეებს შესაძლებლობას ართმევს ილოცონ, ვინც უმე-ს აკრძალვას ცდილობს, ვინც მასზე ტონობით საინფორმაციო სიბინძურეს ანთხევს, ვინც მონაწილეობს ამ დევნაში, გვინდა ვურჩიოთ: დაუსვით კითხვა საკუთარ თავს - არ იქნება მძიმე ამა თუ იმ ფორმით დაინახოთ „ადამიანის ხელის ბეჭედი“, რომელიც დაწერს „ მენე, მენე, ტეკელ, უპარსინ?“ იქნებ, სჯობს,  ქრისტეს ეკლესიას თავი დაანებოთ?

პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?