მეუ-ს ელადად „აღიარების“ წლისთავი: ეკლესიის ილუზია, ერთიანობის ილუზია
ტომოსის შემდეგ ეკლესიიდან წავიდა ყველა ის, ვინც ეძებდა არა ქრისტეს, არამედ რაღაცა სხვას. ფოტო მკჟ
რამდენიმე დღეში, კერძოდ კი 10 ნოემბერს, შესრულდება ერთი წელი, რაც საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა იერონიმმა ღვთაებრივი ლიტურღიის დროს პირველად მოიხსენია სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს სახელი.
მანამდე, 2019 წლის 26 აგვისტოს, ბერძნული ეკლესიის წმინდა სინოდმა, ერთ-ერთ სხდომაზე „აღიარა ეკუმენური პატრიარქის კანონიკური უფლება ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, და ბერძნული ეკლესიის წინამძღვრის პრივილეგია უკრაინული ეკლესიის აღიარების საკითხთან დაკავშირებით.“ 12 ოქტომბერს კი, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსების საბჭომ ოფიციალურად გააფორმა ეს გადაწყვეტილება. 19 ოქტომბერს, სალონიკში, ღვთისმსახურების აღსრულების, რომელსაც ესწრებოდნენ უმაღლესი სასულიერო იერარქიის პირები და ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, დროს პატრიარქმა ვარფოლომეიმ წარმოთქვა სახელი - დუმენკო, რაც 10 ნოემბერს გაიმეორა ბერძნული ეკლესიის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა იერონიმმა.
საკუთარი გადაწყვეტილება, შესულიყო უკრაინელ სქიზმებთან ევქარისტულ ერთიანობაში (ლიტურგიკული მოხსენიება სწორედ ამას ნიშნავს) არქიეპისკოპოსმა იერონიმმა ახსნა ე.წ. „მშვიდობის სიგელში“, რომელიც მან გააგზავნა დუმენკოს სახელზე. იქ ნათქვამია, რომ „მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) ავტოკეფალიამ მოაწესრიგა დაყოფა ჩვენი უფლის სამწყსოში“ და რომ „დარღვეულია ჯებირი, რომელიც იდგა ჩვენსა და თქვენს შუა, მართლმადიდებლებსა და ქრისტიანული სამყაროს ძმებს შორის. ჯებირს, რომლითაც გაყოფილები ვიყავით მოჰქონდა მწუხარება, სკანდალები და დიდი იანი მთელი ეკლესიისათვის, ისევე როგორც თანამედროვე მართლმადიდებლური სამყაროსთვის.“ გარდა ამისა, ათენის და მთელი ელადის არქიეპისკოპოსმა, იერონიმმა მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) ხელმძღვანელს უსურვა - „უკრაინის ეკლესიის სრული გათავისუფლება მღელვარებებისაგან, რომელმაც ის შეაზანზარა ერთიანობის დარღვევით, და სრული აღდგენა მშვიდობისა, სიმშვიდე და სტაბილურობა უფლისა და მთელი მართლმადიდებლური ოიკუმენეს განსადიდებლად.“
ასე რომ, სულ რაღაც ერთი წლის წინ, ელადოს ეკლესიის წინამძღვარი თვლიდა, რომ მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) ტომოსი აღიარებული უნდა იყოს რამდენიმე მიზეზის გამო:
- ის დაგვეხმარება მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილების დაძლევაში. შეწყდება „მწუხარება, სკანდალები და მთელი ეკლესიისათვის ზიანის მიყენება“.
- ტომოსი გაანადგურებს „მართლმადიდებელი ძმების“ გამყოფ ბარიერს საბერძნეთსა და უკრაინაში.
- ტომოსმა უნდა „გაათავისუფლოს უკრაინა მღელვარებებისაგან“, „გააერთიანოს“ და „აღადგინოს მასში მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა.“
წელი გავიდა და უკვე შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება, თუ რამდენად კარგად შეასრულა მისია პატრიარქ ვარფოლომეის მიერ ნაჩუქარმა ტომოსმა.
შეწყდა თუ არა „ეკლესიისთვის დიდი ზიანის მიყენება?“
არა! თითქმის ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ემის, რომ ეკლესია იმყოფება ღრმა კრიზისის პერიოდში - რომელიც ალბათ ყველაზე მასშტაბურია ბოლო 1000 წლის განმავლობაში. რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც ყველაზე დიდი ადგილობრივი ეკლესიაა, გაწყვიტა ევქარისტული კავშირი კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის საპატრიარქოებთან და ელადის (ბერძნული) ეკლესიის იმ იერარქებთან, რომლებმაც აღიარეს მეუ (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია). ეხლა მწვავედ დგას საკითხი - კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან, მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შესახებ.
არ არსებობს შიდა ერთიანობა მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) საკითხთან დაკავშირებით და დუმენკოს „მაღიარებლებს“ შორის. მაგალითად საბერძნეთში, უკრაინული განხეთქილების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ მიტროპოლიტები სერაფიმ პირეელი და სერაფიმ კიტირელი არაერთხელ გამოვიდნენ. ამ საკითხს განიხილავდნენ სხვა არქიერებიც. უარყოფითი პოზიცია აქვს საბრძნეთში, უბრალო ხალხის უზარმაზარ ნაწილს. ამ საკითხთან კავშირში საკმარისია იმ ფაქტის გახსენება, თუ როგორ მოულოდნელად იცვლებოდა მეუ (კ)-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (კანონიკური) ყოფილი მიტროპოლიტების, ალექსანდრესა (დრაბინკო) და სიმეონის (შოსტაცკი) 2019 წელს ელადაში „მომლოცველთა მოგზაურობის“ განრიგი მორწმუნეთა უკმაყოფილების გამო.
ტომოსმა იმის მაგივრად, რომ შეეწყვიტა „მსხვილი სკანდალები და მთელი ეკლესიისათვის ზიანის მიყენება“, მოახდინა მათი პროვოცირება.
დიახ, მოცემულ მომენტში მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) და საბერძნეთის პრობლემამ გარკვეულწილად დაკარგა აქტუალურობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა გაქრა. და მით უფრო არ ნიშნავს, რომ ის მიიღო მორწმუნეებმა. ხალხმა ის არ მიიღო, და მისი დიდი ნაწილი სავარაუდოდ არც მიიღებს. შესაძლოა სწორედ ესაა მიზეზი, რომ „აღიარებიდან“ ერთი წლის შემდეგ ვერც დუმენკომ და ვერც მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) იერარქებიდან სხვა ვერავინ შეძლო ბერძნული ეკლესიის წინამძღვართან ერთად მსახურება.
დიდი არეულობაა კვიპროსზე. ამ პერიოდისთვის უკვე ოთხმა ეპისკოპოსმა დაუფარავად გამოთქვა უკმაყოფილება მთავარეპისკოპოს ქრისტოსმოსის არაკანონიკური და ცალმხრივი გადაწყვეტილებით დუმენკოს მოხსენიების გამო. საკუთარი პოზიცია გააჟღერა მორფელმა მიროპოლიტმაც, რომელიც კიევის ერთადერთ კანონიკურ წინამძღვრად თვლის მიტროპოლიტ ონუფრეს. ეჭივც არაა შესატანი იმაში, რომ კვიპროსის იერარქებს შორის მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ დუმენკოს აღიარებით, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა დაარღვია სრული სინოდიალური წესრიგი ეკლესიაში.
სწორედ ამიტომ, ტომოსმა, იმის მაგივრად, რომ შეეწყვიტა „მსხვილი სკანდალები და მთელი ეკლესიისათვის ზიანის მიყენება“, პირიქით, მოახდინა მათი პროვოცირება.
„დარღვეულია თუ არა ჯებირი“ საბერძნეთისა და უკრაინის მართლმადიდებელ ძმებს შორის?
არა! ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევქარისტიული კომუნიკაციის უარყოფა - ერთობლივი ლიტურგიის უარყოფაა და შესაბამისად, ეს არის აქტი, რომელიც გავლნას ახდენს არა მხოლოდ იერარქიაზე, არამედ ეკლესიის ყველა წევრზე. მართლაც, სიმართლე ითქვას, დიუმენკოს აღიარება ხლიჩავს სულიერ კავშირს საბერძნეთის, კვიპროსისა და რუსეთის ეკლესიის რიგით მართლმადიდებელ მორწმუნეებს შორის. საბერძნეთის მართლმადიდებლური წმინდანების დიდი რაოდენობა რუსეთისა და უკრაინის მორწმუნეებისათვის უკვე აღარ არის ისეთი მომხიბვლელი, ვინაიდან სქიზმატიკოსების (განხეთქილების ამღიარებელი, თვითონაც განხეთქილების თანამონაწილე ხდება) ხელშია. ეხლა კი კვიპროსი დგას საფრთხის წინაშე.
უფრო მეტიც, უკრაინელი სქიზმატიკოსების აღიარებით კონსტანტინოპოლის, ელადოსის (ბერძნული) და ალექსანდრიის ეკლესიებმა კი არ გაანადგურეს, არამედ აღმართეს ბარიერი საკუთარ თავსა და უკრაინელ მართლმადიდებლებს შორის. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია - ეს არის მილიონობით მორწმუნე - 12 338 მრევლი, 12 411 სასულიერო პირი (მონაცემები 2019 წლისაა). რეალურად, სწორედ ეს ადამიანები გარიყეს საკუთარი თავიდან (და არა ეკლესიიდან) მათ ვინც აღიარა დუმენკო.
უკრაინელი სქიზმატიკოსების აღიარებით კონსტანტინოპოლის, ელადოსის (ბერძნული) და ალექსანდრიის ეკლესიებმა კი არ გაანადგურეს, არამედ აღმართეს ბარიერი საკუთარ თავსა და უკრაინელ მართლმადიდებლებს შორის.
ტომოსის ჩუქებამდე, პოროშენკო, ფილარეტ დენისენკო, ეპიფანე დუმენკო და თითქმის ყველა უკრაინული მასმედია ამტკიცებდა, რომ მეუ (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) შეძლებს მართლმადიდებლური ყველა კონფესიისა და უკრაინის ყველა მორწმუნის გაერთიანებას. თუმცა, ორი წლის შემდეგ, თვითონ სქიზმატიკოსები ამტკიცებენ, რომ - მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მეუ(კ)-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (კანონიკური) ექს-მიტროპოლიტის ალექსანდრე დრაბინკოს თქმით, არ სურთ მიიღონ არა მათ მიერ „შეკერილი“ ტომოსი. უფრო მეტიც, მორწმუნეები არა მარტო უარს აცხადებენ „ავტოკეფალიაზე“, არამედ შორდებიან იმათ, ვინც ის (ავტოკეფალია) გაიზიარა. თითქოს ამ ორი წლის განმავლობაში მეუ-ს წევრების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო რამდენჯერმე, ხოლო მეუ(კ) უნდა გადაქცეულიყო მცირე, მარგინალურ ჯგუფად. თუმცა ჩვენ რეალურად ვნახეთ, რომ მეუ-ს „იერარქები“ იძულებული არიან „მსახურება ჩაატარონ“ თითქმის ცარიელ ტაძრებში.
„და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად... “ (ლუკას სახარება 13, 35)
მაშ ასე, 2020 წლის 11 ოქტომბერს, მეუ(კ)-ს ყოფილი მიტროპოლიტის ალექსანდრე დრაბინკოს ტაძარში მივიდა მეუ-ს „წინამძღვარი“ ეპიფანე დუმენკო. მის გარდა ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა სქიზმატიკური სტრუქტურის 11 „იერარქი“, ე.ი. მთელი „საეპისკოპოსოს“ მეოთხედი. თითქოს, უნდა დამდგარიყო ხელსაყრელი მომენტი, რომ დაგვენახა მეუ-ს მიმართ მართლმადიდებელი უკრაინელების სიყვარული; მაგრამ მოდით ვნახოთ - რამდენმა მორწმუნემ მოილოცა ფერისცვალების ტაძარი მაშინ? 40-50 კაცზე მეტი არ ყოფილა. და ეს იმ პირობებში, როცა „მსახურებას ატარებდა“ ეპიფანე დუმენკო და 11 „არქიერი“, იყო კვირა დღე და აღნიშნავდნენ ტაძრის კურთხევიდან 10 წლისთავს.
შედარებისათვის, ვაქვეყნებთ მეუ(კ)-ს წინამძღვარის მიერ იმავე დღეს კიევ-პეჩერსკის ლავრაში ღვთისმსახურების ჩატარების ფოტოს:
ალბათ დამეთანხმებით რომ სხვაობა უზარმაზარია და შედარებაც სავსებით კორექტული - ეს არის კიევი, ერთი და იგივე დღე - კვირა, ღვთისმსახურება მათი საეკლესიო სტრუქტურების ხელმძღვანელების მონაწილეობით. აქ კარგად ჩანს, რომ უკრაინელ სქიზმატიკოსებთან მორწმუნე ხალხი უბრალოდ არც კი მიდის.
მაგრამ მოდით გავცდეთ კიევს და დავაკვირდეთ მეუ-ს ღვთისმსახურებას სხვა ქალაქებშიც. აი ფოტოც მეუ-ს ჩერნიგოვის საკათედრო ტაძრიდან, სადაც „არქიეპისკოპოსობს“ მეუ-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „იერარქი“, ამ სტუქტურის სპიკერი, ევსტრატე ზორია. 2020 წლის 18 ოქტომბრის კვირის მსახურებაზე ტაძარში მხოლოდ 10-15 კაცია.
ასეთივე სავალალო სურათს ვიხილავთ იმ სხვა ტაძრებშიც, რომელიც ეკუთვნის უკრაინულ სქიზმატიკოსებს.
ბუკოვინა - ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური რეგიონია უკრაინაში, მაგრამ როგორც ხედავთ აქაც „იერარქებისა“ (არიან ითხნი) და მეუ-ს „სასულიერო პირების“ დიდი ნაკადის მიუხედავად - ტაძარი პრაქტიკულად ცარიელია. და აი ფოტოც, რომელიც ასახავს მეუ-ს წარმომადგენლების ტაძრის „ღვთისმსახურებას“ ჩერნოვცში, 2020 წლის 27 ოქტომბერს, სერბეთის ბერის, პარასკევას ხსენების დღეს.
იგივე მდგომარეობაა ვინიცკაშიც. 2020 წლის 3 ნოემბერს, ვინიცკას მეუ-ს საკათედრო ტაძარში გაიმართა „ღვთისმსახურება“, სადაც მეუ(კ)-ს ყოფილი მეტროპოლიტის სიმიონის (შოსტაცკი) დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩამოვიდნენ მეუ-ს „იერარქები“ ალექსანდრე (დრაბენკო) და ტიხონ პეტრანიუკი. „მღვდლებისა“და მათ გარდა ტაძარში იყო რამდენიმე ათეული მორწმუნე.
თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ ვინიცკას საკათედრო ტაძარში შესაძლებელი იყო სრულიად განსხვავებული სურათის ნახვა. აი ფოტოც, რომელიც გადაღებულ იყო 2017 წლის 3 ნოემბერს (ტომოსის ჩუქებამდე და მიტროპოლიტ სიმეონის მეუ-ში გადასვლამდე ერთი წლით ადრე) თითქმის იგივე რაკურსიდან, საიდანაც 2020 წლის ფოტო:
ამდენად, რამდენიც არ უნდა დაგვარწმუნონ უკრაინული განხეთქილების მომხრეებმა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს სწორედ მათ სტრუქტურას, - ფაქტები, რაც არის აშკარა და ნათელი, მეტველებს სულ სხვა რამეს. ყველა რწმუნებულება იმის შესახებ, რომ მეუ-მ მოიცვა ყველა მართლმადიდებელი უკრაინელი, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს.
ამასთან დაკავშირებით ისმის გონივრული კითხვა - ვისთან გაერთიანდნენ ბერძნები, რომლებმაც დუმენკო აღიარეს უკრაინის ეკლესიის „წინამძღვრად“? უკრაინის მართმადიდებელი ქრისტიანების დიდ ნაწილთან ? არა, რა თქმა უნდა. ისინი გაერთაიანდნენ სქიზმატიკოსებთან. მართლმადიდებელი ქრისტიანები კი „ხმას აძლევენ ფეხებით“ - მიდიან იმ ტაძრებში სადაც ღვთის მადლია და იმ ეკლესიებში სადაც ქადაგებენ ქრისტეზე, და არა ნაციონალურ ან პატრიოტულ ფასეულობებზე. როგორც დუბნოში მეუ-ს წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წინამძღვრის, მერკური ბიკირას შემთხვევაში, როცა იგი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შეიმოსა უკრაინის დროშით ზურგზე ამოქარგული სახელმწიფო რუკით. „მღვდლის“ კასონზე ასევე გამოხატული იყო ღერბი.
აღდგენილია თუ არა მშვიდობა უკრაინაში?
არა! ეს არის ტომოსის კიდევ ერთი ამოცანა - „აღდგეს მშვიდობა უკრაინაში“ და შემცირდეს რელიგიური დაპირისპირებები. ფანარიონის მეთაური თვლის, რომ ეს ამოცანა შესრულებულია. 2020 წლის 2 ნოემბერს მან განაცხადა: „მართლმადიდებლობის სტაბილურობისა და ერთიანობის კონტექსტსში, ჩემი პასუხისმგებლობის არელში შედის უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. ეს განხორციელდა იმ აბსოლუტური რწმენით, რომ სწორედ ამგვარადაა შესაძლებელი კანონიკური წესრიგის აღდგენა და რომ ეს დადებითად აისახება საელესიო ცხოვრებაზე უკრაინაში.
ჩვენ შეგვიძლია უგულებელყოთ თეზისი, რომ „სწორედ ასე“, და არა თაობების შემდეგ აღდგება კანონიკური წესრიგი ეკლესიაში, რადგან ძალიან აშკარაა მისი არაეკლესიურობა. მაგრამ იმის მტკიცება, რომ უკრაინელი სქიზმატიკის აღიარება „დადებითად აისახება საელესიო ცხოვრებაზე უკრაინაში“ - მოითხოვს დიდი ყურადღებით განხილვას. ვინაიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ მეუ-ს ამღიარებელი ხალხი ცხოვრობს რაღაც პარალელურ რეალობაში ან მიზანმიმართულად ამახინჯებს არსებულ ვითარებას.
უკრაინაში, რელიგიურ ნაწილში შედარებითმა სიმშვიდემ დაისადგურა არა ტომოსის გამოჩენის, არამედ ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ. ეხლა კი იქმნება საშიშროება, რომ დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, რაც იყო 2014-2019 წლებში. ჩვენ თითქმის მუდმივად ვართ იმის მომსწრე, რომ მეუ- ს მიმდევრები დევნიან მართლმადიდებელ ქრისტიანებს. შეგვიძლია გავიხსენოთ, მხოლოდ 2020 წლის ბოლო თვეებში მეუ-ს მომხრეების მიერ მეუ(კ)-ს წარმომადგენლებისადმი (მათ თვლიან „არასწორი ეკლესიის“ მიმდევრებად) არაადამიანური მოპყრობის უამრავი ფაქტი, როგორიცაა მართლმადიდებელი ქრისტიანების დევნა ზოლოჩივში, მეუ(კ)-ს მორწმუნეების საშინელი ცემა ზადუბროვკაში, კანონიკური ეკლესიის მღვდლისა და მრევლის ცემა სოფელ პრიპტუნიაში და მრავალი სხვა.
სად არის ის „მადლი“, რომელიც ტომისს უნდა შემოეტანა უკრაინაში? ის არ არის; და არც შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ეკლესიის მადლი გამოიხატება არა სქიზმატიკური ჯგუფისთვის „ავტოკეფალიის“ მექანიკურ ჩუქებაში, არამედ მონანიებისა და საკუთარი შეცდომების აღიარების გზით, მათი ეკლესიაში დაბრუნებით. თუ ამას არ გავაკეთებთ უკრაინაში მშვიდობა ვერ დაისადგურებს. ხოლო თუ პატრიქრქი ვარფოლომეი წუხს ჩვენი ქვეყნის საეკლესიო ცხოვრებაზე, თუ ის განიცდის, რომ წლების განმავლობაში ადამიანები მოწყვეტილი იყვნენ მსოფლიო მართლბადიდებლობასთან კავშირის შესაძლებლობას, მან მეუ-ს წარმომადგენლებს უნდა მოუწოდეს მონანიებისკენ და მეუ(კ)-ს მილიონობით მორწმუნისადმი მტრობისა და ზიზღის შეწყვეტისკენ.
ეკლესიის მადლი გამოიხატება არა სქიზმატიკური ჯგუფისთვის „ავტოკეფალიის“ მექანიკურ ჩუქებაში, არამედ არამედ მონანიებისა და საკუთარი შეცდომების აღიარების გზით, მათი ეკლესიაში დაბრუნებით.. თუ ამას არ გავაკეთებთ უკრაინაში მშვიდობა ვერ დაისადგურებს.
და ეს მტკიცებულება იმდენად აშკარაა, რომ ამაზე სხვა ეკლესიებშიც საუბრობენ. ასე მაგალითად, კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტმა, ნიკიფორმა განაცხადა, რომ „უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მიზანი იყო იქ არსებულ ეკლესიაში მშვიდობის მიღწევა, მაგრამ ჯერჯერობით მიზანი არ არის მიღწეული.“
ის დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ „ეს მიზანი არ იქნება მიღწეული“ ლოგიკური იქნება კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად „მოიწვიოს პან-მართლმადიდებლური საბჭო, ან ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების საბჭო. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ფარანიონის ხელმძღვანელი ამ აზრს არ გაიზიარებს. ყოველ შემთხვევაში - ამჟამინდელი ხელმძღვანელი მაინც.
რაც შეეხება ჩვენს ეკლესიას, - ის გაძლიერდა. ტომოსის შემდეგ ეკლესიიდან წავიდა ყველა ის, ვინც ეძებდა არა ქრისტეს, არამედ რაღაცა სხვას. სასიხარულოა ისიც, რომ განდგომილების რაოდენობა ძალიან მცირეა; სწორედ იმდენია, რომ განთავისუფლდეს ეკლესია მსოფლიო სიბინძურისგან და იქცეს ქრისტეს სუფთა პატარძლად. ეხლა მთავარია ამ სიწმინდის შენარჩუება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი უფლის ნებაა.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?