მოსალოდნელია განხეთქილება კვიპროსის ეკლესიაში მეუ-ს გამო?
კვიპროსში დუმენკოსა და მეუ-ზე აზრი ორად გაიყო. ფოტო: УПЦ
2023 წლის 12 ივნისს კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქმა პაფოსის მიტროპოლიტმა ტიხიკოსმა უარი თქვა ემსახურა მისი წინამძღვარის, არქიეპისკოპოს გიორგისადმი. უარის მიზეზი იმაშია, რომ მიტროპოლიტ ტიხიკოსს არ სურს მონაწილეობის მიღება ღვთისმსახურებაში, სადაც ნახსენებია მეუ-ს მეთაური ეპიფანე დუმენკო. მიტროპოლიტ ტიხიკოსის ასეთ გადაწყვეტილებას გიორგიმ უწოდა „ბავშვური“. თუმცა, მან აღიარა, რომ „აქვს გადაწყვეტილი მოიქცეს ისე, რომ არ მოხდეს განხეთქილება კვიპროსის ეკლესიაში“.
კვიპროსი და მეუ: ისტორიული ექსკურსი
მას შემდეგ, რაც მეუ-მ მიიღო ტომოსი ფანარიონისგან, კვიპროსის ეკლესიამ განაცხადა ამ საკითხში თავის ნეიტრალიტეტზე. უფრო მეტიც, კვიპროსის ეკლესიის მაშინდელმა მეთაურმა, აწ განსვენებულმა არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა სცადა კიდეც შუამავლის სახით გამოსულიყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და რმე-ს შორის. თუმცა, პატრიარქ ბართოლომეოსის მრისხანე გამოძახილების შემდეგ ქრიზოსტომოსმა შეცვალა თავისი შეხედულება. წმინდა სინოდის წევრების აზრის განჭვრეტის შემდეგ, მან ეპიფანე დუმენკო ერთ-ერთ ლიტურგიაზე მოიხსენია.
ამის შემდეგ კვიპროსის ეკლესიის რამოდენიმე ყველაზე ავტორიტეტულმა იერარქმა ღია წერილი მისწერა თავის წინამძღოლს, რომელშიც აცხდებდნენ, რომ უარს აცხადებენ მასთან თანამსახურებაზე დუმენკოს ხსენების გამო. მათი სიტყვებით, ფანარიონის გადაწყვეტილება მეუ-თან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ეკლესიის კანონებს, ხოლო ეპიფანეს „იერარქიას“ არ გააჩნია კანონიკური ქიროტონია. მღვდელმთავრებმა არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსისგან მოითხოვეს კვიპროსის ეკლესიის ნეიტრალიტეტის შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილების დაცვა. შეგახსენებთ ამ იერარქების სახელებს: კიკიის მიტროპოლიტი ნიკოფორი, ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე, ტამასოს მიტროპოლიტი ესაია და ამაფუნდის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ასევე უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების მიუღებლობის შესახებ არაერთხელ აცხადებდა მორფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე.
საპასუხოდ კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა მოიწვია წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც ერთი ხმის უპირატესობით აჯობა „სინოდის გადაწყვეტილებას“, რომელიც მას ანიჭებდა ეპიფანეს მოხსენიების უფლებას (უმრავლესობის მისარებად, ქრიზოსტომოსმა წინა დღით ხელდასმა გაუკეთა ახალ ეპისკოპოსს).
მრავალი თვის მანძილზე სიტუაცია კვიპროსის ეკლესიაში დაძაბული იყო.
არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის გარდაცვალების შემდეგ, ტამასოსელი მიტროპოლიტი ესაია ცვლის თავის აზრს და აცხდებს, რომ მეუ-ს აღიარება არის გამართლებული უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიით. მიტროპოლიტებმა ნეოფიტემ, ათანასემ და ნიკოფორემ არ შეცვალეს თავიანთი შეხედულებები. ახლა მათ რიცხვს დაემატა პაფოსის მიტროპოლიტი ტიხიკოსიც.
ვინ არის მიტროპოლიტი ტიხიკოსი
პაფოსის მიტროპოლიტი ტიხიკოსი (ვრიონისი) დაიბადა 1981 წელს. 2008 წელს მისი დიაკვნად ხელდასმა მოხდა მიტროპოლიტ გიორგი პაფოსელის (კვიპროსის ეკლესიის ამჟამინდელი წინამძღოლის) მიერ. ორი წლის შემდეგ იმავე მიტროპოლიტ გიორგის მიერ ის ხელდასმულ იქნა პრესვიტერად და აყვანილ იქნა პაფოსის არქიმანდრიტის ხარისხში, რის შემდეგაც ის ასრულებდა პროტოსინგელის (ეპარქიის მდივნის მსგავსი) ვალდებულებებს. ასევე ტიხიკოსი გახდა ეპარქიის შტატიანი მქადაგებელი პაფოსის მიტროპოლიის ოლქში.
2016 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე „მოციქულები და მათი მემკვიდრეები პაფოსის მიტროპოლიაში“ და მიიღო ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი.
2023 წლის 23 თებერვალს კვიპროსის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით ის აირჩიეს პაფოსის ეპისკოპოსად, მიიღო რა 16-დან 15 ხმა, ხოლო 2023 წლის 12 მარტს მოციქულ ბარნაბის სახელობის ეკლესიაში აკურთხეს პაფოსის ეპისკოპოსად.
როგორც ვხედავთ, მიტროპოლიტი ტიხიკოსი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა არქიეპისკოპოს გიორგის უშუალო გავლენის ქვეშ. მითუმეტეს მნიშვნელოვანს წარმოადგენს მისი უარი იმსახუროს თავის წინამძღოლთან მეუ-ს პოზიციის გამო.
მეუფე ტიხიკოსი ცნობილია, როორც ჭეშმარიტების მგზნებარე მქადაგებელი და მართლმადიდებლური რწმენის დამცველი. მიუხედავად მისი შედარებით ახალგაზრდა წლებისა, ის სარგებლობს უდიდესი ავტორიტეტითა და პატივისცემით, როგორც სასულიერო პირების, ასევე ეპარქიის მორწმუნეების მხრიდანაც. ამიტომაც, არქიეპისკოპოს გიორგის უბრალოდ არ შეუძლია მისი აზრის იგნორირება, „თვალების დახუჭვა“ და ისე მოქცევა, თითქოს არაფერი ხდება. განსაკუთრებით, იმის ჭრილში, რომ თავის გაბედულებაში არ აღიაროს მეუ, მიტროპოლიტი ტიხიკოსი მარტო არაა.
კვიპროსის ეკლესია და მეუ: ამჟამინდელი სიტუაცია
მჟკ-თან ინტერვიუში კვიპროსის ეკლესიის სხვა იერარქმა, მორფიის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ, განაცხადა, რომ არ თვლის მეუ-ს კანონიკურ ეკლესიად, ხოლო დუმენკოს - მღვდელმთავრად. უფრო მეტიც, მეუფის სიტყვებით, კვიპროსელი იერარქების უმრავლესობას არ სურს თანამსახურება მეუ-ს წევრებთან. სწორედ ამ მიზეზით არქიეპისკოპოს გიორგის ინტრონიზაციაზე მეუ-გან მიწვეულ იქნა უმე-ს ყოფილი მიტროპოლიტი სიმეონი (შოსტაცკი), რომელსაც კანონიკური ქიროტონია აქვს. ასევე მიტროპოლიტი ნეოფიტი აცხადებს, რომ მან უარი თქვა მონაწილეობა მიეღო კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვარის ინტრონიზაციაში მეუ-ს კატეგორიული მიუღებლობის მიზეზით. და ამ დრომდე მეუფე რჩება მისი პოზიციის ერთგული.
რასაკვირველია, არქიეპისკოპოსი გიორგი შესანიშნავად ხვდება რაც ახლა ხდება. რომ ბევრი მღვდელი და ეპისკოპოსი თუ დუმს მეუ-ს ტომოსზე, არაა აუცილებელი ის ეთანხმებოდეს მას.
მათი დუმილი ნაკარნახევია უშუალოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტისადმი პატივისცემით.
გარდა ამისა, არიან ისეთებიც, ვინც არ დუმან. და ამ იერარქებს გააჩნიათ ძალიან მაღალი ავტორიტეტი კვიპროსის მორწმუნეებს შორის. მათ რიცხვს დღეს შეიძლება განვაკუთვნოთ უკვე ნახსენები მღვდელმთავრები: მიტროპოლიტი ნიკიფორე, ნეოფიტი, ტიხიკოსი და ათანასე. მათი აზრის იგნორირება შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც, არქიეპისკოპოსი გიორგი, რომელიც კომენტარს აკეთებს მიტროპოლიტ ტიხიკოსის საქციელზე, საუბრობს სერიოზულ პრობლემაზე კვიპროსის ეკლესიაში და განხეთქილების საშიშროებაზეც. რას უნდა ველოდოთ?
იქნება თუ არა განხეთქილება კვიპროსის ეკლესიაში მეუ-ს გამო?
მეუ-ს აღიარებით უკმაყოფილო მღვდელმთავრების „მუხლზე გადატეხვა“ ვერ მოახერხა არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა და ამას, ვერ მოახერხებს გიორგიც. „სინოდის არგუმენტი“ არქიეპისკოპოს გიორგის სჭირდება იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს დაუმორჩილებელ იერარქზე. რას მივიღებთ?
თავად მიტროპოლიტ ტიხიკოსის დასჯის ფაქტმა მეუ-ს არაღიარების გამო შეიძლება გამოიწვიოს აღშფოთება პაფოსის მიტროპოლიის (და სხვათა) მორწმუნეებში, ასევე მიიყვანოს არქიეპისკოპოს გიორგი დიდ პრობლემებამდე, რომელთა მასშტაბებიც ძნელია ახლა განჭვრიტო. ამიტომაც, სინოდზე არ მიიღებენ რაიმე კანონიკურ სანქციებს, როგორც პაფოსის მიტროპოლიტის, ასევე „ანტი მეუ-ელი“ მღვდელმთავრების მიმართაც. უფრო მეტიც, კვიპროსის ეკლესიაში შენარჩუნდება გარე „კოსმეტიკური“ ერთიანობის სტატუსი შიდა ფაქტიური დაყოფის ფონზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი რჩება ფაქტად - მეუ-ს ტომოსმა არა მხოლოდ არ გადაწყვიტა უკრაინაში განხეთქილების პრობლემა, არამედ შეუქმნა სერიოზული პრობლემები სხვა ეკლესიებსაც და მთლიანად მართლმადიდებლობას.
ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ თქვა მორფიის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ:
„მეუ-მ ნაცვლად იმისა, რომ უკრაინის საეკლესიო პრობლემის გადაჭრა მოეტანა უკრაინელი ხალხისა და ყველა ჩვენგანისთვის, საკმაოდ გაართულა ეს პრობლემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს განხეთქილება არის მართლმადიდებლური მნიშვნელობის. ის იმალება მიწაში, მაგრამ ფესვებს იდგამს უკრაინიდან აფრიკამდე, უკრაინიდან ამერიკამდე და უკრაინიდან იაპონიამდე. ხვდებით, რომ ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის სასულიერო პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც მხოლოდ მსოფლიო კრებას შეუძლია“.
დიახ, პატრიარქი ბართოლომეოსი ცდილობს ამ პრობლემაზე დანაშაულის გადაბრალებას იმათზე, ვინც არ აღიარებს მეუ-ს. თუმცა, ისიც და მისი გარემოცვაც შესანიშნავად ხვდება, რომ ტომოსით ისინი აფიორაში გაეხვნენ, რომელმაც მართლმადიდებლობას უდიდესი და შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანიც კი მოუტანოს. ღმერთმა ქნას, რომ მათ არა მხოლოდ გააცნობიერონ ეს, არამედ საბოლოოდ, აღიარონ კიდეც. შეიცვლება კი მაშინ რამე?
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?