ისტორიკოსი: დრაბინკოს თეზისი უნეტარესის "არაუკრაინელობაზე"- მითია
ალექსანდრე დრაბინკო და ოსტაპ დროზდოვი. ფოტო: скриншот youtube
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ჩერნოვიცის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორმა მიხაილ ჩუჩკომ მართლმადიდებელ ჟურნალისთა კავშირის კორესპოდენტთან კომენტარებში უარყო მეუ-ს "იერარქის" ალექსანდრ დრაბინკოს სიტყვები ბუკოვინას მაცხოვრებლებზე და უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრიზე, როგორც ადამიანებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ "უკრაინული ფესვები".
ისტორიკოსმა დრაბინკოს ამ განცხადებას უწოდა მითი, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ადამიანები შეცდომაში შეყავს.
"ყოფილი დეკანოზი, რომელიც გავიდა კანონიკური ეკლესიიდან, სრულიად არ ფლობს მასალებს ეთნიკურ სტატისტიკაში, ისტორიაში და შესაბამისად, შეყავს ხალხი შეცდომაში",-თქვა ჩუჩკომ.
მისი სიტყვებით, ისტორიულად მთლიანად ბუკოვინა შედიოდა მოლდავეთის სამთავროში, მაგრა ეს იყო პოლიეთნიკური სახელმწიფო, სადაც უკვე მე-18 საუკუნეში უკრაინელები, რომლებსაც რუსინებს ეძახდნენ, იყვნენ მეორენი რაოდენობრივად, ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბუკოვინას ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც დღეს ჩერნოვეცის ოლქია, უმეტესად ჩასახლებული იყო უკრაინელებით.
"არსებობს 1910 წლის აღწერა, სადაც ბუკოვინას ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობის უმრავლესობას უკრაინელები შეადგენდნენ, და სამხრეთის-რუმინელები,-თქვა ისტორიკოსმა. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ბუკოვინელები ვიღაც "არაუკრაინელები" არიან, თუ ამას ვიტყვით ჩერნოვიცის ოლქის მოსახლეობაზე, რომლებიც ცხოვრობდნენ აქ იმ პერიოდში (უნეტარესის დაბადება,-რედ.),- ეს ფაქტების დამახინჯება და არაკომპეტენტურობაა".
როგორც მჟკ იუწყებოდა, ადრე "მიტროპოლიტი"ალექსანდრ დრაბინკო აცხადებდა, რომ უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი ცხოვრებაში ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილით და არ გააჩნია ნაციონალური ცნობიერება, და რომ "განსაკუთრებული უკრაინული ფესვები ამ ადამიანებს (ბუკოვინას მაცხოვრებლებს,-რედ.) არააქვთ."
ტრამპი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების შესახებ: ღმერთმა დალოცოს ყველა
აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების გამო, რომლებიც ალყაში არიან.
ცსს-ს ოფიცერი, რომელიც ბართლომეს მეუ-სთვის ქრთამის მიცემაზე ლაპარაკობდა, უკუაგდებს თავის სიტყვებს
ჯონ კირიაკუუს თქმით, ის პატრიარქ ბართლომეოსს "თავის გმირად" მიიჩნევს.
ცნობილი გახდა როდის ჩატარდება ალბანელი წინამძღვრის არჩევნები
არჩევნები საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სინოდალურ ცენტრში გაიმართება.
ევროპარლამენტარი: ისლამისტებმა სირიაში 7000 ქრისტიანი და ალავიტი მოკლეს
ბოლო დღეებში მომხდარი მკვლელობები სირიაში ყველაზე სასტიკი ძალადობაა დეკემბერში ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ.
პასტორი, რომელიც ლიტურგიაზე იოგას ასანებს ასრულებს, ოსლოს ლუთერანი ეპისკოპოსი გახდა
სუნივა გიულვერი ატარებს მსახურებებს, რომლებიც აერთიანებს ტრადიციულ ლიტურგიას და იოგას ელემენტებს.